ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეიქმნა 29 აპრილი, 1997 და 1997[1]
ტიპი intergovernmental organization
ქვეყანა ნიდერლანდები
https://www.opcw.org/

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია — მთავრობათშორისი ორგანიზაცია და ქიმიური იარაღის კონვენციის განმახორციელებელი ორგანო, რომელმაც მუშაობა დაიწყო 1997 წლის 29 აპრილს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში 193 წევრი ქვეყანაა, სათავო ოფისი მდებარეობს ჰააგაში, ჰოლანდიაში და აკონტროლებს ქიმიური იარაღის განადგურების მუდმივ და დამოწმებულ გლობალურ ძალისხმევას.

ორგანიზაცია ხელს უწყობს და ამოწმებს ქიმიური იარაღის კონვენციის დაცვას, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას და მოითხოვს მათ განადგურებას. შემოწმება მოიცავს როგორც წევრი სახელმწიფოების მიერ დეკლარაციების შეფასებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას.

ორგანიზაციას მიენიჭა 2013 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „ქიმიური იარაღის აღმოსაფხვრელად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის“.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მეოთხე სპეციალური სესია (2018)

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და მისი ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურის საქმიანობა აღწერილია ქიმიური იარაღის კონვენციაში (რომლის წევრებიც არიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები. ძირითადი ორგანოა მონაწილე სახელმწიფოების კონფერენცია (CSP), რომლის მოწვევაც ჩვეულებრივ ხდება ყოველწლიურად, და რომელშიც ყველა ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ხმის მიცემის თანაბარი უფლებებით. ზოგადად, კონფერენციაზე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მიერ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ნიდერლანდების ელჩიც. კონფერენცია წყვეტს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან თემას (მაგალითად, შურისგების ზომების მიღებას) და კონვენციასთან დაკავშირებულ საკითხებს (სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება, წევრების მიმართ საპასუხო ზომების დაწესება). [2]

აღმასრულებელი საბჭო (EC) ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა და შედგება 41 სახელმწიფოსგან, რომლებსაც კონფერენცია ნიშნავს ორწლიანი ვადით. საბჭო ზედამხედველობს ბიუჯეტს და თანამშრომლობს გენერალურ სამდივნოსთან კონვენციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. [3]

ტექნიკური სამდივნო (TS) ითავსებს უმეტესად საბჭოს მიერ დაკისრებულ საქმიანობას და არის ორგანო, სადაც ორგანიზაციის თანამშრომელთა უმეტესობა მუშაობს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ინსპექტირებისა და შემოწმების განყოფილებების ზედამხედველობის ქვეშ.

ყველა მონაწილე სახელმწიფოს შეაქვს წვლილი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ბიუჯეტში. [4] 2019 წლის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ბიუჯეტი 69,689,837 ევროა [5]

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური იარაღის კონვენციის ყველა 193 მხარე ავტომატურად არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრი. [6] სხვა სახელმწიფოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაწევრიანდნენ გაეროს წევრი სახელმწიფოებიდან არიან - ისრაელი, რომელიც ხელმომწერი სახელმწიფოა, თუმცა არ მოახდინა ქიმიური იარაღის კონვენციის რატიფიცირება და ეგვიპტე, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთი სუდანი, რომლებმაც არც ხელი მოაწერეს და არც მიერთებულან ქიმიური იარაღის კონვენციას. [7] პალესტინა იყო ბოლო სახელმწიფო, რომელმაც წარუდგინა ხელშეკრულებას მისი შეერთების ინსტრუმენტი. [8]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდო არასი, OPCW- ს გენერალური დირექტორი

ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, ესპანეთის ელჩი, ფერნანდო არიასი. [9]

გენერალური დირექტორი უშუალოდ ინიშნება კონფერენციის მიერ მაქსიმუმ ორჯერ ოთხწლიანი ვადით. [10] გენერალური დირექტორების მიმოხილვა მოცემულია ქვემოთ.

ქვეყანა სახელი ვადის დასაწყისი
დროშა: ბრაზილია ბრაზილია ხოსე ბუსტანი 1997 წლის 13 მაისი [11]
დროშა: არგენტინა არგენტინა როგელიო პფიტერი 2002 წლის 25 ივლისი [12]
დროშა: თურქეთი თურქეთი აჰმტ ოზმანჩი 2010 წლის 25 ივლისი [13]
დროშა: ესპანეთი ესპანეთი ფერნანდო არია (მიმდინარე) 2018 წლის 25 ივლისი [14]

2013 წლის ნობელის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

11 ოქტომბერს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიენიჭა ნობელის პრემია „ქიმიური იარაღის განადგურებაში გაწეული ძალისხმევისთვის“. [15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ROR Data — v1.19 — 2023. — doi:10.5281/ZENODO.7644942
  2. Organization for the Prohibition of Chemical Weapons (OPCW). Nuclear Threat Initiative. ციტირების თარიღი: 11 October 2013.
  3. Organization for the Prohibition of Chemical Weapons (OPCW). Nuclear Threat Initiative. ციტირების თარიღი: 11 October 2013.
  4. Nuclear Threat Initiative - NTI. ციტირების თარიღი: 14 January 2017.
  5. OPCW by the Numbers. ციტირების თარიღი: 2019-01-31.
  6. OPCW Member States. Opcw.org. ციტირების თარიღი: 2013-10-11.
  7. Non-Member States. Opcw.org. ციტირების თარიღი: 2013-10-11.
  8. Convention on the Prohibition of the Development, Production, Stockpiling and Use of Chemical Weapons and on their Destruction. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 15 May 2015.
  9. Director-General en. ციტირების თარიღი: 2018-07-30
  10. Technical Secretariat of the Organisation for the Prohibition of Chemical Weapons (OPCW). ციტირების თარიღი: 14 January 2017.
  11. „Bustani v. Organization for the Prohibition of Chemical Weapons“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  12. Speech of Dr. Rogelio Pfirter, Director-General of the OPCW 16 September 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  13. Organization for the Prohibition of Chemical Weapons (OPCW). ციტირების თარიღი: 11 October 2013.
  14. Ambassador Fernando Arias of Spain Appointed Next OPCW Director-General. ციტირების თარიღი: 2018-02-08.
  15. „Syria chemical weapons monitors win Nobel Peace Prize“.