შინაარსზე გადასვლა

ჩუვაშეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რესპუბლიკა
ჩუვაშეთი
რუს. Чувашская Республика
ჩუვ. Чăваш Республики
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 55°27′33″ ჩ. გ. 47°05′46″ ა. გ. / 55.4594389° ჩ. გ. 47.0961111° ა. გ. / 55.4594389; 47.0961111
მმართველი Oleg Nikolaev[1]
დაარსდა 13 თებერვალი, 1992
ფართობი 18300±1 კმ²
ოფიციალური ენა რუსული ენა და ჩუვაშური ენა
მოსახლეობა 1 167 061 (2024)
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო და ევროპა/მოსკოვი[2]
საავტომობილო კოდი 21 და 121
ოფიციალური საიტი https://www.cap.ru/
ჩუვაშეთი — რუსეთი
ჩუვაშეთი

ჩუვაშეთი (რუს. Чувашская Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არის საპრეზიდენტო, უნიტარული და დემოკრატიული რესპუბლიკა. აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო ენებია ჩუვაშური და რუსული. დედაქალაქია ჩებოქსარი.

მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე. რესპუბლიკას დასავლეთიდან ესაზღვრება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, ჩრდილოეთიდან რესპუბლიკა მარეთი ელ, არმოსავლეთიდან თათრეთი, სამხრეთიდან მორდვეთი და ულიანოვსკის ოლქი.

ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქი დაარსდა 1920 წლის 24 ივნისს. 1925 წლის 21 თებერვალს ეწოდა ჩუვაშეთის ასსრ, ხოლო 1992 წლიდან - ჩუვაშეთის რესპუბლიკა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუვაშეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 21 რაიონი, 9 ქალაქი, 8 დაბა და დაახლოებით 1700 სოფელი. უდიდესი ქალაქებია: ჩებოქსარი (441,6 ათ. კაცი), ნოვოჩებოქსარსკი (126,3 ათ. კაცი), კანაში (47,3 ათ. კაცი).

2002 წლის აღწერის მიხედვით ჩუვაშეთში ცხოვრობს 106 ეროვნების ადამიანი, მათი 3/4 ჩუვაშია, ხოლო 1/4 მეტი რუსი:

ეროვნებამოსახლეობა (2002, ათ.)
ჩუვაშები 889,3 (67,69 %)
რუსები 348,5 (26,53 %)
თათრები 36,4 (2,77 %)
მორდველები 16,0 (1,22 %)
უკრაინელები 6,4 (0,49 %)
მარიელები 3,5 (0,27 %)
ბელარუსები 1,9
სომხები 1,3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://kremlin.ru/events/president/news/62694
  2. https://data.iana.org/time-zones/tzdb-2021e/europe