ლეიმა გბოვი
ლეიმა გბოვი | |
---|---|
დაიბადა | 1972 მონროვია, ლიბერია |
ეროვნება | ![]() |
ჯილდოები | ![]() |
საქმიანობა | ქალთა მოძრაობის აქტივისტი |
ლეიმა გბოვი (დ. 1972, მონროვია) — მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობის აქტივისტი, 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში თანამემამულე, ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონ-სირლიფთან და იემენელ ტავაკულ კარმანისთან ერთად. ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“. [1]
დაიბადა 1972 წელს ცენტრალურ ლიბერიაში. 17 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ლიბერიის პირველი სამოქალაქო ომი გადასახლდა მონროვიაში. სამოქალაქო ომის პერიოდში სწავლობდა ფსიქოლოგიასა და მუშაობდა საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ბავშვებთან.
2002 წელს ლეიმამ ორგანიზება გაუკეთა მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობას.
2011 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის განმტკიცების დარგში[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- WIPSEN-Africa
- WIPNET დაარქივებული 2013-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Leymah Gbowee
- radiotavisupleba.ge - მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამ ქალს მიანიჭეს
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|