შინაარსზე გადასვლა

COVID-19

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)

ახალი კორონავირუსის აგებულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ოჯახი:  კორონავირუსები
ლათინური სახელი
SARS-CoV-2

COVID-19 (ინგლ. COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2).[1] 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020.[2][3] ზოგად სიმპტომებს შორის არის ტემპერატურის მომატება, ხველება და სუნთქვის უკმარისობა. შედარებით ნაკლებად წარმოჩენილი სიმპტომებია კუნთების ტკივილი, ნახველი და ყელის ტკივილი.[4] შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და პოლიორგანული უკმარისობა.[2][5] ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-დან 5 პროცენტამდეა, მაგრამ მერყეობს ასაკისა და სხვა თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.[6][7]

ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექცია გადადის რესპირატორული წვეთებით, რომლებიც ძირითადად ხველებისა და დაცემინების დროს წარმოიქმნება.[8][9] სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღეში ვლინდება, საშუალოდ კი 5 დღეში.[10][11] დიაგნოზირების სტანდარტული მეთოდია ყელ-ცხვირის ნაცხის ან ნახველის ნიმუშის პოლიმერაზის ჯაჭვის რევერსულ-ტრანსკრიფციული რეაქცია (rRT-PCR). ასევე შესაძლებელია სისხლის შრატის იმუნოანალიზის გამოყენება.[12] ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სიმპტომების კომბინაციით, რისკ-ფაქტორებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიისას პნევმონიის მახასიათებლების დაფიქსირებით.[13][14]

დაავადების თავიდან აცილების რეკომენდებულ ზომებს შორის არის ხელების ხშირი ბანვა, სხვა ადამიანებისგან დისტანციის შენარჩუნება და საკუთარ სახეზე ხელების არშეხება.[15] პირბადეების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები აღენიშნება; ნიღბის გამოყენება ჯანმრთელი ადამიანისთვის უსარგებლოა.[16][17] დაავადების მართბვა მოიცავს სიმპტომების მკურნალობას, მზრუნველობით მოვლას და ექსპერიმენტულ ზომებს.[18]

2020 წლის 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა,[19][20] 11 მარტს კი პანდემიად.[3] ადგილობრივი გადადება დაფიქსირდა დაავადების გავრცელების ყველა რეგიონში.[21]

პირველად ეპიდემიის გავრცელება შეინიშნა 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ქალაქ უხანში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ხუბეის პროვინციაში მდებარეობს. შემდგომში ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგში, ტაილანდში, იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში.[22][23][24] ინფიცირებულები ასევე დაფიქსირდნენ სინგაპურსა და ნეპალში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს.

2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 121 124 შემთხვევა, რომელთაგან 80 967 იმყოფება ჩინეთის ტერიტორიაზე.[25] მონაცემებს ადასტურებს ჩინეთის მთავრობა; დანარჩენი დაინფიცირებულები არიან ტურისტები, რომლებიც ამ დროის შუალედში უხანში იმყოფებოდნენ და შემდეგ ქვეყანა დატოვეს; ასევე ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულებთან.[26] 2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით კორონავირუსს 4 368 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 66 216.[25] 20 იანვარს, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა.[27]

სიმპტომები და მიმდინარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019-nCoV პროტეაზას (პეპტიდაზას) დიაგრამა[28]

2019-nCoV კორონავირუსის საწყისი სიპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის და მწვავე რესპირატორულ სინდრომებთან. სიმპტომები მოიცავს

  • ციებ-ცხელება
  • მოთენთილობა
  • სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა)
  • მაღალი ტემპერატურა (38°C მაღალი)
  • მშრალი ხველება
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • თავის ტკივილი
  • მიალგია
  • გონების დაკარგვა (ფილტვის ქსოვილების პროგრესიული დაშლის შედეგად)
  • პნევმონია
  • თირკმლის უკმარისობა
  • გარდაცვალება (ზოგიერთ შემთხვევაში)

საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაწესებულებებში შეყვანისას იყო სტაბილური, მათ აღენიშნებოდათ ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა) და ლიმფოპენია (სისხლში ლიმფოციტების დაბალი შემცველობა. ამ პაციენტთა უმრავლესობას ასევე ჰქონდათ ჰიპერტონია, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 26 მარტის მონაცემებით ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით:[25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Naming the coronavirus disease (COVID-19) and the virus that causes it en. World Health Organization. ციტირების თარიღი: 28 February 2020
  2. 2.0 2.1 Hui DS, I Azhar E, Madani TA, Ntoumi F, Kock R, Dar O, Ippolito G, Mchugh TD, Memish ZA, Drosten C, Zumla A, Petersen E (2020). „The continuing 2019-nCoV epidemic threat of novel coronaviruses to global health – The latest 2019 novel coronavirus outbreak in Wuhan, China“. Int J Infect Dis. 91: 264–66. doi:10.1016/j.ijid.2020.01.009. ISSN 1201-9712. PMID 31953166.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  3. 3.0 3.1 „WHO Director-General's opening remarks at the media briefing on COVID-19“. World Health Organization (WHO) (პრეს-რელიზი). 11 March 2020. ციტირების თარიღი: 12 March 2020.
  4. Q&A on coronaviruses (COVID-19) en. World Health Organization. ციტირების თარიღი: 11 March 2020
  5. Q&A on coronaviruses. ციტირების თარიღი: 27 January 2020
  6. Wuhan Coronavirus Death Rate en. ციტირების თარიღი: 2 February 2020
  7. Report 4: Severity of 2019-novel coronavirus (nCoV). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 10 February 2020
  8. Q&A on coronaviruses (11 February 2020). ციტატა: „The disease can spread from person to person through small droplets from the nose or mouth which are spread when a person with COVID-19 coughs or exhales ... The main way the disease spreads is through respiratory droplets expelled by someone who is coughing.“ ციტირების თარიღი: 24 February 2020
  9. 2019 Novel Coronavirus (2019-nCoV) en-us (11 February 2020). ციტატა: „The virus is thought to spread mainly from person-to-person ... through respiratory droplets produced when an infected person coughs or sneezes.“ ციტირების თარიღი: 18 February 2020
  10. Symptoms of Novel Coronavirus (2019-nCoV) | CDC en-us (10 February 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2020
  11. Velavan TP, Meyer CG (2020). „The COVID-19 epidemic“. Tropical Medicine & International Health (ინგლისური). n/a (n/a): 278–80. doi:10.1111/tmi.13383. PMID 32052514.
  12. Normile D (27 February 2020). „Singapore claims first use of antibody test to track coronavirus infections“. Science. doi:10.1126/science.abb4942.
  13. Jin Y, Cai L, Cheng Z, Cheng H, Deng T, Fan Y, Fang C, Huang D, Huang L, Huang Q, Han Y, Hu B, Hu F, Li B, Li Y, Liang K, Lin L, Luo L, Ma J, Ma L, Peng Z, Pan Y, Pan Z, Ren X, Sun H, Wang Y, Wang Y, Weng H, Wei C, Wu D, Xia J, Xiong Y, Xu H, Yao X, Yuan Y, Ye T, Zhang X, Zhang Y, Zhang Y, Zhang H, Zhao Y, Zhao M, Zi H, Zeng X, Wang Y, Wang X (6 February 2020). „A rapid advice guideline for the diagnosis and treatment of 2019 novel coronavirus (2019-nCoV) infected pneumonia (standard version)“. Military Medical Research. 7 (1): 4. doi:10.1186/s40779-020-0233-6. PMC 7003341. PMID 32029004.
  14. CT provides best diagnosis for COVID-19 en (26 February 2020). ციტირების თარიღი: 2 March 2020
  15. Advice for public en. ციტირების თარიღი: 25 February 2020
  16. CDC. (11 February 2020) 2019 Novel Coronavirus (2019-nCoV) en-us. ციტირების თარიღი: 15 February 2020
  17. Advice for public en. ციტირების თარიღი: 15 February 2020
  18. Coronavirus Disease 2019 (COVID-19). Centers for Disease Control and Prevention (CDC) (15 February 2020). ციტირების თარიღი: 20 February 2020
  19. Statement on the second meeting of the International Health Regulations (2005) Emergency Committee regarding the outbreak of novel coronavirus (2019-nCoV) en. ციტირების თარიღი: 11 February 2020
  20. Hundreds of evacuees to be held on bases in California; Hong Kong and Taiwan restrict travel from mainland China. The Washington Post (6 February 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2020
  21. Coronavirus disease 2019 (COVID-19) Situation Report – 47. ციტირების თარიღი: 8 March 2020
  22. „China coronavirus: Hong Kong widens criteria for suspected cases after second patient confirmed, as MTR cancels Wuhan train ticket sales“. Hong Kong: South China Morning Post. 23 January 2020. ციტირების თარიღი: 23 January 2020.
  23. Novel coronavirus: three cases reported in France (25 January 2020).
  24. Doherty, Ben (25 January 2020). „Coronavirus: three cases in NSW and one in Victoria as infection reaches Australia“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 26 January 2020.
  25. 25.0 25.1 25.2 Operations Dashboard for ArcGIS. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2020.
  26. Novel Coronavirus (2019-nCoV) SITUATION REPORT - 5 25 JANUARY 2020. ციტირების თარიღი: 26 January 2020.
  27. „China confirms human-to-human transmission of new coronavirus“. Canadian Broadcasting Corporation. 20 January 2020. ციტირების თარიღი: 21 January 2020.
  28. Gruber, Christian; Steinkellner, Georg. Wuhan coronavirus 2019-nCoV - what we can find out on a structural bioinformatics level. Innophore GmbH (23 January 2020).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=COVID-19&oldid=4690065“-დან