ჯონ ბოიდ ორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ ბოიდ ორი
ინგლ. John Boyd Orr, 1st Baron Boyd-Orr
John Boyd Orr nobel.jpg
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი 1880(1880-09-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Kilmaurs
გარდაცვალების თარიღი 25 ივნისი 1971(1971-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი Brechin
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
განათლება გლაზგოს უნივერსიტეტი და კილმარნოკის აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი[8] , მედიცინის დოქტორი[9] , Bachelor of Medicine, Bachelor of Surgery[10] , მეცნიერებათა დოქტორი[10] და მეცნიერების ბაკალავრი[10]
მამა Robert Clark Orr[4]
დედა Annie Morton Boyd[4]
მეუღლე/ები Elizabeth Pearson Callum[11]
შვილ(ებ)ი Elizabeth Joan Boyd-Orr[4] , Helen Anne Boyd-Orr[4] [11] , Donald Noel Boyd-Orr[4] და Serg. Donald Noel Boyd Orr[11]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[12] [13], სამხედრო ჯვარი, Distinguished Service Order, ბარონი, ღირსების კავალერის ორდენი და რაინდი-ბაკალავრი

ჯონ ბოიდ ორი, პირველი ბარონი ბოიდ-ორი. ( ინგლ. John Boyd Orr, დ. 23 სექტემბერი,1880 - გ. 25 ივნისი, 1971), სერ ჯონ ბოიდ ორი 1935 წლიდან 1949 წლამდე, იყო შოტლანდიელი პედაგოგი, ექიმი, ბიოლოგი, კვების ფიზიოლოგი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ფერმერი, რომელსაც მიენიჭა ნობელის პრემია მისი სამეცნიერო კვლევებისთვის კვების რაციონში და მისი მუშაობისთვის, როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) გენერალური დირექტორი.

ის იყო ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1960–1971). [14] [15] 1945 წელს აირჩიეს მშვიდობის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად და იყო მშვიდობის ორგანიზაციების მსოფლიო კავშირისა და ფედერალისტური მთავრობის მსოფლიო მოძრაობის პრეზიდენტი . [16]

ადრეული ცხოვრება და ოჯახური ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ბოიდ ორის დაბადების ადგილი: ჰოლანდ გრინი, ფენვიკის გზა, კილმაურსი.

ჯონ ბოიდ ორი დაიბადა კილმაურსში, კილმარნოკის მახლობლად, შოტლანდიაში, შვიდ შვილიან ოჯახში შუათანა შვილი. მამამისი, რობერტ კლარკ ორი, იყო კარიერის მფლობელი და ღრმა რელიგიური მრწამსის კაცი, შოტლანდიის თავისუფალი ეკლესიის წევრი . ჯონის დედა, ენი ბოიდი, კიდევ ერთი კარიერის მფლობელის, რობერტ ორზე უფრო მდიდარი, და მასონთა ლოჟის წევრის, ქალიშვილი იყო.

ჯონ ბოიდ ორს ადრეულ ასაკში ასწავლიდა ქვრივი ბებია, რომელიც მათ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. [17] ოჯახის სახლი მომარაგებული იყო წიგნებით, ხოლო მამამისი ხშირად კითხულობდა, როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ, სოციოლოგიურ და მეტაფიზიკურ საკითხებზე. ასაკის მატებასთან ერთად, ჯონი რეგულარულად განიხილავდა ამ თემებს მამასთან, ძმებთან და მეგობრებთან ერთად. ის, საღამოობით მონაწილეობდა ოჯახის რეგულარულ ჩვეულებებში. [17]

როდესაც ის ხუთი წლის იყო, ოჯახს პრობლემები შეექმნა, რობერტ ორის კუთვნილი გემის ზღვაში დაკარგვის გამო. ისინი იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ თავიანთი სახლი კილმაურსში და გადავიდნენ დასავლეთ კილბრიდში, სოფელ- ჩრდილოეთ აირშირის სანაპიროზე. ახალი სახლი და გარემო კილმაურსზე უკეთესი იყო, მიუხედავად ოჯახის შემცირებული შესაძლებლობებისა. მისი აღზრდის პერიოდის ძირითადი ნაწილი გაატარა დასავლეთ კილბრიდსა და მის შემოგარენში. ცამეტი წლის ასაკში ოთხთვიანი შესვენების გამოკლებით, იგი სწავლობდა სოფლის სკოლაში ცხრამეტ წლამდე, ბოლო ოთხი წელი კი, როგორც ,,მოსწავლე-მასწავლებლი''. რელიგია მაშინ დაწყებითი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შოტლანდიაში და სკოლამ მას ბიბლიის კარგი ცოდნა მისცა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. [17]

ცამეტი წლის ასაკში, ბოიდ ორმა მოიგო სტიპენდია კილმარნოკის აკადემიაში, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგან მაშინ ასეთი სტიპენდიები იშვიათი იყო. ახალი სკოლა მისი სახლიდან 32 კილომეტრით შორს მდებარეობდა, მაგრამ მამამისის კარიერი სამი კილომეტრის მანძილზე იყო, სადაც მოიწყო ჯონმა საცხოვრებელი პირობები. მისმა ოჯახმა აკადემიაში სწავლა შეაწყვეტინა, რადგან სკოლაში სწავლის ხარჯებს ვერ გასწვდნენ. იგი დროს კარიერის თანამშრომლებთან ატარებდა, რომლებმაც მას მანქანებთან მუშაობა ასწავლეს.[17] ოთხი თვის შემდეგ იგი დაბრუნდა დასავლეთ კილბრიდის სოფლის სკოლაში, სადაც სწავლა განაგრძო ხელმძღვანელის, ჯონ ლიონის, შთამაგონებელი მეთვალყურეობის ქვეშ. [17] იქ იგი გახდა მოსწავლე - მასწავლებელი £ 10 ხელფასით პირველი წლის განმავლობაში, ხოლო მეორე წელს £ 20. ეს განსაკუთრებით დატვირთული დრო იყო ახალგაზრდა ბოიდ ორისთვის, რადგან გარდა მასწავლებლის მოვალეობებისა, სახლში სწავლობდა საკითხებს უნივერსიტეტში შესასვლელად და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მას, ასევე, ყოველდღე უნდა ემუშავა მამის ბიზნესში. [17]

გლაზგოს უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსწავლე-მასწავლებელად მუშაობის ოთხი წლის შემდეგ, 19 წლის ასაკში მოიგო დედოფლის სტიპენდია გლაზგოს მასწავლებელთა საწვრთნელ კოლეჯში სასწავლებლად, ამასთანავე, ფულადი ჯილდო, რომელიც მისი ქირის გადასახადს დაფარავდა. კურსის გავლა მოითხოვდა კოლეჯში გაკვეთილებზე დასწრებას, გარდა ამისა, კლასიკაზე დაფუძნებულ, სამწლიან ხელოვნების კურსს უნივერსიტეტში.

პირველი შეტაკებები სიღარიბესთან და სწავლების კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლაზგოში სწავლის პერიოდში, დასვენების დღეებში ჯონ ორი ძირითადად ქალაქის იერსახეს ეცნობოდა. მისთვის შოკისმომგვრელი იყო იმის აღმოჩენა, რომ ქალაქის დიდი ნაწილი სიღარიბეს მოეცვა. რაქიტი ფართოდ იყო გავრცელებული ბავშვებში,საკვების სიმცირით გამოწვეული კვებითი აშლილობა აშკარა იყო მოზარდებში. 1902 წელს სამაგისტრო ხარისხის მიღების შემდეგ თავისი პირველი სამსახური დაიწყო გარეუბნის ღარიბთა დასახლების სკოლაში. მისი პირველი კლასი ძალზე გადატვირთული იყო, ბავშვები ცუდად გამოკვებილნი ან რეალურად მშიერნი, არასათანადოდ ჩაცმული და ფიზიკურად ავადმყოფური შესახედაობის იყვნენ. მან რამდენიმე დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რადგან გააცნობიერა, რომ ვერ შეძლებდა ბავშვების სწავლებას ასეთ მდგომარეობაში და ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი უბედურებისგან ეხსნა. [17]

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ მამის ბიზნესში, მან სამი წლის განმავლობაში ასწავლა სოლტკოტის სკოლაში, ასევე ღარიბი უბანი, მაგრამ გლაზგოს შემოგარენზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი. ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც, სწავლისა და სწავლების პროცესში შეითვისა ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა მისი მოგვიანო კარიერისთვის.

უნივერსიტეტში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ბოიდ ორი მიხვდა, რომ მისი გული მასწავლებლობას არ ეკუთვნოდა და დედოფლის სტიპენდიის პირობებში სწავლების ვალდებულებების შესრულების შემდეგ, იგი უნივერსიტეტში დაბრუნდა ბიოლოგიის შესასწავლად, საგანი, რომელიც ბავშვობიდანვე აინტერესებდა. ამავდროულად განაგრძო სწავლა სამედიცინო ხარისხის მისაღებად .

მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1910 წელს და მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი 1912 წელს, 32 წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ, 1914 წელს, მიიღო დოქტორის ხარისხი მედიცინაში.

მკვლევარის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ მან დაიკავა გემის ქირურგის პოზიცია, შოტლანდიასა და დასავლეთ აფრიკას შორის სავაჭროდ მომუშავე გემზე, მან ეს სამსახური აირჩია, რადგან ეს იყო ბანკის სტუდენტური სესხის ყველაზე სწრაფად დაფარვის შესაძლებლობა. მან თანამდებობა დატოვა ოთხი თვის შემდეგ, როდესაც დავალიანება დაფარა. შემდეგ სცადა ზოგადი პრაქტიკა. გააცნობიერა, რომ სამედიცინო კარიერა მისთვის არ იყო განკუთვნილი, სანაცვლოდ მიიღო კარნეგის ორწლიანი სტიპენდიის შეთავაზება, ემუშავა ედვარდ კათკარტის ლაბორატორიაში.

როუეტის კვლევითი ინსტიტუტის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის 1 აპრილს, ბოიდ ორმა აიღო აბერდინში ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტი, რომელიც წარმოადგენდა, ჩრდილოეთ შოტლანდიის სოფლის მეურნეობის კოლეჯისა და აბერდინის უნივერსიტეტის ცხოველთა კვების კვლევის ერთობლივი კომიტეტის პროექტს. მას შესთავაზეს თანამდებობა ედვარდ კათკარტის რეკომენდაციით, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება ლონდონში, ფიზიოლოგიის კათედრის სასარგებლოდ.

საომარი სამსახური (1914–1918)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მიეცა შვებულება, რათა შეერთებოდა ბრიტანეთის არმიას და მის ყოფილ კოლეგას კათკარტს სთხოვა დახმარებოდა საზღვარგარეთ, ქვეითთა ნაწილში, სამედიცინო კომისიის შემადგენლობაში ადგილის მოპოვებაში. კათკარტი ფიქრობდა, რომ ის შინ უფრო სასარგებლო იქნებოდა, ამიტომ მისი პირველი კომისია იყო სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსის (RAMC) სპეციალურ სამოქალაქო განყოფილებაში, რომელიც სანიტარული მდგომარეობით იყო დაკავებული.

18 თვის შემდეგ იგი დაინიშნა, როგორც სამედიცინო ოფიცერი ქვეითთა განყოფილებაში, შერვუდ ფორესტერის პირველ ბატალიონში. მან თავისი დროის უმეტესი ნაწილი სანგარში გაატარა, უმკურნალა მრავალ დაჭრილს. მისი გამბედაობა და მოვალეობის შესრულებისადმი ერთგულება, სომის ბრძოლის შემდეგ სამხედრო ჯვრით დაჯილდოებით და პაშენდეილის ბრძოლის შემდეგ ღირსეული სამსახურის ორდენით, დაუფასდა. [17]

წუხდა, რომ კარგავდა შეხებას სამედიცინო და კვების მიღწევებთან, მან ითხოვა საზღვაო ძალაში გადაყვანა, სადაც ფიქრობდა, რომ მეტი დრო ექნებოდა კითხვისა და კვლევისთვის. არმიას არ სურდა მისი გაშვება, მაგრამ დათანხმდნენ, რადგან ის ჯერ კიდევ სამოქალაქო ქირურგი იყო. მან გაატარა სამი, დატვირთული თვე საზღვაო საავადმყოფოში. გემზე მისი სამედიცინო მოვალეობები შედარებით მარტივი იყო, რამაც კითხვის საშუალება მისცა. იგი მოგვიანებით გამოიძახეს ჯარის კვებითი მოთხოვნების შესასწავლად.

როუეტის კვლევითი ინსტიტუტის ომის შემდგომი გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ბოიდ ორი, 1950 წლის დასაწყისში, დაბრუნდა აბერდინში,მისი გეგმა ინსტიტუტის გაფართოების შესახებ ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. გრანტი, ინსტიტუტის წლიური საჭიროებებისთვის უნდა დაემტკიცებინა კემბრიჯის სოფლის მეურნეობის პროფესორ ტომას ბარლოუ ვუდს. მიუხედავად ამ უკანასკნელის მხარდაჭერის მოპოვებისა, მისი გაფართოების გეგმები თავიდანვე უარყვეს, თუმცა მან შეძლო წლიური გრანტის 4000 £-მდე გაზრდა. 1920 წელს მან გაიცნო ჯონ როუეტი, ბიზნესმენი, რომელსაც, როგორც ჩანს, სინდისის ქენჯნა აწუხებდა [17] ომის პერიოდში დიდი მოგების ნახვის გამო. ცოტა ხნის შემდეგ, მთავრობა დათანხმდა, რომ დაეფინანსებინა ბოიდ ორის გეგმის ღირებულების ნახევარი, იმ პირობით, თუ ჯონი შეძლებდა მეორე ნახევრის სხვა გზით შევსებას. როუეტი დათანხმდა, რომ უზრუნველეყო პირველი წლისთვის £10,000 , მეორე წლისთვისაც £10,000 და მეურნეობის შესაძენად დამატებით £2,000 მისცა. 1922 წლის სექტემბრისთვის შენობები თითქმის დასრულებული იყო, ხოლო სახელად როუეტის კვლევის ინსტიტუტი უწოდეს და მალევე გაიხსნა დედოფალი მარია ტეკელის მიერ . [17]

ბოიდ ორმა დაამტკიცა, რომ ეფექტურად შეეძლო, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო რესურსებით ფონდის გაზრდა. [18] გააფართოვა ექსპერიმენტული მეურნეობა დაახლოებით 4კმ2 -ით, შეძლო კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკის აგება და შენობების გაფართოება.

1920-იანი წლების განმავლობაში, მისი კვლევა დაეთმო ძირითადად ცხოველების კვებას, თუმცა, შემდგომ ყურადღება გაამახვილა ადამიანთა კვებაზე, როგორც მკვლევარმა, აქტიურმა ლობისტმა და პროპაგანდისტმა, დიეტების გაუმჯობესების მიზნით. 1936 წელს ჩატარებულმა მოხსენებამ "საკვები, ჯანმრთელობა და შემოსავალი" აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მინიმუმ ერთი მესამედი იმდენად ღარიბი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ საკმარისი საკვების ყიდვა ჯანსაღი დიეტის უზრუნველსაყოფად და გამოავლინა, რომ არსებობს კავშირი დაბალშემოსავლიანობას, არაჯანსაღ კვებასა და სკოლებში წარუმატებლობას შორის. [19]

1929 წლიდან 1944 წლამდე ბოიდ ორი იყო ცხოველთა კვების საიმპერატორო ბიუროს კონსულტანტ-დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო ჩერჩილის სასურსათო პოლიტიკის სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ხელი შეუწყო საკვების რაციონის ფორმირებას. [19]

საერთაშორისო და პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის ოქტომბერში, ბოიდ ორი აირჩიეს გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორად, დამოუკიდებელ, პროგრესულ კანდიდატად წარდგენილი. იგი აირჩიეს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრად (დეპუტატი) შოტლანდიის გაერთიანებული უნივერსიტეტებისთვის შუალედურ არჩევნებში, 1945 წლის აპრილში, [20] და მან მალევე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ზოგად არჩევნებში . იგი გადადგა 1946 წელს. [21]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბოიდ ორი გადადგა როუეტის ინსტიტუტიდან და რამდენიმე თანამდებობა დაიკავა, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ახალი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობა. [22] [23] მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოფნა ამ თანამდებობაზე ხანმოკლე იყო (1945–1948), იგი მუშაობდა არა მხოლოდ, უშუალოდ, ომის შემდგომი საკვების უკმარისობის შესამსუბუქებლად, სასწრაფო საერთაშორისო საკვების კომიტეტის (IEFC) მეშვეობით, არამედ სთავაზობდა საკვების წარმოების გაუმჯობესების და სამართლიანი განაწილების ყოვლისმომცველ გეგმებს - სურსათის მსოფლიო საბჭოს შექმნის გზით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ ვერ მიაღწია ბრიტანეთისა და აშშ-ს მხარდაჭერას, ბოიდ ორმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა გაეროს ახალ სპეციალიზებულ სააგენტოს. [24] [25]

შემდეგ იგი გადადგა FAO– დან და რამდენიმე კომპანიის დირექტორი გახდა. როდესაც ბოიდ ორმა, 1949 წელს მიიღო ნობელის პრემია, მთელი ფინანსური ჯილდო მიუძღვნა მსოფლიო სამშვიდობო ორგანიზაციებს. იგი ამაღლდა წოდებით 1949 წელს და გახდა ბარონ ბოიდ-ორი. [17]

1960 წელს ბოიდ ორი აირჩიეს ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის პირველ პრეზიდენტად, რომელიც ჩამოაყალიბეს იმ დროის გამოჩენილმა მეცნიერებმა და ეხმიანებოდნენ სამეცნიერო აღმოჩენების, განსაკუთრებით, ბირთვული იარაღის შესაძლო ბოროტად გამოყენებას.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს, ბოიდ ორი დაქორწინდა ელიზაბეტ პირსონ კალუმზე, რომელსაც იგი თინეიჯერობისას შეხვდა, დასავლეთ კილბრიდში . [17] [26] მათ შეეძინათ სამი შვილი: ელიზაბეტ ჯოანი (დაიბადა 1916), ჰელენ ენი (დაიბადა 1919 წელს) და დონალდ ნოელი (1921–1942). [17] მისი ვაჟი მოკლეს აქტიური საბრძოლო შეტაკებისას მეორე მსოფლიო ომის დროს. [15]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოიდ ორი გარდაიცვალა 1971 წლის 25 ივნისს შოტლანდიაში, ბრიჰინში, 90 წლის ასაკში. [15]

გლაზგოს უნივერსიტეტს აქვს ბოიდ ორის სახელობის შენობა და მოსახლეობისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობის ცენტრი [27] რომელსაც, ასევე, მისი სახელი ეწოდა. უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება მისი ნობელის მედალი. მის მშობლიურ ქალაქ კილმაურსში ქუჩას უწოდეს ბოიდ ორის სახელი. მისი სახელობის ქუჩები არსებობს, ასევე ბრიჰინში, ანგუსში, პენიკუიკში, მიდლოთიანში, აბერდინში და სოლტკოტში.  

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boyd Orr, John (1905). Scotch Church Crisis: The Full Story of the Modern Phase of the Presbyterian Struggle. Glasgow: John M'Neilage. 
  • Boyd Orr, John (1929). Minerals in Pastures and Their Relation to Animal Nutrition. London: Lewis. 
  • Boyd Orr, John (1934). The National Food Supply and Its Influence on Public Health. London: King. 
  • Boyd Orr, John (1936). Food, Health and Income. London: Macmillan. 
  • Boyd Orr, John (1937). Nutritional Science and State Planning. in (Orr)
  • Boyd Orr, John (1940). Nutrition in war. London: Fabian Society. 
  • Boyd Orr, John (1942). Fighting for What?. London: Macmillan. 
  • Boyd Orr, John (1943). Food and the People. London: Pilot Press. 
  • Boyd Orr, John (1945). Welfare and Peace. London: National Peace Council. 
  • Boyd Orr, John (1946). A Charter for Health. London: Allen & Unwin. 
  • Boyd Orr, John (1948). Food: The Foundation of World Unity. London: National Peace Council. 
  • Boyd Orr, John (1950). International Liaison Committee of Organisations for Peace: A New Strategy of Peace. London: National Peace Council. 
  • Boyd Orr, John (1957). Feast and famine: The wonderful world of food. London: Rathbone Books. 
  • Boyd Orr, John (1958). The Wonderful World of Food: The Substance of Life. Garden City, NY: Garden City Books. 
  • Boyd Orr, John (1966). As I recall: the 1880s to the 1960s. London: MacGibbon & Kee. 
სხვა ავტორებთან
  • Boyd Orr, John; Lubbock, David (1940). Feeding the people in war time. London: Macmillan.CS1 maint: ref=harv (link)
  • Boyd Orr, John; Lubbock, David (1964) [First published 1953]. The White Man's Dilemma: Food and the Future (2nd ed.). London: Allen & Unwin.CS1 maint: ref=harv (link)
  • Boyd Orr, John; Beck, Robert Nelson (1970). Ethical Choice. London: Free Press. ISBN 978-0-02-902070-8.CS1 maint: ref=harv (link)

შემდგომი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • National Library of Scotland, correspondence and papers
  • The National Archives Public Record Office (TNA: PRO), reports on Germany, MH79/358
  • National Archives of Scotland, correspence with Lord Lothian
  • Rowett Research Institute, Aberdeenshire, corresp. and papers relating to Rowett Research Institute
  • Lida Moser, photograph, 1949, National Portrait Gallery (NPG) [see illus.]
  • B. Schotz, bronze head, 1950, Hunterian Museum and Art Gallery, Glasgow
  • W. Stoneman, bromide print, 1953, NPG
  • Elliott & Fry, photograph, NPG
  • Elliott & Fry, vintage print, 1942, NPG
  • photograph, repro. in Kay, Memoirs FRS
  • Hansard 1803–2005: contributions in Parliament by John Boyd Orr

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #126866538 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 Munzinger-Archiv — 1913.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  8. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768. — ტ. 22.
  9. John Boyd Orr Baron Boyd Orr of Brechin
  10. 10.0 10.1 10.2 http://www.universitystory.gla.ac.uk/biography/?id=WH0160&type=P
  11. 11.0 11.1 11.2 Kindred Britain
  12. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1949/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  14. Cuthbertson 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 ODNB 2004.
  16. Jahn 1949.
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 17.11 17.12 Kay 1972.
  18. Smith 1998.
  19. 19.0 19.1 UoG.
  20. The Glasgow Herald 14 Apr 1945.
  21. The Glasgow Herald 4 Oct 1946.
  22. The Glasgow Herald 28 Oct 1945.
  23. The Glasgow Herald 1 Dec 1945.
  24. Staples 2006.
  25. Staples 2003.
  26. Boyd Orr 1966.
  27. Boyd Orr Centre.