ჯეიმზ ბიუკენენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეიმზ ბიუკენენი
James Buchanan
ჯეიმზ ბიუკენენიJames Buchanan
აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1857 – 4 მარტი, 1861
ვიცე-პრეზიდენტი  ჯონ ბრეკინრიჯი
წინამორბედიფრანკლინ პირსი
მემკვიდრეაბრაამ ლინკოლნი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1845 – 7 მარტი, 1849
პრეზიდენტიჯეიმზ ნოქს პოლკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 დეკემბერი, 1834 – 5 მარტი, 1845

წარმომადგენელთა პალატის წევრი პენსილვანიიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1821 – 1831

დაბადებული23 აპრილი 1791
მერსერსბერგი, პენსილვანია
გარდაცვლილი1 ივნისი 1868
ლანკასტერი, პენსილვანია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეუცოლო
პროფესიაიურისტი, დიპლომატი
ხელმოწერაJames Buchanan Signature.png

ჯეიმზ ბიუკენენი (ინგლ. James Buchanan; დ. 23 აპრილი, 1791 ― გ. 1 ივნისი, 1868) — აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი (1857-1861). იგი იყო უკანასკნელი XVIII საუკუნეში დაბადებული პრეზიდენტი, ერთადერთი პენსილვანიიდან და ერთადერთი, ვინც მთელი ცხოვრება უცოლო იყო.

ბიუკენენი პრეზიდენტობამდე უკვე პოპულარული და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. მოღვაწეობდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში პენსილვანიიდან, ჯეიმზ ნოქს პოლკის ადმინისტრაციაში იყო სახელმწიფო მდივანი, ფრანკლინ პირსის პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში.

მან რამდენიმეჯერ წარუმატებლად სცადა დემოკრატთა ნომინაციით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ბიუკენენის ნომინირება 1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კომპრომისი ორ მხარეს შორის მონათმფლობელობის საკითხზე. მისი გამარჯვება არჩევნებში დიდ წილად განაპირობა ოპოზიციის ხმების ორ კანდიდატს შორის გაყოფამ. ბიუკენენი იყო ჩრდილოეთის შტატიდან, თუმცა სიმპატია სამხრეთელების მიმართ ჰქონდა. პრეზიდენტის რანგში მისმა მცდელობამ შეენარჩუნებინა მშვიდობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უფრო დააშორა მხარეები. სამოქალაქო ომის წინა პერიოდში სამხრეთის შტატებმა უნიონიდან გამოყოფის შესახებ განაცხადეს. ბიუკენენის აზრით, გამოყოფა უკანონო იყო, თუმცა მას ომის დაწყება ამის შესაჩერებლად ასევე უკანონოდ მიაჩნდა. სწორედ ამიტომ მას მათთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ დროს როდესაც იგი პრეზიდენტის პოსტს ტოვებდა, საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ უარყოფითი იყო, ხოლო დემოკრატიული პარტია ორად იყო გაყოფილი. მისი საქმიანობის გამო, რაც წინ უძღვოდა სამოქალაქო ომს, იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]