ემილი გრინ ბოლჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი გრინ ბოლჩი
Emily Greene Balch

ემილი გრინ ბოლჩი
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1867
დაბ. ადგილი Jamaica Plain[1]
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 1961
გარდ. ადგილი კემბრიჯი
დასაფლავებულია Forest Hills Cemetery[2]
მოქალაქეობა ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა ეკონომისტი[3] , პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი, პროფკავშირების წევრი, ჟურნალისტი, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი და მწერალი[4]
მუშაობის ადგილი უელსლის კოლეჯი
ალმა-მატერი ბრინ მორის კოლეჯი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და უელსლის კოლეჯი
მეუღლე
მამა Francis Vergnies Balch
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[5] [6]
ხელმოწერა

ემილი გრინ ბოლჩი (ინგლ. Emily Greene Balch; დ. 8 იანვარი, 1867, ბოსტონი, აშშ, – გ. 9 იანვარი, 1961, კემბრიჯი, აშშ) — ამერიკელი სოციოლოგი, პოლიტოლოგი, ეკონომისტი და პაციფისტი; ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური რეფორმებისათვის გაშლილი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი პირველი მსოფლიო ომის დროს და მომდევნო პერიოდში. 1946 წელს ჯონ მოტთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ბოლჩი ასევე ცნობილია აშშ-ში სლავური ემიგრაციის დეტალური კვლევით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლჩი დაიბადა 1867 წელს. 1889 წელს დაამთავრა ბრაინ მაურის კოლეჯი და სწავლა პარიზში, ბერლინსა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში განაგრძო. 1896 წლიდან ასწავლიდა უელესლის კოლეჯში (მასაჩუსეტსი, აშშ), სადაც 1913 წელს დაიკავა პოლიტიკური ეკონომიკის და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროფესორის პოზიცია. ბოლჩი აქტიურად თანამშრომლობდა ჯეინ ადამსთან რეფორმისტული საზოგადოებრივი მოძრაობა „settlement“-ის ფარგლებში („განსახლება“), რომლის მიზანი იყო საზოგადოების მდიდარი და ღარიბი წევრების სივრცობრივი, ფიზიკური დაახლოება და მათ შორის სოციალური ურთიერთობების გაღრმავება. ბოლჩი ასევე დაინტერესებული იყო ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებით; იყო მასაჩუსეტსის სამრეწველო განათლებისა (1908-1909) და იმიგრაციის (1913-14) კომისიების და ბოსტონის საქალაქო დაგეგმარების საბჭოს (1914-17) წევრი. 1910 წელს გამოსცა აშშ-ში სლავი ემიგრატების შესახებ ნაშრომი „ჩვენი სლავი თანამოქალაქეები“ (Our Slavic Fellow Citizens). წიგნის მომზადების პროცესში ცხოვრობდა სლავი ემიგრანტებით დასახლებულ უბნებში ამერიკის სხვადასხვა ქალაქში და იმოგზაურა აღმოსავლეთ ევროპაში მათი პირველსამშობლოს გაცნობის მიზნით.[7][8]

ბოლჩის პაციფისტური ინტერესები კიდევ უფრო გაღრმავდა 1915 წელს ჰააგის ქალთა საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის შემდეგ. აქტიურად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ჩაბმას პირველ მსოფლიო ომში, რის გამოც 1918 წელს უელესლიში პროფესორის პოზიციიდან გაათავისუფლეს. მომდევნო წელს ადამსთან ერთად ციურიხში დააარსა ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისათვის (WILPF) და იყო ამ ორგანიზაციის მდივანი მანამ, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ გადადგა 1922 წელს. ბოლჩი კვლავ იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას 1934-35 წლებში, ხოლო 1936 წელს აირჩიეს WILPF-ის საპატიო საერთაშორისო პრეზიდენტად.[7]

1926 წელს ბოლჩი მონაწილეობდა ჰაიტიზე სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის შემსწავლელ არაფორმალურ კომისიაში. ხელმძღვანელობდა კომისიის ანგარიშის მომზადებას („ოკუპირებული ჰაიტი“, 1927), რამაც გარკვეული როლი შეასრულა ჰაიტიდან აშშ ჯარების გამოყვანის დაჩქარების საქმეში.[7] შედგომში გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებს აკრიტიკებდა ჰიტლერისა და მუსოლინის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ თავიდანვე არასაკმარის ბრძოლაში.[8] 1946 წელს ჯონ მოტთან ერთად მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. პრემიის საკუთარი წილი ბოლჩმა WILPF-ს გადასცა. ბოლჩის სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ეკონომიკის მიმოხილვა“ (Outline of Economics, 1899), „საქალაქო ცხოვრების გარემოს კვლევა“ (A Study of Conditions of City Life, 1903), „დიდი განსახლების შესახებ“ (Approaches to the Great Settlement, 1918), „ლტოლვილები, როგორც აქტივი“ (Refugees as Assets, 1939), „ერთი ევროპა“ (One Europe, 1947), „პროზაული ვინიეტები“ (Vignettes in Prose, 1952), „ადამიანთა ერთობის გამო, ანუ ნაციონალიზმს მიღმა“ (Toward Human Unity, or Beyond Nationalism, 1952).[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BALCH, Emily Greeneencyclopedia.com, 2018.
  2. Find a Grave — 1996.
  3. Dimand R. W. A Biographical Dictionary of Women Economists — გვ. 21–25. — ISBN 1-85278-964-6
  4. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  5. Emily Greene BalchNobel Foundation.
  6. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Emily Greene Balch, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 12 თებერვალი, 2020.
  8. 8.0 8.1 Emily Greene Balch, Nobel Media AB. ნანახია 12 თებერვალი, 2020.