კარლუშ ბელუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლუშ ბელუ
Dom Filipe Ximenes Belo 2016.jpg
მშობ. სახელი Carlos Filipe Ximenes Belo
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1948
ვაილაკამა, აღმოსავლეთი ტიმორი
მოქალაქეობა აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
რელიგია კათოლიციზმი
ჯილდოები ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1996)

კარლუშ ფელიპე შიმენეშ ბელუ (პორტ. Carlos Filipe Ximenes Belo, დ. 3 თებერვალი 1948) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელმაც ჟოზე რამუშ-ორტასტან ერთად 1996 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „მისი ძალისხმევისათვის აღმოსავლეთ ტიმორის კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლუშ ბელუ დაიბადა აღმოსავლეთ ტიმორის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ვაილაკამაში, სკოლის მასწავლებლის ოჯახში. დაბადებიდან ორ წელიწდში მამამისი დაიღუპა. იგი სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში, ხოლო 1968 წელს დაასრულა მცირე სემინარია, რომელიც დედაქალაქ დილისთან ახლოს მდებარეობდა. 1969-1981 წლებში კარლუშ ბელუ იმყოფებოდა პორტუგალიასა და რომში. იქ მან ისწავლა ფილოსოფია და თეოლოგია. 1980 წელს ხელი დაასხეს მღვდლად.

სამშვიდობო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს კარლუშ ბელუ დაბრუნდა აღმოსავლეთ ტიმორში. 1983 წელს გახდა აღმოსავლეთ ტიმორის ეკლესიის მეთაური, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა რომის პაპს. ვატიკანმა ასევე დანიშნა ნუნციად ჯაკარტაში. 1988 წელს გახდა ეპისკოპოსი. 1989 წელს მან წერილობით მიმართა პორტუგალიის პრეზიდენტს, რომის პაპს და გაეროს გენერალურ მდივანს. ბელუ მათ თხოვდა გაეროს ეგიდით რეფერენდუმის გამართვას აღმოსავლეთ ტიმორის სტატუსის შესახებ. კარლუშ ბელუს ძალისხმევა მშვიდობიანი გზით ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რის გამოც 1996 წელს იგი (ჟოზე რამუშ-ორტასთან ერთად) მშვიდობის განმტიცების დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს.

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის 20 მაისს აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ინდონეზიისაგან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარლუშ ბელუ აღმოსავლეთ ტიმორის ეკლესიის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა, რომის პაპმა მისი გადადგომა 2002 წლის 26 ნოემბერს მიიღო.

გადადგომის შემდეგ იგი პორტუგალიაში გაემგზავრა სამკურნალოდ. 2004 წელს საზოგადოებამ მას არაერთხელ მოუწოდა ქვეყანაში დაბრუნებულიყო და გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ მაისში პორტუგალიის რადიოს ეთერში ბელუმ განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავებას. ივნისში ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა და ვატიკანმა მისიონერის რანგში მოზამბიკში გააგზავნა. 2004 წლიდან იგი მაპუტუში იმყოფება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Belo, Carlos Filipe Ximenes. “The Nobel Lecture,” given by The Nobel Peace Prize Laureate 1996, Carlos Filipe Ximenes Belo, Titular bishop of Lorium and Apostolic Administrator of Dili (East Timor): Oslo, 10 December 1996. ANS Mag: A Periodical for the Salesian Community, year 3, no. 25 (December 1996).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Nobel Peace Prize 1996 — Nobelprize.org