ანრი ლაფონტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი ლაფონტენი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1854(1854-04-22)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ბრიუსელი
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1943(1943-05-14)[1] [2] [3] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი Woluwe-Saint-Lambert - Sint-Lambrechts-Woluwe[5]
მოქალაქეობა  ბელგია
განათლება ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7]

ანრი ლაფონტენი ( დ. 22 აპრილი, 1854  – გ. 14 მაისი, 1943 ) — ბელგიელი საერთაშორისო იურისტი და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს პრეზიდენტი. მან 1913 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რადგან „იგი იყო ევროპაში სამშვიდობო მოძრაობის ეფექტიანი ლიდერი“. [8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაფონტენი დაიბადა ბრიუსელში, 1854 წლის 22 აპრილს. სწავლა გააგრძელა იურიდიული მიმართულებით ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1877 წელს მას ნება დართეს, ემუშავა სასამართლოში და მოიპოვა საერთაშორისო სამართლის საკითხებში კარგი რეპუტაცია. ის და მისი და, ლეონი ლაფონტენი, ქალთა უფლებების, სუფრაჟისტებისა და ქალთა საარჩევნო უფლების ადრეული დამცველები იყვნენ. 1890 წელს დააარსეს ქალთა უფლებების ბელგიის ლიგა. 1893 წელს იგი გახდა საერთაშორისო სამართლის პროფესორი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში და ორი წლის შემდეგ აირჩიეს ბელგიის სენატში, სოციალისტური პარტიის წევრად. იგი მსახურობდა სენატის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობაზე 1919-1932 წლებში.

ლაფონტენმა ადრეული ინტერესი გამოხატა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს მიმართ, რომელიც დაარსდა 1882 წელს. ჰააგის სამშვიდობო კონფერენციების დაგეგმვასთან დაკავშირებით 1899 და 1907 წლებში, გავლენიანი იყო ლაფონტენის მცდელობები ბიუროში. იგი ბიუროს პრეზიდენტად მსახურობდა 1907 წლიდან გარდაცვალებამდე, 1943 წლამდე. პირველმა მსოფლიო ომმა დაარწმუნა ლაფონტენი, რომ მსოფლიო დააარსებს საერთაშორისო სასამართლოს, როდესაც მშვიდობა კვლავ დაბრუნდებოდა. მან, მის ვარაუდზე დაყრდნობით, შესთავაზა ეს იდეა პირებს, რომლებიც დაინტერესდებოდნენ საერთაშორისო სასამართლოს წევრობით: ჯოზეფ ჰოჯსის ჩოატს, ელიუ რუთს, ჩარლზ უილიამ ელიოტს და ენდრიუ დიქსონ უაიტსის. [9] ლაფონტენმამა ასევე ხელი შეუწყო მსოფლიო პაციფისტური ორგანიზაციების გაერთიანების იდეას. [10]

იგი იყო ბელგიის დელეგაციის წევრი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919 წელს და ერთა ლიგის ასამბლეაში (1920 – 1921). მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოას სხვა გზებითაც ცდილობდა, კერძოდ, მან დააარსა ცენტრი ინტელექტუალ მონდიალი (მოგვიანებით გაერთიანდა ერთა ლიგის ინტელექტუალური თანამშრომლობის ინსტიტუტში) და შესთავაზა ისეთ ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო სკოლა და უნივერსიტეტი და მსოფლიო პარლამენტი. 1907 წელს პოლ ოტლეტთან ერთად მან დააარსა საერთაშორისო ასოციაციების კავშირი. ის ასევე არის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის (რომელიც მოგვიანებით გახდა ინფორმაციის და დოკუმენტაციის საერთაშორისო ფედერაცია, FID ) თანადამფუძნებელი პოლ ოტლეტთან ერთად. ფედერაციის წარმომადგენლების როლში, ის და ოტლეტი დაესწრნენ უნივერსალური დოკუმენტაციის მსოფლიო კონგრესს 1937 წელს. [11]

ჰენრი ლაფონტენი იყო მასონი, ფილანთროპ მეგობართა ლოჟის წევრი ბრიუსელში. გარდაიცვალა 1943 წლის 14 მაისს ბრიუსელში.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი ლაფონტენი იყო არაერთი იურიდიული სახელმძღვანელოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო დოკუმენტური ისტორიის ავტორი.

მან დააფუძნა La Vie Internationale .


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  5. ODIS — 2003.
  6. The Nobel Peace Prize 1913Nobel Foundation.
  7. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  8. "Henri La Fontaine – Facts". Nobelprize.org. Nobel Media AB 2014. Web. 19 January 2017.
  9. „Nominees for World Court“. The New York Times: 2. 6 October 1916.
  10. „Many Repudiate Peace Society Plan“. The New York Times: 3. 20 February 1917.
  11. Wedgeworth, Robert (1 January 1993). World Encyclopedia of Library and Information Services. ALA Editions, გვ. 642. ISBN 978-0-8389-0609-5. ციტირების თარიღი: 11 October 2011.