არისტიდ ბრიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტიდ ბრიანი

არისტიდ ბრიანი (ფრანგ. Aristide Briand; დ. 28 მარტი, 1862, ნანტი, საფრანგეთის მეორე იმპერია7 მარტი, 1932, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, გამოჩენილი პოლიტიკოსი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 11-ჯერ: 1909-1911, 1913, 1915-1917, 1921-1922, 1925-1926 და 1929 წლებში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი 1911-1913, 1919-1921 და 1926-1929 წლებში.

1887 წელს დაამთავრა ნანტის უნივერსიტეტი. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა დიპლომატიური ნიჭითა და ბრძნული საუბრით. ჟიულ ვერნი მისი განუყრელი მეგობარი და მრჩეველი გახდა. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1890-იან წლების დასაწყისში. 1894 წლიდან იყო საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მდივანი. 1909 წელს გაიმარჯვა დემოკრატიულ არჩევნებში და გახდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი. პირველი მსოფლიო ომის დროს დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, დევიდ ლოიდ ჯორჯთან და დიდი როლი ითამაშა ომის საბოლოოდ წარმატებით დასრულებაში.

1920-იანი წლებში ევროპის სახელმწიფოებში პაციფისტური განწყობა დამკვიდრდა. 1926 წელს გაიმართა "პანევროპული" ანუ სრულიად ევროპული კონგრესი, რომელშიც 2,000 მეცნიერი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ფსიქოლოგი იღებდა მონაწილეობას. კონგრესზე მიდიოდა მსჯელობა ევროპაში თანამშრომლობისა და მისი შესაძლო გაერთიანების შესახებ. არისტიდ ბრიანმა და გერმანიის კანცლერმა, გუსტავ შტრეზემანმა გადადგეს არაერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ორივე პოლიტიკოსი ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.

1928 წელს ბრიანმა ხელი მოაწერა კელოგ-ბრიანის პაქტს. პაქტს 15 სახელმწიფო შეუერთდა. დოკუმენტი გმობდა ომს, როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალებას. იმავე წელს წარდგა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე ევროპის კავშირის შექმნის იდეით. მისი იდეოლოგია იზიარებდა ომის საბოლოო და საყოველთაო ლიკვიდაციას, ასევე ეკონომიკურ თანასწორობას.

1929 წლის დეკემბერში ერთა ლიგას წარუდგინა ევროპის ფედერაციის შექმნის გეგმა. მისი გეგმა ითვალისწინებდა ევროპის საბაჟო კავშირის შექმნას. მას მხარი დაუჭირეს ევროპის პატარა ქვეყნებმა, მაგრამ დიდმა სახელმწიფოებმა - გერმანიამ, იტალიამ და ინგლისმა არა. სამივე ქვეყნის მიერ გეგმის უარყოფას საკუთარი მიზეზები ჰქონდა.

ამის შემდეგ არისტიდ ბრიანი თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკას, იმავე წელს გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ მაინც გააგრძელა პარტიაში მუშაობა. მისი სოფლმხედველობა მაშინ არავინ გაიზიარა, მაგრამ გარკვეულ წილად დიდი გავლენა მოახდინა ევროკავშირის საბოლოო შექმნაზე. ცხოვრების ბოლო 3 წელი ბრიანმა პარიზში გაატარა. გარდაიცვალა 1932 წლის 7 მარტს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blatt, Joel (1993). "France and the Washington conference". Diplomacy & Statecraft. 4 (3): 192. doi:10.1080/09592299308405900.
  • Navari, Cornelia (1992). "Origins of the Briand plan". Diplomacy & Statecraft. 3: 74. doi:10.1080/09592299208405844.
  • Briand, Aristide (1930-05-01). Memorandum on the Organization of a System of Federal European Union. France. Ministry of Foreign Affairs - via World * Digital Library. Retrieved 2014-06-19.
  • D. Weigall and P. Stirk, eds., The Origins and Development of the European Community (Leicester University Press, 1992), pp. 11–15 ISBN 0718514289.