ადოლფო პერეს ესკიველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფო პერეს ესკიველი
Adolfo-Pérez-Esquivel-wsf-2003.jpg
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი 1931(1931-11-26) (85 წელი)
დაბ. ადგილი ბუენოს-აირესი[1]
საქმიანობა არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა Flag of Argentina.svg არგენტინა
ალმა-მატერი ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში[2] [3] და Pacem in Terris Award
შვილ(ებ)ი Esteban Pérez Esquivel
ხელმოწერა Firma pérez esquivel.svg
საიტი adolfoperezesquivel.com.ar

ადოლფო პერეს ესკიველი (ესპ. Adolfo Pérez Esquivel; დ. 26 ნოემბერი, 1931, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი მწერალი, სკულპტორი და არქიტექტორი. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, პრემია გადაეცა 1980 წელს როგორც „ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლს“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ესპანელი ემიგრანტის ოჯახში. ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა კათოლიკური ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ. უმაღლესი განათლება მიიღო ბუენოს-აირესის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში. მომდევნო წლებში პერეს ესკიველი გახდა სკულპტორი და ასწავლიდა არქიტექტურას არგენტინის სხვადასხვა სასწავლებლებში. მირებული აქვს ხელოვნების ეროვნული პრემია.

1977 წელს დააპატიმრეს და ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა ციხეში ყოველგვარი სასამართლოს და გასამართლების გარეშე. Amnesty International-მა მის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ნობელის პრემიის მნიშვნელოვანი ნაწილი მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11416794X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1980/
  3. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/