იოსებ როტბლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოსებ როტბლატი
Josef Rotblat ID badge.png
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი 1908(1908-11-04)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ვარშავა, Vistula Land, რუსეთის იმპერია[7]
გარდ. თარიღი 31 აგვისტო 2005(2005-08-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] (96 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of Poland.svg პოლონეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ბირთვული ფიზიკა
მუშაობის ადგილი ედინბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი, ლივერპულის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[8] [9], სამეფო საზოგადოების წევრი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდი, Jamnalal Bajaj Award, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი და Albert Einstein Peace Prize

სერ იოსებ როტბლატი ( დ. 4 ნოემბერი, 1908 - გ. 31 აგვისტო, 2005 ) — პოლონელი ფიზიკოსი, რომელიც საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „პოლონელს ბრიტანეთის პასპორტით“. [10] როტბლატი მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ დატოვა ლოს ალამოსის ლაბორატორია გერმანიასთან ომის დასრულების შემდეგ. მისმა საქმიანობამ რადიოაქტიურ ნალექებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1963 წლის ბირთვული ტესტირების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაში. 1955 წელს ხელი მოაწერა რასელ – აინშტაინის მანიფესტს. ის იყო პაგუოშის კონფერენციების გენერალური მდივანი მეცნიერებასა და მსოფლიო საკითხებზე მისი დაარსებიდან 1973 წლამდე. როტბლატმა პაგუოშის კონფერენციებში გაწეული შრომის შედეგად 1995 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვულ განიარაღებაში მიმართული ძალისხმევის გამო.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ როტბლატი დაიბადა 1908 წლის 4 ნოემბერს ვარშავაში, პოლონურ-ებრაულ ოჯახში. ის შვიდი შვილიდან ერთერთი იყო, ორი მათგანი ბავშვობაში გარდაიცვალა. მისმა მამამ, ზიგმუნტ როტბლატმა, შექმნა და აწარმოებდა ქვეყნის მასშტაბით საცხენოსნო ვაჭრობას, ფლობდა მიწას და გამოჰყავდა ცხენები. იოსებმა ბავშვობის წლები გაატარა ამ აყვავებულ ოჯახში, მაგრამ პირველი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გარემოებები შეიცვალა. საზღვრები დაიკეტა და ოჯახის ცხენები გამოითხოვეს, რამაც გამოიწვია ბიზნესის წარუმატებლობა და მათი ოჯახის გაღარიბება. [11] ათი წლის ასაკში, მან ეჭვი შეიტანა ღმერთის არსებობაში[11] და მოგვიანებით გახდა აგნოსტიკოსი. [11] [12]

როტბლატის მშობლებმა ვერ მოახერხეს შვილის გიმნაზიაში გაგზავნა, ასე რომ როტბლატმა მიიღო საშუალო განათლება ადგილობრივი რაბინისგან. შემდეგ ის დადიოდა ტექნიკურ სკოლაში, სადაც სწავლობდა ელექტროინჟინერიას, 1923 წელს დაამთავრა სასწავლებელი და მიიღო დიპლომი. სკოლის დამთავრების შემდეგ როტბლატი მუშაობდა ვარშავაში ელექტრიკოსად, მაგრამ ჰქონდა ამბიცია, რომ გამხდარიყო ფიზიკოსი. მან 1929 წლის იანვარში ჩააბარა პოლონეთის თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო გამოცდები და მარტივად ჩააბარა ფიზიკის გამოცდაც, მაგრამ ნაკლებად წარმატებული იყო მისი სტატია ეროვნული განათლების კომისიის შესახებ, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. წერითი გამოცდის შემდეგ ინტერვიუ ჩაუტარა ლუდვიკ ვერნშტაინმა, მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა. ვერტენშტეინი სწავლობდა პარიზში მარი კიურის და ერნესტ რეზენფორდის მეთვალყურეობის ქვეშ კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში. ვერტენშტეინმა როტბლატს შესთავაზა ადგილი უნივერსიტეტში. [11]

როტბლატმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი თავისუფალ უნივერსიტეტში 1932 წელს. ამის შემდეგ იგი ვარშავის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ფიზიკის დოქტორი გახდა 1938 წელს. იგი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას იკავებდა ვარშავის სამეცნიერო საზოგადოების რადიოლოგიურ ლაბორატორიაში, რომლის დირექტორიც ვერტენშტეინი იყო და როტბლატი გახდა 1938 წელს პოლონეთის თავისუფალი უნივერსიტეტის ატომური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი. [13] ამ პერიოდის განმავლობაში როტბლატი დაქორწინდა ლიტერატურის სტუდენტზე, ტოლა გრინზე, რომელსაც იგი სტუდენტურ საზაფხულო ბანაკში შეხვდა 1930 წელს. [11]

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მან ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ უჯრედის გაყოფის პროცესში, ნეიტრონები გამოიყოფოდა. 1939 წლის დასაწყისში იგი ვარაუდობდა, რომ შეიძლებოდა დიდი ოდენობით უჯრედების გაყოფა და თუ ეს მოხდებოდა საკმარისად მოკლე დროში, მაშინ გამოიფრქვეოდა დიდი რაოდენობით ენერგია. გაანგარიშებაზე დაყრდნობით მან დაასკვნა, რომ თუ ეს პროცესი მიკროწამზე ნაკლებ დროში მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა აფეთქებას.

1939 წელს ვერტენშტაინის კავშირების საშუალებით, როტბლატი მიიწვიეს სასწავლებლად პარიზში და ლივერპულის უნივერსიტეტში ჯეიმზ ჩედვიკის ხელმძღვანელობით, რომელმაც 1932 წელს მიიღო ნობელის პრემია ნეიტრონის აღმოჩენისთვის. ჩედვიკი აშენებდა ნაწილაკების ამაჩქარებელს, რომელსაც ეწოდება „ციკლოტრონი“, ფუნდამენტური ბირთვული რეაქციების შესასწავლად, ხოლო, როტბლატს სურდა ვარშავაში მსგავსი აპარატის აშენება, ამიტომ მან გადაწყვიტა ჩედვიკს შეერთებოდა ლივერპულში. ის ინგლისში მარტო გაემგზავრა, რადგან მეუღლემ ვერ შეძლო მასთან ერთად გამგზავრება. [11]

დიდი ხნით ადრე ჩედვიკმა როტბლასტს სტიპენდია მისცა (ოლივერ ლოჯის სტიპენდია). სტიპენდიამ გააორმაგა მისი შემოსავალი და 1939 წლის ზაფხულში ახალგაზრდა პოლონელი სახლში დაბრუნდა. იგი აპირებდა ტოლასთან ერთად პოლონეთის დატოვებას. [11] აგვისტოს ვარშავაში წასვლის დრო რომ მოვიდა, ტოლა დაავადდა აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ და ვერ მოახერხა ვარშავაში წასვლა. ამასთან, იძაბებოდა პოლიტიკური ვითარება. [11] ტოლა ხაფანგში აღმოჩნდა და მომდევნო თვეებში სასოწარკვეთილი ცდილობდა დანიის გავლით ქვეყნის დატოვებას ( ნილს ბორის დახმარებით ). ბელგიისა და იტალის გავლითაც ვერაფერი მოახერხა, რადგანაც ყველა ქვეყანა ჩაიკეტა ომის შედეგად. [11] იოსებს მეუღლე არასოდეს უნახავს. იგი მოკლეს ჰოლოკოსტის ბელზეკის საკონცენტრაციო ბანაკში . [11] ამან ღრმა გავლენა მოახდინა როტბლატზე მთელი ცხოვრების განმავლობაში და იგი არასდროს დაქორწინებულა მეორედ. [14]

სამშვიდობო საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როტბლატი თვლიდა, რომ მეცნიერები ყოველთვის უნდა ღელავდნენ მათი საქმიანობის ეთიკური შედეგებზე. [15] იგი გახდა ბირთვული შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკოსი. 1955 წელს რასელ – აინშტაინის მანიფესტის ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერი იყო და ხელმძღვანელობდა ამ მანიფესტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას. მანიფესტის პოზიტიურად გაშუქების შემდეგ, საირუს იტონმა შესთავაზა, რომ დააფინანსებდა პაგუოშის გავლენიან კონფერენციებს მეცნიერებისა და მსოფლიო საკითხების შესახებ, ეს იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიკრბდა მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ისინი იმსჯელებდნენ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის შემცირებისკენ და გლობალური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტაზე, ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ბირთვული ომი . როტბლატი დაინიშნა პაგუოშის კონფერენციების გენერალური მდივნად. მისი დაარსებიდან 1973 წლამდე ბერტრანდ რასელთან და სხვებთან ერთად როტბლატმა ორგანიზება გაუწია პირველ კონფენეციას 1957 წელს და განაგრძო მუშაობა გარდაცვალებამდე. რკინის ფარდისა და ცივი ომის მიუხედავად, იგი მხარს უჭერდა დასავლეთის და აღმოსავლეთის მეცნიერების დაკავშირებას. ამ მიზეზის გამო პაგუოშის კონფერენციებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თავდაპირველად ბრიტანეთის მთავრობა ამ ყველაფერს „კომუნისტური ფრონტის შეკრებებად“ თვლიდა. [16]

ჯილდოები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როტბლატმა პაგუოშის კონფერენციებში გაწეული შრომის შედეგად 1995 წელს მიიღო ნობელის პრემია ბირთვულ განიარაღებაში მიმართული ძალისხმევის გამო. [17] მის შესახებ ციტატში ნათქვამია: „საერთაშორისო საქმეებში ბირთვული იარაღის მიერ განხორციელებული საფრთხის შემცირების მცდელობებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამგვარი იარაღის აღმოსაფხვრელად“. სიცოცხლის ბოლოს, იგი ასევე აირჩიეს ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრად, [18] და ინდოეთის ჯამნალალ ბაჯაჯის ფონდმა მას ჯამნალალ ბაჯაჯის ჯილდო 1999 წელს მიანიჭა . [19] იგი იყო ჟურნალის „გარემო მშვიდობისათვის“ სარედაქციო საბჭოს საპატიო წევრი, რომელსაც აქვეყნებდა ტორონტოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brown, Andrew (2012). Keeper of the Nuclear Conscience: The Life and Works of Joseph Rotblat. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-958658-5. OCLC 963830214.CS1 maint: ref=harv (link)
  • Górlikowski, Marek (2018). Noblista z Nowolipek. Józefa Rotblata wojna o pokój. Kraków: Znak. ISBN 9788324055401. OCLC 1050817827.
  • Rotblat, Joseph; Ikeda, Daisaku (2007). A Quest for Global Peace: Rotblat and Ikeda on War, Ethics and the Nuclear Threat. London: I.B.Tauris. ISBN 978-1-84511-278-3. OCLC 123195789.CS1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Munzinger-Archiv — 1913.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 ქონება
  7. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #109184580 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1995/
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  10. Decyzja o przyznaniu pokojowej Nagrody Nobla Lechowi Wałęsie Polish. wydarzenia (5 October 1983).
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 11.8 11.9 Brown 2012.
  12. Rotblat და Ikeda 2007. "I have to admit, however, that there are really many things that I do not know. I am not a particularly religious person, and this is the reason for my agnosticism. To be an agnostic simply means that I do not know and will keep seeking the answer for eternity. This is my response to questions about religion."
  13. Joseph Rotblat – Biographical – Curriculum Vitae. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  14. Underwood, Martin. Liverpool University (1939–43). Joseph Rotblat: The bomb, peace, and his archive (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 July 2011. ციტირების თარიღი: 13 October 2015.
  15. Rotblat, J. (1999). A Hippocratic Oath for scientists. https://semanticscholar.org/paper/de0497cbc8d4ff2461c2f2b83caea12911857132.
  16. Wittner, Lawrence S.. (2005)The Political Rehabilitation of Józef Rotblat. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  17. Joseph Rotblat – Biographical – Facts. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  18. List of IAPS Members. ციტირების თარიღი: 30 November 2014
  19. Prof. Sir Joseph Rotblat – 1999 – Jamnalal Bajaj Award for Promoting Gandhian Values Outside India. ციტირების თარიღი: 24 November 2016