ყაზახური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახური
Қазақ тілі
გავრცელებულია ყაზახეთი, ჩინეთი, უზბეკეთი, რუსეთი, მონღოლეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 11,5 მლნ.

რანგი: 93

ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა ყაზახეთში
ლინგვისტური კლასიფიკაცია ალთაური
თურქული ენები
ყივჩაყური
ყაზახური
დამწერლობის სისტემა კირილიცა ასევე ლათინური და არაბული
ენის კოდები ISO 639-1: kk
ISO 639-2: kaz
SIL: kaz
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kk}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაყაზახური

ყაზახური ენაყაზახეთის ოფიციალური ენა. ეკუთვნის თურქულ ენათა ყივჩაყური ჯგუფის ყივჩაყურ-ნოღაურ ქვეჯგუფს. ახლოს ენათესავება ყირგიზულ და ყარაყალპაკურ ენებს. გავრცელებულია ძირითადად ყაზახეთში, აგრეთვე ჩინეთში, მონღოლეთში, რუსეთში, უზბეკეთში და ავღანეთში. ყაზახურ ენაზე საუბრობს 12 მილიონამდე ადამიანი. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-აღმოსავლური, სამხრეთ-დასავლური და დასავლური. სალიტერატურო ენა შეიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში ჩრდილო-აღმოსავლური დიალექტის საფუძველზე. თანამედროვე ანბანი შექმნილია 1940 წელს რუსული გრაფიკის მიხედვით და შეიცავს 42 გრაფემას. ენაში 9 ხმოვანია. ლექსიკაში უხვადაა არაბული, რუსული და მონღოლური ნასესხები სიტყვები. მცირე რაოდენობითაა რუსული, თათრული და უზბეკური ლექსემები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 616.
  • Mark Kirchner: "Kazakh and Karakalpak". In: The Turkic languages. Ed. by Lars Johanson and É. Á. Csató. London [u.a.] : Routledge, 1998. (Routledge language family descriptions). S.318-332

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]