ჯორჯ უოკერ ბუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ უოკერ ბუში
George Walker Bush
ჯორჯ უოკერ ბუში George Walker Bush
აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი 2001 – 20 იანვარი 2009
ვიცე-პრეზიდენტი  დიკ ჩეინი
წინამორბედიბილ კლინტონი
მემკვიდრებარაკ ობამა

ტეხასის 46-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი 1995 – 21 დეკემბერი 2000
წინამორბედიენ რიჩარდსი
მემკვიდრერიკ პერი

დაბადებული6 ივლისი, 1946 (1946-07-06) (77 წლის)
ნიუ-ჰევენი, კონექტიკუტი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მამაჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში
მეუღლელორა ბუში
შვილებიბარბარა და ჯენა
განათლებაიელის უნივერსიტეტი
საქმიანობაბიზნესმენი
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
პირველი ხარისხის სამი ვარსკვლავის ორდენი
ხელმოწერა

ჯორჯ უოკერ ბუში (ინგლ. George Walker Bush; დ. 6 ივლისი 1946, ნიუ-ჰევენი, კონექტიკუტი) — ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი (2001-2009) და ტეხასის 46-ე გუბერნატორი (1995-2000), რესპუბლიკელი.

იგი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ჰ. უ. ბუშის და ბარბარა ბუშის უფროსი შვილია. ბუშმა დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ხოლო 1968–1974 წლებში აშშ-ის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. ამის შემდეგ ის ნავთობის ოჯახურ ბიზნესში მუშაობდა. 1977 წელს იგი ლორა უელჩზე დაქორწინდა. 1978 წელს მან წარმომადგენელთა პალატაში იყარა კენჭი, მაგრამ დამარცხდა. რამდენიმე წელი იგი ბეისბოლის კლუბის ტეხასის რეინჯერსის თანამფლობელი იყო. 1994 წელს ბუშმა ტეხასის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა. 2000 წელს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი დაამარცხა. არჩევნებში მოსახლეობის ხმების უმრავლესობა გორმა მიიღო, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობით ბუშმა გაიმარჯვა.

ბუშის პრეზიდენტობის პირველ წელს 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის საპასუხოდ მან ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოაცხადა, რასაც 2001 წელს ავღანეთში, ხოლო 2003 წელს ერაყში სამხედრო შეჭრა მოყვა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ბუშმა გარკვეული რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სფეროებში გაატარა და გადასახადები მნიშვნელოვნად შეამცირა.

2004 წლის არჩევნებში ბუშმა დემოკრატი ჯონ კერი დაამარცხა. მეორე ვადის დროს 2005 წელს მისი ადმინისტრაცია ქარიშხალი კატრინას მიერ გამოწვეული კრიზისული სიტუაციის ცუდი მართვის გამო ძალიან გააკრიტიკეს.[1] 2007 წლის დეკემბერში აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ რეცესიაში შევიდა.[2] ამან ბუშის ადმინისტრაცია იძულებული გახადა ქვეყნის ეკონომიკაში აქტიურად ჩარეულიყო და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ღონისძიებები გაეტარებინა. 2008 წლის სექტემბერში კრიზისი უფრო გაღრმავდა.

პრეზიდენტობისას ბუში საქართველოს და უკრაინის დემოკრატიულ მოძრაობების და ნატო-ში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი იყო. 2005 წელს იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თბილისში თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ბუშზე თავდასხმის მცდელობა მოხდა, მაგრამ პრეზიდენტი არ დაშავებულა. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მან საქართველოს მხარე დაიჭირა და 2008 წლის 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რუსეთი გაეროს წესდების დარღვევაში დაადანაშაულა[3], ასევე ომისშემდგომი საქართველოს რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი $ გამოყო. ბუშის პრეზიდენტობის ბოლოს გაფორმდა აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ბუში პირველი ვადის განმავლობაში პოპულარული პრეზიდენტი იყო,[4] მისი რეიტინგი მეორე ვადის დროს ეკონომიკური პრობლემების და ერაყის ომის გამო ძალიან დაეცა.[5][6][7][8] პოსტის დატოვების შემდეგ იგი ტეხასში დაბრუნდა, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და წიგნს წერს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://tvnz.co.nz/view/page/425822/609550
  2. „SF Fed Economics see longest recession since WW2“. Reuters. April 24, 2009. ციტირების თარიღი: April 24, 2009.
  3. Bush chides Russia in UN speech. ბიბისი. ციტირების თარიღი: June 23, 2009.
  4. Bush Job Approval at 28%, Lowest of His Administration. Gallup (April 11, 2008). ციტირების თარიღი: January 20, 2009.
  5. „President Bush's Approval Ratings“. The Washington Post. ციტირების თარიღი: June 23, 2009.
  6. Bush: Job Ratings. Pollingreport.com. ციტირების თარიღი: October 20, 2008.
  7. The National Economy. Americanresearchgroup.com. ციტირების თარიღი: October 20, 2008.
  8. Bush Job Approval Highest in Gallup History. Gallup.com. ციტირების თარიღი: October 20, 2008.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: