დიმიტრი მურატოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი მურატოვი

მურატოვი 2018 წელს.
დაიბადადიმიტრი ანდრეევიჩ მურატოვი
29 ოქტომბერი, 1961 (1961-10-29) (62 წლის)
კუიბიშევი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
ეროვნებარუსი
განათლებასამარას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამქირავებელი„ნოვაია გაზეთა“
საქმიანობა ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
რედაქტორი
წლები1987–დღემდე
პოლიტიკური პარტია„იაბლოკო“

დიმიტრი ანდრიას ძე მურატოვი (რუს. Дмитрий Андреевич Муратов; დ. 29 ოქტომბერი, 1961) — რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი. [1] 2021 წელს მარია რესასთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“.

მურატოვმა 1993 წელს რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად დააარსა პროდემოკრატიული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“. ის გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო 1995 წლიდან 2017 წლამდე, აღნიშნული თანამდებობა ხელმეორედ 2019 წელს დაიკავა. გაზეთი ცნობილია ისეთი სენსიტიური თემებით, როგორიცაა სამთავრობო კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. [2] როგორც მთავარმა რედაქტორმა, გამოაქვეყნა ანა პოლიტკოვსკაიას სტატიები, რომლებიც ამოწმებდნენ პუტინის ადმინისტრაციას. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად, მურატოვმა ხელი შეუწყო „ერთადერთ მართლაც კრიტიკული გაზეთის შექმნას, რომელსაც დღესდღეობით რუსეთში ეროვნული გავლენა აქვს“.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი მურატოვი დაიბადა 1961 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ კუიბიშევში (1991 წლიდან — სამარა). [3] [4] ხუთი წელი სწავლობდა კუიბიშევის (ახლანდელი სამარა) სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც დაინტერესდა ჟურნალისტიკით. კოლეჯში სწავლის დროს დაუკავშირდა ადგილობრივ გაზეთებს და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ჟურნალისტიკის სამყაროში. [5]

1983 წლიდან 1985 წლამდე, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა საბჭოთა არმიაში საკომუნიკაციო ტექნიკის უსაფრთხოების სპეციალისტად. [6] [7]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს მურატოვმა მუშაობა გაზეთ „ვოლჟსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტად დაიწყო. მან მის ზემდგომებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პირველი წლის ბოლოს მურატოვი დანიშნეს „კომსომოლსკაია პრავდას“ ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ კი ახალი ამბების სტატიების რედაქტორად დააწინაურეს. [8] მურატოვმა „კომსომოლსკაია პრავდა“ 1992 წელს დატოვა. [9]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Muratov after having received the Four Freedoms Award
დიმიტრი მურატოვი ოთხი თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

მურატოვს მრავალი ჯილდო მიუღია ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. მან ჟურნალისთა დაცვის კომიტეტისგან 2007 წელს მიიღო CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო, პრესის თავისუფლების დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის. [10] 2010 წლის 29 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ ჟურნალისტების თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის აღიარა. მას მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი; 2010 წლის მაისში გაემგზავრა ნიდერლანდებში, რათა მიეღო ოთხი თავისუფლების ჯილდო „ნოვაია გაზეტასთვის“. [11] 2016 წელს მურატოვმა მიიღო თავისუფლების ოქროს კალმის ჯილდო გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციისგან. [12]

მურატოვს მიენიჭა 2021 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ფილიპინელ მარია რესასთან ერთად, „გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“. [13] წევრია დემოკრატიული პოლიტიკური პარტიისა „იაბლოკო“.[14]. [15] მოსკოვის კრემლმა მურატოვს ნობელის პრემიის მოპოვება მიულოცა. [16] მურატოვმა განაცხადა, რომ პრიზს ალექსეი ნავალნის გადასცემდა, მისი არჩევანი რომ ყოფილიყო. [17]

გაზეთ „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მურატოვმა განაცხადა, რომ მისი ნობელის პრემია ეკუთვნის „ნოვაია გაზეტას“ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც მოკლეს გამოძიებების ჩატარების გამო. [18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Главным редактором 'Новой газеты' стал Сергей Кожеуров. Novaya Gazeta (17 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 17 November 2017
  2. Dmitry Muratov, Editor of Novaya Gazeta, Russia.
  3. Dmitry Muratov. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 8 October 2021
  4. Who is Nobel Peace Prize laureate Dmitry Muratov?. ციტირების თარიღი: 2021-10-11
  5. Дмитрий Муратов. ციტირების თარიღი: 9 October 2021
  6. Муратов, Дмитрий Главный редактор "Новой газеты".
  7. Novaya Gazeta editor-in-chief dmitry muratov. Dmitry Muratov: biography, journalistic activities.
  8. Dmitry Muratov: biografija, novinarske aktivnosti.
  9. Nobel peace prize: how Dmitry Muratov built Russia's 'bravest' newspaper, Novaya Gazeta. The Conversation. ციტირების თარიღი: 8 October 2021
  10. CPJ congratulates Maria Ressa and Dmitry Muratov for winning the 2021 Nobel Peace Prize.
  11. Yhe Franklin Delano Roosevelt Four Freedoms Awards 2020.[მკვდარი ბმული]
  12. Biography of 2016 Golden Pen of Freedom Laureate Dmitry Muratov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-08. ციტირების თარიღი: 2022-01-17.Lundstrom, Hedvig (3 June 2016). "Biography of 2016 Golden Pen of Freedom Laureate Dmitry Muratov" დაარქივებული 2021-10-08 საიტზე Wayback Machine. . World Association of Newspapers and News Publishers.
  13. The Nobel Peace Prize 2021."The Nobel Peace Prize 2021". NobelPrize.org.
  14. Russian Democratic Party Yabloko –.
  15. Nobel announcement draws mixed reactions from Russia, with frustration from Navalny supporters. By Valerie Hopkins, Oct. 8, 2021, New York Times
  16. Kremlin welcomes fact that editor who criticises it won Nobel peace prize.
  17. „Navalny Deserved Peace Prize, Russian Nobel Winner Says“. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 October 2021.
  18. ‘This prize belongs to my lost colleagues’ Novaya Gazeta editor-in-chief Dmitry Muratov on winning this year’s Nobel Peace Prize, interview of Muratov to Meduza