შინაარსზე გადასვლა

მარტინ ვან ბურენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ ვან ბურენი
Martin Van Buren
მარტინ ვან ბურენი Martin Van Buren
აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1837 – 4 მარტი, 1841
ვიცე-პრეზიდენტი  რიჩარდ მენტორ ჯონსონი
წინამორბედიენდრუ ჯექსონი
მემკვიდრეუილიამ ჰენრი ჰარისონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1833 – 4 მარტი, 1837
პრეზიდენტიენდრუ ჯექსონი
წინამორბედიჯონ კელჰუნი
მემკვიდრერიჩარდ მენტორ ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მარტი, 1829 – 23 მაისი, 1831
პრეზიდენტიენდრუ ჯექსონი
წინამორბედიჰენრი კლეი
მემკვიდრეედუარდ ლივინგსტონი

ნიუ-იორკის მე-11 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1829 – 5 მარტი, 1829

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1821 – 20 დეკემბერი, 1828

დაბადებული5 დეკემბერი, 1782
კინდერჰუკი, ნიუ-იორკი
გარდაცვლილი24 ივლისი, 1862 (79 წლის)
კინდერჰუკი, ნიუ-იორკი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული პარტია, პარტია „Free Soil“
მეუღლეჰანა ვან ბურენი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

მარტინ ვან ბურენი (ინგლ. Martin Van Buren; დ. 5 დეკემბერი 1782 — გ. 24 ივლისი 1862) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-8 პრეზიდენტი 1837–1841 წლებში. ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის დროს იგი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (1833–1837) და სახელმწიფო მდივანი (1829–1831). 1829 წელს იყო ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი. იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც ბრიტანული (ე. ი. ინგლისელი, უელსელი, შოტლანდიელი ან ირლანდიელი) წარმოშობის არ იყო – მისი წინაპრები ნიდერლანდელები იყვნენ. ვან ბურენი იყო ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ იყო, მისი მშობლიური ენა იყო ნიდერლანდური.[1] იგი ასევე იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ დაიბადა და პირველი, ვინც ნიუ-იორკიდან იყო.[2]

ვან ბურენი იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა თანამედროვე პოლიტიკური ორგანიზაციების განვითარების საქმეში. ენდრიუ ჯექსონის ადმინისტრაციაში მოღვაწეობის დროს იგი იყო წამყვანი ფიგურა ჯექსონის დემოკრატიის ორგანიზაციული სტრუქტურის მშენებლობაში, განსაკუთრებით ნიუ-იორკის შტატში. თუმცა, მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანას ეკონომიკური სიძნელეები ჰქონდა. არუსტუკის უსისხლო ომის დროს მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობა ბრიტანეთთან და მის კოლონია კანადასთან. 1840 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ვიგების კანდიდატმა უილიამ ჰენრი ჰარისონმა დაამარცხა.

აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მარტინ ვან ბურენი და თომას ჯეფერსონი იყვნენ სხვადასხვა დროს პრეზიდენტიც, ვიცე-პრეზიდენტიც და სახელმწიფო მდივანიც.

  1. Sturgis, Amy H. (2007). The Trail of Tears and Indian Removal. Greenwood Publishing Group, გვ. 93. ISBN 031333658X. 
  2. Martin Van Buren. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10. ციტირების თარიღი: 2009-11-19.