კლას არნოლდსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლას არნოლდსონი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1844
გოტენბერგი, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1916
სტოკჰოლმი, შვედეთი
ეროვნება შვედი
საქმიანობა ჟურნალისტი
ჯილდოები ნობელის პრემია, 1908

კლას პონტუს არნოლდსონი (ინგლ. Klas Pontus Arnoldson, დ. 27 ოქტომბერი, 1844 - გ. 20 თებერვალი, 1916) – შვედი ჟურნალისტი, პაციფისტი, სკანდინავიური ერთობის მომხრე. 1908 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის, რომელიც ფრედერიკ ბაიერთან გაიზიარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გოტენბერგში. 1860 წელს, 16 წლისამ ვეღარ შეძლო გოტენბერგის საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება, მამის სიკვდილის შემდეგ შექმნილი ფინანსული გაჭირვების გამო. მომდევნო 21 წელი ის მუშაობდა რკინიგზაზე, თავდაპირველად კლერკად, შემდეგ კი სადგურის ინსპექტორად.

ამ წლების მანძილზე არნოლდსონი განაგრძობდა სწავლას, კითხულობდა ისტორიის, რელიგიის და ფილოსოფიის შესახებ. თვალს ადევნებდა პოლიტიკურ ღონისძიებებს, განსაკუთრებით დანია-ავსტრია-პრუსიის ომს 1864 წელს და საფრანგეთ-პრუსიის ომს 1870-1871 წლებში. ჩამოაყალიბა და განავითარა იდეები რელიგიის, პოლიტიკის და მშვიდობის საკითხებზე, რაც მოგვიანებით მის ვრცელ ნაშრომებში აისახა.

არნოლდსონი იყო ლიბერალი თეოლოგიაში. ჰუმანისტური დოქტრინები რელიგიურ მოძრაობაში წარმოიშვა მე-19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ახალი ინგლისის ტერიტორიაზე.

არნოლდსონს პოლიტიკურ ფილოსოფიაშიც ლიბერალური მიმართულება ჰქონდა, დემოკრატიის პრინციპების და ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით. 1882-დან 1887 წლამდე პარლამენტის წევრად იყო არჩეული. მან წარადგინა კანონმდებლობა, რომელიც ფრანჩიზის გაზრდას მოიაზრებდა. იმედოვნებდა რელიგიური თავისუფლების გაფართოებას; მხარს უჭერდა ანტიმილიტარისტულ პოლიტიკას. რეზოლუციით მიმართა მთავრობას, შვედეთის ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად.

საერთაშორისო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო საქმიანობის გარდა, არნოლდსონი აქტიურად მოღვაწეობდა მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებში. ბუნებრივად მიდრეკილი პაციფიზმისკენ, ეწინააღმდეგებოდა 1864 და შემდგომ 1870-71 წლის ომებს, რაც განპირობებული იყო მისი რელიგიური რწმენით. არნოლდსონი იყო შვედეთის მშვიდობის და არბიტრაჟის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1883 წელს, იკავებდა მდივნის პოზიციას და გახდა Tiden (ტაიმის) რედაქტორი. თანამდებობიდან გადადგა 1885 წელს, როდესაც გამოცემა ფინანსულ პრობლემებში აღმოჩნდა. არნოლდსონი 1885-დან 1888 წლამდე რედაქტორობდა Fredsvännen-ს (მშვიდობის მეგობარი), Nordsvenska Dagbladet -ს (ჩრდილოეთ შვედეთის ყოველდღიურ გამოცემას) 1892-დან 1894 წლებში. თუმცა ის ინარჩუნებდა თავისუფლებას ადმინისტრაციული და პოლიტიკური ვალდებულებებისგან გამოცემების მიმართ. მისი ენერგია ნაწილობრივ მიმართა არბიტრაჟის საკითხებზე წერასა და საუბრისკენ.

1888 წელს მან წარმართა ცნობილი პეტიციის კამპანია, რომელიც მეფის მისამართით იყო წარმოდგენილი და ითხოვდა არბიტრაჟის შეთანხმებისთვის მიეღწიათ სხვა ერებთან. მისი აგიტაცია გავრცელდა და გაფართოვდა ნორვეგიაში 1890 წელს.

ნორვეგიელებს მეტად მოსწონდათ არნოლდსონი, ვიდრე მის თანამემამულე შვედებს. როდესაც იგი ნობელის პრემიაზე წარადგინეს 1908 წელს, ზოგიერთმა შვედურმა გაზეთმა უარყოფით კონტექსტში განიხილა. არნოლდსონის კანდიდატურა ანონიმურად წარადგინა შვედეთის საერთაშორისო საპარლამენტო კავშირმა.

არნოლდსონი პერიოდულად ავადმყოფობით იტანჯებოდა. მან 72 წლამდე იცოცხლა, გარდაიცვალა სტოკჰოლმში 1916 წელს გულის შეტევით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arnoldson, Klas Pontus, Maria Magdalena: Fredsberättelse. Stockholm, Bohlin, 1903.
  • Arnoldson, Klas Pontus, Neutralitetsfrågan. Stockholm, 1883.
  • Arnoldson, Klas Pontus, Pax mundi: A Concise Account of the Progress of the Movement for Peace by Means of Arbitration, Neutralization, International Law and Disarmament. Authorized translation from the Swedish. London, Swan Sonnenschein, 1892. (Är världsfred möjlig?: En historisk framställning af sträfvandena för lag och rätt mellan folken. Stockholm, Fröléen, 1890.)
  • Arnoldson, Klas Pontus, Religionen i forskningens ljus. Sundsvall, Forlagsforeningen Fria Ordet, 1891.
  • Arnoldson, Klas Pontus, Seklernas hopp: En bok om världfreden. Stockholm, Wilhelmsson, 1901.
  • Arnoldson, Klas Pontus, Unitarismens apostel: Fyra föreläsningar. Stockholm, Bjorck, 1882.
  • Svenson, Axel, En lifsgerning för freden: Några erinrande ord på K.P. Arnoldson sixtioårsdag den 27 oktober 1904. [Stockholm], 1904.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]