შინაარსზე გადასვლა

ლეონ ბურჟუა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონ ბურჟუა

დაბადების თარიღი 29 მაისი, 1851(1851-05-29)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი former 9th arrondissement of Paris
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1925(1925-09-29)[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი Épernay
მოქალაქეობა საფრანგეთი
განათლება პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[10] [11] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი

ლეონ ვიქტორ აუგუსტ ბურჟუა ( დ. 21 მაისი, 1851  – გ. 29 სექტემბერი, 1925) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე. მისმა იდეებმა გავლენა მოახდინა რადიკალურ პარტიაზე საკითხების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. მან ხელი შეუწყო პროგრესულ დაბეგვრას, კერძოდ, პროგრესულ საშემოსავლო გადასახადსა და სოციალური დაზღვევის სქემების ამუშავებას. [12] ეკონომიკურ თანასწორობასთან ერთად გააფართოვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები და თანამშრომლობითი სოლიდარობა. საგარეო პოლიტიკაში მან მოუწოდა ძლიერ ერთა ლიგას მშვიდობის შენარჩუნებისაკენ სავალდებულო საარბიტრაჟო გზით, კონტროლირებადი განიარაღებით, ეკონომიკური სანქციებით და სავარაუდოდ, საერთაშორისო სამხედრო ძალით.

ბურჟუა დაიბადა პარიზში 1851 წელს. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო სამართალმცოდნეობაში. საზოგადოებრივი სამუშაოების განყოფილების დაქვემდებარებულ ოფისში (1876) მუშაობის შემდეგ, იგი გახდა ტარნის დეპარტამენტის (1882) და ზემო გარონას პრეფექტი (1885) , შემდეგ კი პარიზში დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის დასაწყებად. იგი პოლიციის პრეფექტი გახდა კრიტიკულ მომენტში ჯულ გრევის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ 1887 წლის ნოემბერში. მომდევნო წელს შევიდა პალატაში, რადგან აირჩიეს მარნას დეპუტატად , ჯორჯ ბულანჟის წინააღმდეგ, და შეუერთდა რადიკალ მემარცხენეებს. იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის რწმუნებული 1888 წელს ჩარლზ ფლოტის მინისტრობის დროს, რომელმაც თანამდებობა დატოვა 1889 წელს, რის შემდეგაც დაბრუნდა რეიმსის პალატაში. პიერ ტიარდის მინისტრობისას წარმატებას მიაღწია და გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. 1890 წელს საზოგადოებრივი ინსტრუქციის მინისტრის, ჩარლზ ლუი დე საულესს დე ფრეიკინეტის კაბინეტში მუშაობისას მან მიიღო კვალიფიკაცია საგანმანათლებლო საკითხებში და რამდენიმე რეფორმა განახორციელა საშუალო განათლების მიმართულებით. ბურჟუა იყო ებრაელი. [13]

მან შეინარჩუნა თავისი თანამდებობა ემილ ლუბეტის კაბინეტში 1892 წელს და იყო იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე რიბოტის დაქვემდებარებაში, როდესაც პანამის სკანდალები კაბინეტის მთავარ სირთულეს წარმოადგენდა. ის ენერგიული ზეწოლით გაუმკლავდა პანამის სასამართლო დევნას. იმდენად აქტიური იყო მისი ზეწოლა, რომ მას ბრალად ედებოდა ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლეზე არამიზანმიმართული ზეწოლა, რათა უზრუნველყო მტკიცებულება. ბრალდების დასაკმაყოფილებლად, მან თანამდებობა დატოვა 1893 წლის მარტში, მაგრამ კვლავ დაიბრუნა პოზიცია და პენსიაზე გავიდა მხოლოდ ფრეისინეტის მინისტრობის დროს.

1895 წლის ნოემბერში მან ჩამოაყალიბა საკუთარი კაბინეტი, განსაკუთრებით რადიკალური, რომელმაც კრახი განიცადა საკონსტიტუციო კრიზისის შემდეგ, რომელიც გამოიწვია სენატის მუდმივმა უარმა ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ის იყო გამოჩენილი ფრანკმასონი [14] [15] და მისი კაბინეტის რვა წევრიც, ასევე, იყო ფრანკმასონი. [16]

ბურჟუას მიერ მართულ სამინისტროში თვლიდნენ, რომ ხალხის მხარდაჭერა მათ საშუალებას მისცემდა გადაელახათ ზედა პალატის წინააღმდეგობა. თუმცა, საზოგადოება გულგრილი აღმოჩნდა და სენატმა გაიმარჯვა. დარტყმამ დააზიანა ბურჟუას კარიერა, როგორც სახელმწიფო მოღვაწის. 1898 წელს მან ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო კურსები მოზრდილებისათვის. ხანმოკლე მინისტრობის შემდეგ, ჰააგის მშვიდობის კონვენციაზე ღირსეულად და ეფექტიანად წარმოაჩინა თავისი ქვეყანა, ხოლო 1903 წელს დაინიშნა მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრად.

მან გარკვეულწილად აირიდა სამინისტროების პოლიტიკური ბრძოლები. 1902 და 1903 წლებში აირჩიეს პალატის პრეზიდენტად. 1905 წელს მან შეცვალა საჰერცოგი დოდიფრეტ-პასკიერი. იმ დროისათვის ბუჟუა მარნას განყოფილების სენატორის პოზიციას იკავებდა. ხოლო 1906 წლის მაისში, იგი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. ის იყო პასუხისმგებელი ალხესირასში გამართული ფრანგული დიპლომატიის კონფერენციის მიმართულების შემუშავებაზე. იგი იყო დელეგატი 1883 და 1907 წლებში ჩატარებულ ჰააგის ორივე კონფერენციაზე. ბურჟუა ასევე პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დელეგატი გახდა და მტკიცედ დაუჭირა მხარი იაპონიის თანასწორობის წინადადებას, როგორც „სამართლიანობის უდავო პრინციპს“. [17]

პირველი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იგი გახდა ერთა ლიგის საბჭოს პრეზიდენტი და მოიპოვა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მისი მუშაობისთვის 1920 წელს.

სოციალ - რესპუბლიკელი ბურჟუა ეძებდა შუალედს სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის, რომელსაც მან „სოლიდარობა“ უწოდა. იგი თვლიდა, რომ მდიდრებს აქვთ სოციალური დავალიანება გაჭირვებულთა მიმართ, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ საშემოსავლო გადასახადით, რითაც სახელმწიფოსთვის საჭირო რესურსები მიეცემოდა, რათა განეხორციელებინა სოციალური ზომები სიღარიბეში მცხოვრებ პირთათვის. თუმცა, სენატი ეწინააღმდეგებოდა მის წინადადებას, ხოლო ოპოზიცია თანდათან ძლიერდებოდა, რის შედეგადაც ბურჟუამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა .

ბურჟუას სამინისტრო, 1895 წლის 1 ნოემბერი - 1896 წლის 29 აპრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლეონ ბურჟუა - საბჭოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი
  • მარსელინ ბერტელოტი - საგარეო საქმეთა მინისტრი
  • გოდეფრი კავაინიაკი - ომის მინისტრი
  • პოლ დუმერი - ფინანსთა მინისტრი
  • ლუი რიკარდი - იუსტიციის მინისტრი
  • ედუარდ ლოკროი - საზღვაო მინისტრი
  • ილემილ კომბე - საზოგადოებრივი სწავლების მინისტრი, სახვითი ხელოვნება და თაყვანისცემა
  • ალბერტ ვიგერი - სოფლის მეურნეობის მინისტრი
  • პიერ-პოლ გიუეისე - კოლონიების მინისტრი
  • ედმონდ გეიოტდესანიე - საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრი
  • გუსტავ მესურური - ვაჭრობის, ინდუსტრიის, ფოსტის და ტელეგრაფების მინისტრი
  • 1896 წლის 28 მარტი - ბურჟუას შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებს ბერტელოტი. ბურჟუას შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ფერდინანდ სარიენი.

საფრანგეთის ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურჟუა პარიზის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის საზოგადოების მეგობრობის ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი პირველი პრეზიდენტი იყო 1907 წლიდან 1922 წლამდე. [18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 senat.fr
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Sycomore / Assemblée nationale
  4. Léonore databaseministère de la Culture.
  5. Encyclopædia Britannica
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. The Nobel Peace Prize 1920Nobel Foundation.
  11. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  12. J. E. S. Hayward, "The Official Philosophy of the French Third Republic: Leon Bourgeois and Solidarism," International Review of Social History, (1961) 6#1 pp 19-48
  13. 1920 – Leon Victor Auguste Bourgeois (1851-1925), French lawyer and politician, the "spiritual father" of the League of Nations and president of the Council of the League. | Nobel Peace Summit.
  14. Edward A. Tiryakian (2009). For Durkheim: Essays in Historical and Cultural Sociology. Ashgate, გვ. 93. ISBN 9780754671558. 
  15. He was initiated at "La Sincerité", lodge of Grand Orient de France (Paul Guillaume, « La Franc-maçonnerie à Reims (1740-2000) », 2001, p. 333)
  16. Jean-Marie Mayeur (1988). The Third Republic from Its Origins to the Great War, 1871-1914. Cambridge U.P., გვ. 164. ISBN 9780521358576. 
  17. Conférence de paix de Paris, 1919–1920, Recueil des actes de la Conférence, "Secret," Partie 4, pp. 175–176. as cited in Paul Gordon Lauren (1988), Power And Prejudice: The Politics And Diplomacy Of Racial Discrimination Westview Press ISBN 0-8133-0678-7 p.92
  18. Yves Laissus, "Cent ans d'histoire", 1907-2007 - Les Amis du Muséum, centennial special, September 2007, supplement to the quarterly publication Les Amis du Muséum national d'histoire naturelle, n° 230, June 2007, ISSN 1161-9104 .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონ_ბურჟუა“-დან