ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი (ინგლ. Tunisian National Dialogue Quartet, ფრანგ. Quartet du dialogue national) — ოთხი ორგანიზაციისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც 2011 წლის ჟასმინის რევოლუციის შემდგომ ტუნისში ასრულებდა ცენტრალურ როლს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში[1].

კვარტეტის შემადგენლობაში შედის:[2]:

  • ტუნისის შრომის საყოველთაო კონფედერაცია.
  • ტუნისის მრეწველობის, ვაჭრობისა და ხელოსნობის კონფედერაცია
  • ადამიანის უფლბათა დაცვის ტუნისის ლიგა
  • ტუნისის ადვოკატების ეროვნული ორდერი

2015 წელს ორგანიზაციას მიანიჭეს ნობელის პრემია[1]. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტუნისში ჟასმინის რევოლუციის შემდეგ დემოკრატიის ჩამოყალიბებაში[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]