ჰილდა სოლისი
ჰილდა სოლისი Hilda Solis | |
აშშ-ის შრომის მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 თებერვალი, 2009 – 22 იანვარი, 2013 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | ელეინ ჩაო |
მემკვიდრე | ტომას პერესი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2001 – 24 თებერვალი, 2009 | |
წინამორბედი | მეთიუ მარტინესი |
მემკვიდრე | გლორია რომერო |
დაბადებული | 20 ოქტომბერი, 1957 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | სემ საიადი |
შვილები | არ ჰყავს |
ჰილდა ლუსია სიოლისი (ინგლ. Hilda Lucia Solis; დ. 20 ოქტომბერი, 1957, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 25-ე შრომის მინისტრი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, ცნობილია თავისი მოღვაწეობით მოსამსახურეებისა და ქალების უფლებების დაცვის საქმეში. 2001 წლიდან 2009 წლამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრია კალიფორნიის 32-ე საარჩევნო ოლქიდან. 1994-2000 წლებში კალიფორნიის შტატის სენატის წევრია. 1985-1992 წლებში რიო-ხონდოს კოლეჯის საბჭოს წევრია. ეკოლოგიური აქტიურობისათვის გადაეცა ჯონ კენედის ბიბლიოთეკის სპეციალური საპატიო ჯილდო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰილდა ლუსია სოლისი[1] დაიბადა 1957 წლის 20 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია[2][3]. იგი იყო ლათინური ამერიკიდან ემიგრირებული მუშათა ოჯახის მესამე შვილი, მათ სულ შვიდი შვილი ჰყავდათ[4][5][6]. მამამისი რაულ სანჩეს სოლისი მექსიკელი იყო, მუშაობდა ძველი აკუმილიატორების გადამამუშავებელ ფაბრიკაში[5][6][7][8][9][10][11], დედა, ხუანა სეკეირა წარმოშობით ნიკარაგუიდან იყო, მუშაობდა სათმაშოების ქარხანაში, იყო იმ სკოლის მშობლეთა კომიტეტის წევრი, სადაც სწავლობდნენ მისი შვილები და სარწმუნოებით იყო კათოლიკე[4][5][8][10]. ჰილდა დაკავებული იყო თავისი და-ძმების სწავლა-განათლებით, გაიზარდა ლათინოამერიკულ კვარტალში, რომელიც ნაგვის პოლიგონის ახლოს მდებარეობდა, რამაც მომავალში განაპირობა მისი აქტიურობა, დაკავებული იყო ეკოლოგიის საკითხებით[4].
სოლისი სწავლობდა ლა-პუენტეს სკოლაში. სკოლის დირექტორის დახმარებით ჰილდას მშობლებმა მიიღეს გრანტი და მან სწავლა გააგრძელა კოლეჯში (ამჟამად კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)[4][6][8][10][12].
1979 წელს ჰილდამ დაასრულა უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხით[1][2][3][12][13][14]. 1981 წელს სამხრეთკალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[2][3][4][12]. უკანასკნელ კურსზე სოლისმა პრაქტიკა გაიარა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ლათინოამერიკელი უმცირესობის საკითხებში ჯიმი კარტერის ასისტენტის აპარატში[2][3][4][10]. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მუშაობდა თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის დეპარტამენტში, რომელიც დატოვა რონალდ რეიგანიის ახალ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლობის გამო[2][4][6][12][14].
1982 წელს სოლისი დაბრუნდა კალიფორნიაში, ქალაქ ელ-მონტეში, სადაც გახდა კალიფორნიის შტატის სენატორის არტურ ტორესის წარმომადგენელი[1][7][8]. სოლისი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ვაჭრობისა და ქალთა უფლებების დაცვის კომისიებში. 1980-იან წლებში მას ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ახალგაზრდა ქალი უწოდეს[15].
1991 წელს სოლისი დანიშნეს ლოს-ანჯელესის ოლქის დაზღვევის კომისიაში[4]. 1992 წელს 35 წლის სოლისი აირჩიეს კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ასამბლეაში, სადაც იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა თამბაქოს ლობისტს, დაჟინებით მოითხოვდა კანონპროექტის მიღებას, რომელიც აკრძალავდა მოწევას მთელი შტატის ყველა სამუშაო ადგილზე[10].
1994 წელს სოლისი აირჩიეს კალიფორნიის შტატის სენატში 24-ე საარჩევნო ოლქიდან და გახდა კალიფორნიის სენატის პირველი ლათინოამერიკელი წევრი[2][3][8][13][14]. სენატში შედიოდაბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის, ენერგეტიკის, ჯანმრთელობის დაცვისა და ფინანსების კომისიებში. იბრძოდა ჯანმრთელობის დაცვისა და ქალთა უფლებების გაძლიერებისათვის, დახმარებას უწევდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ლობირებდა პროფკავშირების ინტერესებს[3][4][6][16]. სოლისი გამოდიოდა ეკოლოგიური ინიციატივებით, იბრძოდა შტატის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელების გახსნის წინააღმდეგ, რის გამოც მიიღო ჯონ კენედის ბიბლიოთეკის სპეციალური ჯილდო და გახდა ამ ჯილდოს პირველი ქალი-ლაურეატი[1][4][6][8][12][13].
2000 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში კალიფორნიის შტატის 32-ე საარჩევნო ოლქიდან. პრაიმერზიში მან დაამარცხა პალატაში 18 წლის მუშაობის სტაჟის მქონე მეთიუ მარტინესი, რომელმაც მიატოვა პარტია და გადავიდა რესპუბლიკურ პარტიაში, სადაც მან განაცხადა, რომ დემოკრატებმა მას უღალატეს[3][4][10][12][12][13][16][17]. არჩევნებში სოლისმა მიიღო ხმების 79 % და 2001 წლის 3 იანვრიდან დაიკავა წარმომადგენელთა პალატაში კუთვნილი ადგილი[2][3][4][16].
წარმომადგენელთა პალატაში იგი გახდა ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის პირველი ლათინოამერიკელი წევრი[13]. იგი იყო გარემოს დაცვისა და ტოქსიკური ნარჩენების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე[13]. წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს 2002, 2004 და 2006 წლებშიც. უკანასკნელ ორ არჩევნებზე მას კონკურენციას უწევდა აშშ-ის ლიბერტარიანელთა პარტიის წარმომადგენელი[1][7][18][19].
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ჰილარი კლინტონის აქტიური მომხრე[9]. მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე მოვიდა ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მან მიიღო შეთავაზება შრომის მინისტრის თანამდებობაზე, რომელზეც მუშაობდა 2013 წლის 22 იანვრამდე[6][9][10][11][20][21].
სოლისი გათხოვილია ბიზნესმენ სემ საიადზე, რომელიც არის ავტომობილების მაღაზიის მფლობელი. შვილები არ ჰყავთ[1][3][4][10][12][22].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Current Congress Women Members: Hilda L. Solis. — A service of the U.S. Government Printing Office (www.gpoaccess.gov), 24.04.2007
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Hilda Solis. — Biographical Directory of the US Congress
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Biographies. — The National Journal, 11.11.2000
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 Jean Merl. Solis Prepares to Take Another Step Up. — The Los Angeles Times, 28.12.2000
- ↑ 5.0 5.1 5.2 Speech of Hon. Hilda L. Solis Of California in the House of Representatives. — THOMAS (Library of Congress), 06.06.2006
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 M. J. Stephey. Secretary of Labor: Hilda Solis. — Time, 22.12.2008
- ↑ 7.0 7.1 7.2 CQ Politics in America Profile: Hilda Solis. — CQ Today Online News, 18.12.2008
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Rebecca Kimitch. Solis, a woman of many firsts, had a steady rise through California's political ranks. — San Gabriel Valley Tribune, 07.01.2009
- ↑ 9.0 9.1 9.2 Anne E. Kornblut. Obama to Announce Final Cabinet Picks. — The Washington Post, 28.12.2008
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Dan Morain, Evelyn Larrubia. Hilda Solis' belief in unions runs deep. — The Los Angeles Times, 09.01.2009
- ↑ 11.0 11.1 Getting Immigration Right. — The New York Times, 26.12.2008
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 Press release announcing the award of the Profile in Courage Award to California State Senator Hilda Solis. — John F. Kennedy Presidential Library & Museum (www.jfklibrary.org), 22.05.2000
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Biography. — Congresswoman Hilda L. Solis (solis.house.gov), 09.02.2009
- ↑ 14.0 14.1 14.2 Profile: Hilda L. Solis. — The Associated Press, 19.12.2008
- ↑ Hilda L Solis. — California State Senate, 17.10.2006
- ↑ 16.0 16.1 16.2 The 2000 Elections: Congress; New in the House. — The New York Times, 09.11.2000
- ↑ B. Drummond Ayres Jr.. Political Briefing; Congressman Changes Ways After a Defeat. — The New York Times, 11.06.2000
- ↑ The 2004 Elections; Congress; The Races for the House. — The New York Times, 04.11.2004
- ↑ The 2006 Elections; Congress. — The New York Times, 09.11.2006
- ↑ The Labor Agenda. — The New York Times, 28.12.2008
- ↑ John Fund. Richardson Bows Out. — The Wall Street Journal, 07.01.2009
- ↑ Matt Kelley. Tax snafus add up for Obama team. — USA Today, 05.02.2009