კორონავირუსის ეპიდემია 2019-2020

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორონავირუსის გავრცელება 12 იანვარი, 2020 - 24 თებერვალი, 2020.

კორონავირუსის ეპიდემია 2019-2020SARS-CoV-2 ვირუსის ეპიდემია მსოფლიოში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019-2020 წლებში. ეპიდემიის კერად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხუბეის პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. გავრცელებული ვირუსი გადაედება ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს მძიმე მწვავე რესპირატორულ დაავადებასა. დაავადების გართულება მოიცავს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომს, თირკმლის უკმარისობას, რასაც თან ახლავს ფატალური შედეგის რისკი. SARS-CoV-2 ვირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას მიენიჭა სახელი COVID-19[1].

2020 წლის 12 თებერვლისთვის აღრიცხულ იქნა გარდაცვალების 1113, დაინფიცირების 44 600, ხოლო საავადმყოფოდან გაწერის 4 740 შემთხვევა.[2]. 13 თებერვალის მონაცემებით ჩინეთის ხუბეის პროვინციაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა, 14 840-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და შეადგინა 60 000 ადამიანი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coronavirus disease named Covid-19“, BBC, 11 თებერვალი, 2020. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2019. 
  2. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1113-ს მიაღწია“, ინტერპრესნიუსი, 12 თებერვალი, 2019. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2019. 
  3. Coronavirus death toll leaps in China's Hubei province, party bosses sacked“, Reuters, 13.02.2020. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13.02.2020.