შინაარსზე გადასვლა

ბენჯამინ ჰარისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენჯამინ ჰარისონი
Benjamin Harrison
ბენჯამინ ჰარისონი Benjamin Harrison
აშშ-ის 23-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1889 – 4 მარტი, 1893
ვიცე-პრეზიდენტი  ლევი მორტონი
წინამორბედიგროვერ კლივლენდი
მემკვიდრეგროვერ კლივლენდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1881 – 3 მარტი, 1887

დაბადებული20 აგვისტო, 1833
ნორთ-ბენდი, ოჰაიო
გარდაცვლილი13 მარტი, 1901
ინდიანაპოლისი, ინდიანა
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლე1. კაროლინა ჰარისონი
2. მერი დიმიკ ჰარისონი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ბენჯამინ ჰარისონი (ინგლ. Benjamin Harrison; დ. 20 აგვისტო, 1833 — გ.13 მარტი, 1901) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.

ბენჯამინ ჰარისონი დაიბადა ოჰაიოს მდინარის მახლობელ ფერმაში, ცინცინატის სამხრეთით. ის იყო უილიამ ჰენრი ჰარისონის შვილიშვილი. დაამთავრა ოჰაიოში არსებული მაიამის უნივერსიტეტი და ცინცინატში სამართალს ასწავლიდა. მოგვიანებით ინდიანაპოლისში გადავიდა, სადაც სამართლის პრაქტიკა გაიარა და რესპუბლიკური პარტიის კამპანიაში მონაწილეობა მიიღო. 1853 წელს კაროლინ ლავინია სკოტზე იქორწინა. ჰარისონი მონაწილეობდა 1861-1865 სამოქალაქო ომში. 1865 ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს. ომის შემდეგ, 70–ე მოხალისეთა ქვეითი ჯარის პოლკოვნიკი ინდიანაპოლისის საყრდენი გახდა, მის რეპუტაციას კი ბრწყინვალე იურისტის სახელი კიდევ უფრო ამყარებდა. 1880 წელს აშშ–ის სენატში მსახურობდა, სადაც ინდიელების, ახალმოსახლეების და სამოქალაქო ომის ვეტერანებისთვის უფლებებისთვის იბრძოდა. 1881-1887 აშშ-ის სენატორი იყო რესპუბლიკური პარტიიდან. გამოდიოდა ლოზუნგით „ამერიკა ამერიკელებისათვის“. შემდეგ ლექციებს კითხულობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვეყნებდა ნაშრომებს.

1888 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰარისონმა სახალხო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ გროვერ კლივლენდზე 90,596–ით ნაკლები ხმა მიიღო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის არჩევნებში 233 ხმა მიიღო 168–ის წინააღმდეგ. ის გახდა აშშ-ის 23-ე პრეზიდენტი 1889-1893 წლებში. იცავდა სამრეწველო-ფინანსურ ოლიგარქიის ინტერესებს. ჰარისონი ამაყობდა იმ დინამიკური საგარეო პოლიტიკით, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა. 1889 წელს პირველი პან ამერიკული კონგრესი ვაშინგტონში შეიკრიბა, შეხვედრაზე ჩამოყალიბდა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოგვიანებით პან ამერიკული კავშირის სახელით გახდა ცნობილი. მეორე ვადის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, ჰარისონი ინდიანაპოლისში დაბრუნდა და 1896 წელს ქვრივ მერი დიმიკზე იქორწინა. ჰარისონი 1901 წელს გარდაიცვალა.