შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ მარშალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ მარშალი
ინგლ. George Catlett Marshall, Jr.
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1880(1880-12-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი იუნიონტაუნი
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 1959(1959-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [10] [11] [6] [7] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი[12] [13]
მოქალაქეობა აშშ
განათლება ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტი და United States Army Command and General Staff College
მამა George Catlett Marshall, Sr.[14]
მეუღლე/ები ელისაბედ კარტერ კოულს მარშალი და კეთრინ ბოის ტაპერ ბრაუნ მარშალი
ჯილდოები შარლემანის პრიზი[15] , ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[16] [17] , Knight Grand Cross of the Order of the Bath, Grand Cross of the Order of Wissam El Alaouite, Silver Star, Order of Suvorov, 1st class, Distinguished Service Medal, Médaille Interalliée 1914–1918, American Defense Service Medal, American Campaign Medal, World War II Victory Medal, National Defense Service Medal, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Grand Cross of the Order of George I, Grand Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus, grand officer of the Order of the Crown of Italy, Grand Cross of the Order of Orange-Nassau, კონგრესის ოქროს მედალი, Grand Officer of the Order of the Sun of Peru‎, Order of Merit, Victory Medal, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სამხედრო ჯვარი, Order of Orange-Nassau, წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენი, Military Order of Italy, Order of Ouissam Alaouite და მზის ორდენი

ჯორჯ კეტლეტ მარშალი (ინგლ. George Catlett Marshall; დ. 31 დეკემბერი, 1880, იუნიონტაუნი, პენსილვანიის შტატი ― გ. 16 ოქტომბერი, 1959, ვაშინგტონი) — ამერიკელი სამხედრო ლიდერი, თავდაცვის მინისტრი (1950-1951), სახელმწიფო მდივანი (1947-1949), სახელი გაითქვა მოკავშირეთა წინამძღოლობით მეორე მსოფლიო ომში და გაწეული წვლილით ომის შემდგომი ევროპის რეკონსტრუქციაში, რომელსაც შემგომში მარშალის გეგმა ეწოდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი დაწინაურდა და გახდა შტაბის უფროსი, ფრანკლინ დელანო რუზველტის პრეზიდენტობისას, ხოლო მოგვიანებით ჰარი ტრუმანის პრეზიდენტობისას ― თავდაცვის მინისტრი. უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომში, მარშალს, ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ „გამარჯვების ორგანიზატორი“ უწოდა, მაგრამ ჯორჯმა იუარა წოდება და აღნიშნული დიდება მის წინამორბედს, ხოლო შემდეგში ამერიკის პრეზიდენტ ― დუაიტ ეიზენჰაუერს ერგო წილად. ომის შემდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა, მარშალმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვალდებულებას ― ომისშემდგომი ევროპის აღდგენისათვის, მათ შორის საკუთარი გეგმის ჩათვლით, რომელიც მარშალის სახელს ატარებდა.

ჯორჯ მარშალი დაიბადა იუნიონტაუნში, პენსილვანია. მან დაამთავრა ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტი 1901 წელს. სტუდენტთა ხელმძღვანელად მსახურობის შემდეგ, 1902 წლის თებერვალში, მან მიიღო თავისი მეორე წოდება ― ქვეითთა მეორე ლეიტენანტი. ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ იგი მსახურობდა აშშ-სა და მის საზღვრებს გარეთ, წოდებისა და პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით. ფილიპინებთან ომის დროს გახდა ოცეულისა და კამპანიის ლიდერი. იგი იყო ქვეითი-საკავალერიო სკოლის საპატიო კურსდამთავრებული და პირველი, რომელმაც 1908 წელს არმიის შტაბის კოლეჯი დატოვა.

ომის შემდეგ მარშალი ჯონ ჯოსეფ პერშინგს ეხმარებოდა, რომელიც მოგვიანებით არმიის შტაბის უფროსი გახდა. ჯორჯ მარშალი მსახურობდა ჩინეთის მე-15 ქვეით პოლკში და იყო ამავე არმიის კონსტრუქტორი.

1927 წელს იგი გახდა ქვეითთა სკოლის კომენდანტის ასისტენტი, სადაც მან სრულყო სარდლობისა და საშტატო პროცესების მართვა, რითაც სახელი გაითქვა. მისმა მოდერნიზებამ და ახალი შესაძლებლობების გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა მერე მსოფლიო ომის დროს. 1932-33 წლებში მან მე-8 საქვეითო პოლკი და ტიბის კუნძული გადაიბარა. 1936-1938 წლებში მარშალი ხელმძღვანელობდა მე-5 ბრიგადას, მე-3 ქვეით დივიზიასა და ვანკუვერის ბარაკებს. იგი ასევე განაგებდა 35 სამოქალაქო კონსერვატების კორპუსს ორეგონსა და სამხრეთ ვაშინგტონში. 1938 წელს ივლისში ჯორჯ მარშალმა კარიერა განაგრძო საომარი დაგეგმვის განყოფილებაში, გახლდათ ამავე დეპარტამენტის მმართველი და შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც. მაშინ შტაბის უფროსი გახლდათ მალინ კრეიგი კრეიგმა აღნიშნული თანამდებობა მალე დატოვა, რის შემდეგ იგი ჩაანაცვლა ჯორჯ მარშალმა და ეს თანამდებობა 1945 წლამდე ეკავა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.

მოვალეობის შესრულებისას მარშალმა, როგორც შტაბის უფროსმა, მოაწყო უმსხვილესი სამხედრო ექსპანსია აშშ-ის ისტორიაში და ჯარის გენერლის ხუთვარსკვლავიანი წოდება მიიღო. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპასა და წყნარ ოკეანეში გამართული ბრძოლების შემდეგ, მან შეძლო და მოკავშირეები შეიძინა (მაგ: ჩერჩილი). ამასთან ერთად, ჟურნალმა „Time“-მა 1943 წელს მარშალი წლის ადამიანად დაასახელა. ჯორჯმა თანამდებობა დატოვა 1945 წელს, მაგრამ მაინც აქტიურად იყო ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში, რომელსაც მიღებული ხუთვარსკვლავიანი მედალი ავალდებულებდა. 1945 წლის 15 დეკემბრიდან 1947 წლის იანვრამდე მარშალი იწოდებოდა ჩინეთის სპეციალურ დესპანად, თუმცა მისი ყველა მცდელობა, ეთანამშრომლა იმდროინდელ მთავრობასთან, მარცხით დამთავრდა.

1947-1949 წლებში, მარშალი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ევროპას აღმშენებლობასა და განვითარებაში. მისი შემუშავებული პროგრამა მისივე სახელითაა ცნობილი, რომლის დახმარებითაც მარშალს 1953 წელს მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს. სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჯორჯი მსახურობდა ამერიკის საბრძოლო მონუმენტთა კომისიაში და მოგვიანებით იყო ამერიკის წითელი ჯვრის პრეზიდენტი.

კორეის ომის დასაწყისში, მარშალი მუშაობდა სამშვიდობო მდგომარეობაზე გადასასვლელად. მისი თავდაპირველი გაძლიერებისათვის, საბრძოლო მოქმედებებისა და ცივი ომის დროს ოპერაციების აღდგენაზე. ამ დროს მარშალი თავდაცვის მდივანი იყო და თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი პენსიაზე გავიდა, დაბრუნდა სახლში - ვირჯინიაში და 1959 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია დიდი პატივით არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

მარშალი და პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს, მარშალს ორი მთავარი მისია ჰქონდა. იგი აკონტროლებდა არა მხოლოდ სამხედრო ტრენინგებს, არამედ ოპერაციებსაც. 1917 წელს რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შესრულების შემდეგ, დაინიშნა შტაბის უფროსის თანაშემწედ და დაევალა პირველი სამხედრო განყოფილების კონტროლი. 1917 წლის მეორე ნახევარში, ტეხასში დივიზიის მობილიზაციისა და ორგანიზაციაზე მეთვალყურეობის დასრულებისთანავე იგი გაემგზავრა საფრანგეთში, ამ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, მისი თანაშემწე იყო დივიზიის დამხმარე ასისტენტი ― ლესლი ჯ. კამნერი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ კავშირს მათი მოღვაწეობის განმავლობაში.

საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ჯორჯ მარშალი მსახურობდა პირველ დივიზიაში, წმინდა მიჰელ პიკარდისა და კანტინის ფრონტებზე. კანტინზე ბრძოლა გაიმართა 1918 წლის 28-31 მაისს, სადაც მისმა საბრძოლო დაგეგმარებამ აღიარება ჰპოვა. მარშალმა და ამ წარმატებამ განაპირობა ის, რომ ბრძოლა ამერიკამ მოიგო. 1928 წ. 26 მაისს დაქვემდებარებულ ოლქებში მოგზაურობისას, მარშალი დაშავდა. მისი ცხენი წაიქცა, მას კი ფეხი გაეჭედა უზანგში, რამაც ძლიერი შეშუპება და სისხლჩაქცევები განაპირობა.

1918 წლის მეორე ნახევარში მარშალი გაგზავნეს ამერიკის საექსპედიციო ძალების შტატში, სადაც იგი თანამშრომლობდა თავის მენტორთან, გენერალ ჯონ ჯოსეფ პერსინგთან. იყო ამერიკული ოპერაციების სულისჩამდგმელი. მარშალი გახდა კაპიტანი და დროებითი პოლკოვნიკი. 1918 წლის ოქტომბერში, მას რეკომენდაცია გაუწია ბრიგადის გენერალმა და იგი დააწინაურეს. ომის შემდეგ, მარშალი დაუბრუნდა თავის მუდმივ წოდებას ― კაპიტანს.

მარშალი და მეორე მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარშალმა, როგორც შტაბის უფროსმა, მოაწყო უმსხვილესი სამხედრო ექსპანსია, აშშ-ს ისტორიაში. მან განაახლა 189,000 კაციანი მოძველებული და ცუდად შეიარაღებული არმია. მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდე არასდროს განაგებმა ამერიკის ჯარს, მან გამოიყენა მიღებული ცოდნა და იმდროინდელი ტექნიკით შეიმუშავა და ჩამოაყალობა აშშ-ს არმია. მარშალი გამოცდილი ხელმძღვანელი და მთავარსარდალი იყო, რამაც წაახალისა ჯარისკაცები. იმჟამინდელმა ამერიკელმა გენერლებმა: დუაიტ დ’ ეიზენჰოვერი, იაკობ ლ. დევერსი, ჯორჯ ს. პატონი, ტერი დე ლა მესა ალენი, მარკ ვეინ კლარკი და ომარ ბრედლი - იხელმძღვანელეს და მარშალის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეის ომის პირველმა თვეებმა ცხადყო, რამდენად ცუდად იყო მობილიზებული თავდაცვის დეპარტამენტი. იმდროინდელმა პრეზიდენტმა ― ტრუმანმა, გაათავისუფლა მდივანი ლუი ჯონსონი და 1950 წლის სექტემბერში მარშალი დასახელდა თავდაცვის მინისტრად. 1947 წლის ნაციონალური უსაფრთხოების კანონის თანახმად, სამხედრო პირს ეკრძალებოდა აღნიშნული თანამდებობის დაკავება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს პუნქტი უარყო კონგრესმა, ასე შეინარჩუნა ჯორჯ მარშალმა ეს თანამდებობა. აკრძალვა, რა თქმა უნდა, მოიცავდა მარშალსაც და სხვა ოფიციალური პირები მოითხოვდნენ მის განთავისუფლებას, თუმცა იგი აქტიურად განაგრძობდა მოვალეობების შესრულებას. გენერალი მარშალი იყო პირველი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე უარი მალევე განაცხადა. თანამდებობაზე იგი ჩაანაცვლა ჯეიმზ მატისმა, რომელმაც მარშალს მოღვაწეობა შეუქო და განაცხადა, რომ:

ვიკიციტატა
„მინისტრად ყოფნისას მარშალმა უდიდესი ზნეობა, პასუხისმგებლობა და თავდაჯერებულობა გამოავლინა და რომ ის შეიარაღებული ძალების ღირსეული მთავარსარდალი იყო.“

მარშალი პენსიაზე გავიდა 1951 წლის სექტემბერში და საცხოვრებლად გადავიდა საკუთარ სახლში, ვირჯინიაში. მშვიდად ცხოვრების პერიოდში, უვლიდა ბაღს და სეირნობდა ცხენებით. ხელმძღვანელობდა ამერიკულ დელეგაციას დედოფალ ელისაბედ II-ს კორონაციის დროს. იგი მებრძოლთა კომისიის თავჯდომარეც იყო 1949-1959 წლებში.

ჯორჯ მარშალი გარდაიცვალა ვაშინგტონში, ვოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, 1959 წლის 16 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში. იგი საპატიოდ უნდა დაკრძალულიყო, როგორც სხვა სამხედრო პირები, თუმცა სიცოცხლეშივე არჩია უბრალოება და 21 საათის განმავლობაში დასვენებული იყო ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში. ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ყველა შეიარაღებული სამსახურის წარმომადგენლი. მარშალი დაკრძალეს მის მიერ არჩეულ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე - Grave 8189, მე-7 განყოფილებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Pogue F. C. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Stoler M. A. Marshall, George Catlett, Jr. (31 December 1880–16 October 1959), soldier and statesman // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.0700182
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Department of Defense Key Officials: September 1947–October 2023(untranslated), 2023. — გვ. 5.
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. GeneaStar
  10. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  11. Babelio — 2007.
  12. Deutsche Nationalbibliothek Record #118731211 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. Find a Grave — 1996.
  14. geni.com — 2006.
  15. Der Karlspreisträger 1959 George C. Marshall
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1953/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/