დენის გაბორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დენის გაბორი
Dennis Gabor 1971.jpg
დაბ. თარიღი 5 ივნისი 1900(1900-06-05)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი[1]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი 1979(1979-02-08)[4] (78 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა Flag of Hungary.svg უნგრეთი
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და ლონდონის იმპერიული კოლეჯი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტენლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Eric Ash
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიკაში[5] [6], ალბერტ მაიკელსონის მედალი, IEEE-ის ღირსების მედალი, Holweck Prize, რუმფორდის მედალი, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი, იუნგის მედალი და პრემია და ბრტიანეთის იმპერიის ორდენი

დენის გაბორი (უნგრ. Gábor Dénes; დ. 5 ივნისი, 1900, ბუდაპეშტი9 თებერვალი, 1979, ლონდონი) — უნგრელი და ბრიტანელი ფიზიკოსი, ასევე ელექტრული-ინჟინერი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი[7][8][9][10][11][12], დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, ბუდაპეშტის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენის გაბორი დაიბადა 1900 წლის 5 ივნისს ბუდაპეშტში, ბურჟუაზიული არისტოკრატების ოჯახში. მისი მამა იყო მადნის მომპოვებელი დიდი საწარმოს დირექტორი. გაბორი ფიზიკით 15 წლის ასაკში დაინტერესდა და ძალიან სწრავაფ დაიწყო ფიზიკისა და მეთემატიკის ანალიზის შესწავლა. 17 წლის ასაკში მასზე დიდი გავლენა იქონია ფერადმა ფოტოქრაფიამ და აბეს მიკროსკოპის თეორიამ. აღნიშნულ საკითხს გაბორი 30 წლის შემდეგ მიუბრუნდა. 1918 წელს მან უარი თქვა ფიზიკოსობაზე და ინჟინერია აირჩია. ეს გარემოება აიხსნება იმდროინდელი ფიზიკოსების მდგომარეობით (უმეტესი ფიზიკოსი უმუშევრად დაიარებოდა). ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ბუდაპეშტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ სწავლა ბერლინში, უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში განაგრძო. ამავედროილად იგი ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში ისმენდა. 1921-1922 წლებში ამ უნივერსიტეტში ალფრედ აინშტაინმა შექმნა მეცნიერული სემინარი სტატისტიკურ მექანიკაში. სწორედ აქ მოისმინა გაბორმა გამოსხივების კვანტური თეორია მაქს პლანკისაგან. 1927-1933 წლებში გაბორი ინჟინერ-მკვლევარად ბერლინში მუშაობდა. 1933-1948 წლებში ცხოვრობდა ინგლისში.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბორის ბერლინში მუშაობის პერიოდში მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ნაშრომი „ჰერმეტიზაცია მოლიბდენის ლენტის საშუალებით“. ამ ნაშრომით მან სათავე დაუდო პირად გამოკვლევებს პლაზმის საკითხებზე, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.

1950-1954 წლებში გაბორმა თავის სტუდენტებთან ერთად შეძლო ჯერ კიდევ ლენგმიურის მიერ აღმოჩენილი პარადოქსის დადგენა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ელექტრონულ აირებში მაქსველის განაწილება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლის გათვალისწინებით იყო მოსალოდნელი. დადგინდა, რომ ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლა წარმოებს სწრაფად მოძრავ თხელ ფენებში.

ინგლისში ცხოვრების პერიოდში გაბორი დაუბრინდა ოპტიკური ელექტრონიკის საკითხებს, რომელსაც ბერლინის უნივერსიტეტში გაეცნო. მისმა სამუშაოებმა 1935 წელს გამოიწვიეს მაფოკუსირებელი კოჭის შექმნა, რომელსაც დღეს „მაგნიტური ლინზა“ ეწოდება.

1949 წელს გაბორი გადავიდა ლონოდის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის განყოფილებაში პროფესორის თანამდებობაზე, სადაც 1967 წლამდე მუშაობდა.

1958 წლიდან გაბორი გადადის სოციალური პრობლემების შესწავლაზე, და ამ დარგში გამოაქვეყნა რიგი მონოგრაფიები. მისი ნაშრომები სოვიალურ საკითხებზე მრავალ ენაზე ითარგმა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი საზოგადოების წინაშე, თანამედროვე საზოგადოება მოვალეა შეიტანოს თავისი წვლილი კაცობრიობის გადარჩენისათვის ყველა იმ საშიშროებისაგან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მისივე აზრით უნდა შიექმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც ადამიანის ცხოვრებას აზრი ექნება.

დენის გაბორი გარდაიცვალა 1979 წლის 9 თებერვალს ლონდონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 248-250, თბ., 1980.
  • Scienziti e tecnologii.
  • Contemporanei. V. 1, Milano, 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #122903137 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Nobelprize.org
  5. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1971/
  6. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  7. Ash, Eric A. (1979). "Dennis Gabor, 1900–1979". Nature. 280 (5721): 431–433. Bibcode :1979Natur.280..431A doi :10.1038/280431a0 PMID 379651
  8. Gabor, Dennis (1944). The electron microscope : Its development, present performance and future possibilities. London.
  9. Gabor, Dennis (1963). Inventing the Future. London : Secker & Warburg.
  10. Gabor, Dennis (1970). Innovations: Scientific, Technological, and Social. London : Oxford University Press.
  11. Gabor, Dennis (1972). The Mature Society. A View of the Future. London : Secker & Warburg.
  12. Gabor, Dennis; and Colombo, Umberto (1978). Beyond the Age of Waste: A Report to the Club of Rome. Oxford : Pergamon Press.