ოსამა ბინ ლადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსამა ბინ ლადენი
أسامة بن محمد بن عوض بن لادن
Osama bin Laden portrait.jpg
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1957
საუდის არაბეთი
გარდ. თარიღი 2 მაისი, 2011
პაკისტანი
მოქალაქეობა

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი (19571994)

მოქალაქეობის გარეშე (19942011)
ეთნიკურად იემენელი
ორგანიზაცია ალ-კაიდა
რელიგია ისლამი

ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი (არაბ. أسامة بن محمد بن عوض بن لادن‎‎‎‎; დ. 10 მარტი 1957 — გ. 2 მაისი 2011) — ეთნიკური იემენელი ტერორისტი საუდის არაბეთიდან, 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-კაიდას დამფუძნებელი.[1]

ბინ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთში, მილიარდერი მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენის ოჯახში. 1979 წლამდე სწავლობდა უნივერსიტეტში, ხოლო ავღანეთის ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა მოჯაჰედებს. ფინანსურად (და არა მარტო) ეხმარებოდა მოჯაჰედებს, რის გამოც დიდი პოპულარობა მოიპოვა არაბულ სამყაროში.[2] 1988 წელს დააარსა ალ-კაიდა.[3] საუდის არაბეთიდან გამოაგდეს 1992 წელს, რის შემდეგაც ის თავის სხვა ბაზაში, სუდანში გადავიდა, მაგრამ ამერიკული ზეწოლის გამო მას სუდანის დატოვებაც მოუწია. ამის შემდეგ მან ავღანეთში დააარსა ბაზა და შეერთებულ შტატებს გამოუცხადა ომი. მისი ბრძანებით მოაწყვეს ერთმანეთთან დაკავშირებული ტერაქტები.[4] 1998 წელს ამერიკული საელჩოს დაბომბვაში მისი წვლილის გამო ბინ ლადენი გამოძიების ფედერალური ბიუროს ორ სიაში მოხვდა: ათი ყველაზე ძებნადი გაქცეული და ყველაზე ძებნადი ტერორისტები.[5][6][7]

2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა.[8] 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით ბინ ლადენი მის კერძო რეზიდნციაში, აბოტაბადში მოკლეს.[9] რეზიდენციაში ის ადგილობრივ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროისთვის არ არსებობს არაბული სიტყვების და სახელების ინგლისურ ენაზე თარგმნის ოფიციალურად მიღებული სტანდარტი,[10] მაგრამ, ყველაზე ხშირად ბინ ლადენს მოიხსენიებენ როგორც ოსამა ბინ ლადენს (ინგლ. Osama bin Laden). გამოძიების ფედერალურ ბიუროში და CIA-ში, ასევე როგორც შტატების სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ბინ ლადენს მოიხსენიებენ როგორც უსამა ბინ ლადენს (ინგლ. Usama bin Laden) ან როგორც უსამა ბინ ლადინს (ინგლ. Usama bin Ladin). უფრო იშვიათად იყენებენ უსამაჰ ბინ ლადინს (ინგლ. Ussamah bin Ladin),ფრანგულ ოუსამა ბენ ლადენს (Oussama ben Laden) ან აღმოსავლურ ბინლადინს (Binladin). ამგვარი გაუგებრობა გამოწვეულია იმით, რომ ხშირად გვარის წინ წერენ არტიკლს, წინდებულს ან კიდევ მამის სახელებს. გარდა ამისა, გვარის წარმოთქმაზე გავლენა იქონია პერსიულმა გამოთქმამ, რომელიც გამოყენებულია ავღანეთში, სადაც ბინ ლადენმა დიდი ხანი გაატარა.

მისი სრული სახელი არის ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი, რაც ნიშნავს ოსამა, შვილი მუჰამედისა, შვილი ავადისა, შვილი ლადენისა. მუჰამედი არის ოსამას მამა, მუჰამედ ბინ ლადენი, ავადი არის ბაბუა, ავად ბინ აბოუდ ბინ ლადენი. რაც შეეხება ლადენს, ის არ არის ოსამას დიდი ბაბუა, რომლის სახელიც აბუდი იყო, ის არის მისი უფრო შორეული წინაპარი.

არაბული ლინგვისტიკური კონვენციის მიხედვით ის არის ან ოსამა, ან ოსამა ბინ ლადენი, მაგრამ არა მხოლოდ ბინ ლადენი, რადგანაც ბინ ლადენი აღმოსავლურ კულტურაში გვარი კი არა, მამის სახელია. ოსამას შვილი, ომარ ბინ ლადენის მიხედვით, ოჯახის მემკვიდრეობითი გვარი არის ალ-ქაჰთანი (არაბالقحطاني‎‎), მაგრამ, ოსამას მამას, მუჰამედს, ეს გვარი ოფიციალურად არსად დაურეგისტრირებია.[11]

ოსამას ასევე მოიხსენიებენ როგორც კუნიას (არაბ. كنية), რაც ნიშნავს ზრდასრული ადამიანის სახელს, რომელმაც ის თავისი უფროსი შვილისგან მიიღო. მისი თაყვანისმცემლები მას სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: პრინცი, ემირი, შეიხი, ჯიჰადისტი შეიხი, შეიხ ალ-მუჯაჰიდი, ჰაჯი, დირექტორი.[12] სიტყვა უსსამაჰ (أسامة) ნიშნავს ლომს, რის გამოც მას მოიხსენიებენ როგორც ლომს,[13] ან კიდევ შეიხ ლომს.[14]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენი[15] დაიბადა სამშენებლო მაგნატის, იემენელი მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენის (რომელსაც ასევე ჰქონდა ურთიერთობა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან)[16] და მისი მეათე ცოლის, სირიელი ჰამიდა ალ-ათთას (მაშინ მას ალია გნაჰემი ერქვა)[17] ოჯახში, საუდის არაბეთში. 1998 წლის ინტერვიუში ოსამა ბინ ლადენმა თავის დაბადების თარიღად 1957 წლის 10 მარტი დაასახელა.[18]

მუჰამედ ბინ ლადენი ჰამიდას ოსამას დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაშორდა. მიუხედავად ამისა, მან ჰამდიას ცოლად მოყვანა თავის მეგობარს, მუჰამედ ალ-ათთას ურჩია. ისინი 1950-იანი წლების ბოლოს, ან კიდევ 1960-იანების დასაწყისში დაქორწინდნენ, და დღემდე ერთად არიან.[19] ეყოლათ ოთხი შვილი: სამი ბიჭი და ერთი გოგო.[17] თავის დროზე ოსამა მათთან ერთად ცხოვრობდა. ოსამას მამამ საბოლოოდ 5 მილიარდი დააგროვა, რომლიდანაც 25-30 მილიონი დოლარი ოსამას ერგო.[20] 

ოსამა აღზარდეს როგორც ღრმად მორწმუნე სუნიტი მუსლიმი.[21] 1968-1976 წლებში ბინ ლადენი სწავლობდა ალ-თჰაგერის მოდელის საერო სკოლაში,[22][17] ხოლო შემდეგ მეფე აბდულაზის უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.[23] ზოგიერთი მონაცემებით, 1979 მან სამოქალაქო ინჟინერიაში მიიღო დიპლომი,[24] ან კიდევ, დიპლომი სამოქალაქო მართვაში 1981 წელს.[25] ზოგი წყარო მას აღწერს როგორც ბეჯითს,[26] ხოლო სხვების დაყრდნობით ოსამამ უნივერსიტეტი მესამე წელს დატოვა და სადიპლომო ნამუშევარიც არ დაუმთავრებია.[27] უნივერსიტეტში ოსამა ბინ ლადენი დაინტერესებული იყო რელიგიით, ჩართული იყო ყურანის და ჯიჰადის თარგმნაში და საქველმოქმედო სამუშაოებში.[28] გარდა ამისა, დაინტერესებული იყო პოეზიით და ლექსების წერით,[29] ასევე უყვარდა ბერნანდ მონტგომერის და შარლ დე გოლის ნამუშევრების კითხვა. გარდა ამისა, უყვარდა ფეხბურთის თამაში, გულშემატკივრობდა ლონდონის არსენალს.[30]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს, 17 წლის ასაკში, ბინ ლადენი სირიის ქალაქ ლატაკიაში დაქორწინდა ნაჯვა გნაჰემზე.[31] ისინი 2001 წლის 11 სექტემბერს გაშორდნენ. ოსამა ბინ ლადენის კიდევ ოთხი ცოლი არის ცნობილი: ჰადიჯაჰ შარიფი (დაქორწინდნენ 1983 წელს, გაშორდნენ 90-იან წლებში), ჰარიაჰ საბარი (დაქორწინდნენ 1985 წელს), სიჰამ საბარი (დაქორწინდნენ 1987 წელს) და ამალ ალ-სადაჰი (დაქორწინდნენ 2000 წელს). ზოგიერთი წყაროს დაყრდნობით, ბინ ლადენს ჰყავს კიდევ ერთი ცოლი, მაგრამ ისინი დაქორწინების შემდეგ მალევე გაშორდნენ.[32] თავისი ყველა ცოლისგან ოსამას ჰყავს 20-26 ბავშვი.[33][34] მისი ბევრი შვილი 11 სექტემბრის შემდეგ გაიქცა ირანში და 2010 წლის მონაცემებით ირანის ხელისუფლება აკონტროლებს მათ გადაადგილებებს.[35]

ნასერ ალ-ბაჰრი, ოსამას პირადი დაცვა 1997-2001 წლებში, აღწერს მას როგორც თავდაჭერილ ადამიანს და მკაცრ მამას, რომელსაც უყვარდა თავის დიდ ოჯახთან სეირნობა და პიკნიკებზე სიარული.[36]

ოსამა ბინ ლადენის მამა მუჰამედი დაიღუპა ავიაკატასტროფაში 1967 წელს. მისი პილოტი იყო ამერიკელი ჯიმ ჰარინგთონი.[37] ხოლო ბინ ლადენის უფროსი ნახევარ-ძმა, სალემ ბინ ლადენი, 1988 წელს, შეერთებულ შტატებში, ტეხასში დაიღუპა, როდესაც მისი თვითმფრინავი ელექტროხაზებს შეეჯახა.[38]

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით ბინ ლადენის სიმაღლე არის 1,93 მეტრიდან 1,98-მდე, ხოლო მისი წონა დაახლოებით 73 კილოგრამი. ამ მონაცემებს ეწინააღმდეგება ლოურენს რაითის წიგნში „ალ-ქაიდაში“ მოყვანილი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ოსამასთან მიახლოებული პიროვნებები ადასტურებდნენ, რომ მისი სიმაღლე ზედმეტად გაზრდილი იყო და რომ ის 1,8 მეტრი იყო.[39] ასევე, ბინ ლადენი იყო ცაცია, დადიოდა ხელჯოხით. ჩვეულებრივ მას ეხურა თეთრი დოლბანდი. მისი ქცევის მანერა აღწერილია როგორც წყნარი და ზომიერი.[40]

რწმენა და იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბინ ლადენის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომ ჯიჰადისტებს თავისუფლად შეეძლოთ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მოკვლა.[41][42] CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი, მაიკლ შეუერი, რომელიც ბინ ლადინზე ნადირობას აწარმოებდა, ამბობს, რომ ბინ ლადენს ღრმად სჯეროდა. რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა ამცირებდა, კლავდა ან კიდევ სხვანაირად აყენებდა ზიანს მუსულმანებს ახლო აღმოსავლეთში:[43] „ჩვენ მათ ამერიკელობის გამო არ ვეზიზღებით. ჩვენ მათ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეების გამო ვეზიზღებით.“ გარდა ამისა, ბინ ლადენი აკრიტიკებდა შტატებს მართვის საერო ფორმის გამო. თავის 2002 წლის წერილში მან მოუწოდა ამერიკელებს ისლამის მიღებისკენ და ისეთი ამორალური რაღაცეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ, როგორიც არის სიძვა, ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და კაზინოები.[44] მის მიერ ცხოვრების დასავლური სტილის გაკრიტიკების გამო და გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, ებრაელები ამერიკელებს და ევროპელებს აკონტროლებდნენ, ბინ ლადენმა დასავლურ ულტრამემარჯვენე ძალებში გარკვეული პატივისცემა მოიპოვა.[45]

ბინ ლადენს სჯეროდა, რომ მუსულმანური სამყარო კრიზისში იყო და ერთადერთი, რაც მუსულმანურ სამყაროში წესრიგს დაამყარებდა შარიათის კანონის სრული აღდგენა იქნებოდა. ის ეწინააღმდეგება საერო მართვას, პანარაბიზმს, სოციალიზმს, კომუნიზმს და დემოკრატიას.[46] ის მხარს უჭერს ისლამური იდეოლოგიის სკოლასებსაც.[47]

მისი იდეოლოგია (ძალადობრივი ჯიჰადი) ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც ქუბტიზმი, რომლის პროპაგანდასაც მოგვიანებით საიდ ქუთბი ახდენდა.[48] ბინ ლადენს ასევე სჯეროდა, რომ მულაჰ ომარის თალიბანის ავღანეთი იყო ერთადერთი „ნამდვილი მუსულმანური ქვეყანა“ მუსულმანურ სამყაროში.[49] ბინ ლადენი დარწმუნებული იყო, რომ ძალადობრივი ჯიჰადი იყო ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელი იყო მუსულმანების მიმართ შეერთებული შტატების (ან სხვა არა-მუსულმანური ქვეყნების) მიერ გატარებული უსამართლობის შეჩერება[50]. ბინ ლადენი ასევე ემხრობა ისრაელის სახელმწიფოებრივობის გაუქმებას და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს გაიყვანოს თავისი ჯარი ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა მუსულმანური ქვეყნებიდან.

ბინ ლადენს არის ანტისემიტი და თვლის რომ მსოფლიოში ყველა ცუდ ამბავში ისრაელის ხელი ურევია. 1998 წლის დეკემბერში, ინტერვიუში პაკისტანელ ჟურნალისტან, რაჰიმულაჰ იუსუზფაისთან, ბინ ლადენმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „Operation Desert Fox“ ამტკიცებდა, რომ ისრაელი და ებრაელები აკონტროლებდნენ შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს და უნდოდათ, რომ მათ რაც შეიძლებოდა მეტი მუსულმანი მოეკლათ.[51] უკვე 2002 წელს მან განაცხადა, რომ ებრაელები აკონტროლებდნენ შეერთებული შტატების მედიას, პოლიტიკოსებს და ეკონომიკურ ინსტიტუტებს.[44] 1998 წლის მაისში ჯონ მილერთან ინტერვიუში ბინ ლადენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი იყო არაბული პენინსულას და ახლო აღმოსავლეთის ანექსია და იქ მცხოვრები ხალხის დამონება. ეს იქნებოდა ე.წ „დიდებული ისრაელის“ ნაწილი.[52] მან აღნიშნა, რომ ებრაელები და მუსულმანები ერთმანეთს ვერასდროს მოურიგდებოდნენ და დაადანაშაულა შტატები ანტი-ისლამური განწყობის გაღვივებისთვის. ბინ ლადენს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და თავდაცვის დეპარტამენტს ებრაელები აკონტროლებდნენ და მათ ისრაელის ინტერესებში იყენებდნენ. ის არაერთხელ აქვეყნებდა გაფრთხილებებს ებრაული შეთქმულების შესახებ: „ებრაელები არიან ოსტატები ღალატში. ისინი ან ცარიელ სიტყვას, ან კიდევ საერთოდ არაფერს დაგიტოვებენ“.[53] აღსანიშნავია, რომ ალ-ქაედას ოთხი ყველაზე დიდი მტრები არიან: შიიტი მუსლიმები, ერეტიკები, ამერიკა და ისრაელი.[54]

ბინ ლადენის პოზიცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერეული არის: ის ეწინააღმდეგება თანამედროვე მუსიკას[55] და გაცივებულ წყალს, მაგრამ დაინტერესებულია დედამიწის მამოძრავებელი ტექნოლოგიებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტებით.[56]

მთლიანობაში, ბინ ლადენის სტრატეგია მიზნების მისაღწევად არის დიდი სახელმწიფოების მუსულმანურ ქვეყნებთან ომში ჩათრევას, რომელბშიც ისინი მოჯაჰედებს შეეტაკებოდნენ. ბინ ლადენის აზრით, ეს მათ ეკონომოკურ კოლაფსს გამოიწვევდა.[57] რა თქმა უნდა, ალ-ქაიდა ამ სტრატეგიას გადაუხვევლად ასრულებდა. 2004 წელს, Al Jazeera-ს ეთერში ოსამამ განაცხადა, რომ „ამერიკული ეკონომიკა ბანკროტამდე მიდიოდა“.[58]

ბინ ლადენი გლობალური დათბობის სერიოზული ოპონენტია და ამერიკელებს წერილი მისწერა, რომ ემუშავათ პრეზიდენტ ობამასთან ერთად და ეპოვათ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი.[59][60] 

მისი შეხედულებების და მიზნის მისაღწევი მეთოდების გამო ექსპერტები და ჟურნალისტები სხვადასხვა გამოცემებიდან („The New York Times“, „BBC“, „Al Jazeera“) მოიხსენიებენ მას როგორც ტერორისტს. 

სამხედრო აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჯაჰედობა ავღანეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს ბინ ლადენი კოლეჯიდან წამოვიდა და პაკისტანში გაემგზავრა. იქ ის აბდულაჰ აზამს შეუერთდა და მოჯაჰედბის დასახმარებლად სამშენებლო კომპანიიდან ფული გამოიტანა.[61] მოგვიანებით ბინ ლადენმა ჟურნალისტს განუცხადა: „მე ავღშფოთდი იმ უსამართლობით, რომელიც ავღანეთის ხალხის მიმართ იყო ჩადენილი“[62]. ბინ ლადენის მსგავსად მოჯაჰედებს ეხმარებოდნენ აშშ და საუდის არაბეთი. ასე,CIA-ს ოპერაციის, „Operation Cyclone“-ის ფარგლებში საუდის არაბეთმა და შეერთებულმა შტატებმა მოჯაჰედებს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინეს. ასევე, დაახლოებით 100 000 მუსულმანი სხვადასხვა ქვეყნიდან გაემგზავრა ავღანეთში.[63] გარდა ამისა, ავღანეთში ბინ ლადენმა გაიცნო ჰამიდ გული, რომელიც პაკისტანის არმიის სამ-ვარვსკვლავიანი გენერალი. მიუხედავად იმისა, რომ შტატები მოჯაჰედებს იარაღით და ფულით ეხმარებოდნენ, მათ ვარჯიშებს მაინც პაკისტანის შეიარაღებული ძალები აწარმოებდა.[64]

1984 წლისთვის ბინ ლადენმა და აბდულაჰ აზამმა დაარსეს მაჰთაბ ალ-ჰადიმათი, რომელიც ფინანსდებოდა მთელი არაბული სამყაროდან. ამ ორგანიზაციის წყალობით ბინ ლადენმა მიიღო თავისი მემკვიდრეობა, რომლიდანაც აფინანსებდა თვითმფრინავების ბილეთებს,[65] ამარაგებდა მოჯაჰედებს საკვებით, აგვარებდა პრობლემებს დოკუმენტებთან პაკისტანის ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, პაკისტანის რეგიონ ჰაიბერ-პაჰტუნჰვაში ბინ ლადენმა ააგო სავარჯიშო ბანაკები, სადაც საბჭოთა მარიონეტული ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დასამარცხებლად მოხალისეები ვარჯიშობდნენ. შესაძლოა, რომ ბინ ლადენმა შეიარაღებულ შეტაკებებშიც მიიღო მონაწილეობა (ჯაჯის ბრძოლა). ამ დროს ის ბევრი არაბის კუმირი გახდა. ბინ ლადენი აღშპოთებული იყო, რომ ავღანეთში ადგილობრივი ტომები ერთმანეთს ებრძოდნენ.[2]  

ალ-კაიდას შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლისთვის ოსამამ დატოვა მაჰთაბ ალ-ჰადიმათი. ამის მიზეზი იყო აბდულაჰ აზამის პოზიცია ავღანელი მეომრების მიმართ: ის უბრალოდ მხარს უჭერდა ავღანელ მეორებს, გარდა ამისა, მას სურდა რომ მოჯაჰედები ავღანეთში ბევრ ჯგუფად გაეფანტათ, როდესაც ბინ ლადენს უნდოდა ერთი დიდი, გაერთიანებული არმიის შექმნა.[66] 1988 წლის 20 აგვისტოს შეხვედრის მიხედვით, იმ დროისთვის ალ-ქაიდა იყო „ჩვეულებრივი ისლამური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო ღმერთის სიტყვის დიდება და ისლამის მსოფლიოში გამარჯვება“. გასაწევრიანებლად საჭირო იყო სმენის უნარი, კარგი მანერები, მორჩილება და უფროსის ნების შესრულება.[67]

რაითის მონაცემებით, ჯგუფის რეალური სახელი პუბლიკაში გამოყენებული არ იყო, რადგანაც „მისი არსებობა მაშინ დიდი საიდუმლო იყო“.[68] მისი გამოკვლევის მიხედვით, ალ-ქაიდა წარმოიქმნა 1988 წლის 11 აგვისტოს, ეგვიპტური ჯიჰადის ლიდერის, აბდულაჰ აზამის და ბინ ლადენის შეხვედრაზე. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ბინ ლადენი ავღანეთიდან წითელი არმიის გასვლის შემდეგ ავღანურ ჯიჰადს დააფინანსებდა.[69] 1989 წლის თებერვლის საბჭოთა კავშირმა თავისი ჯარი ავღანეთიდან გაიყვანა, ხოლო 1990 წელს ბინ ლადენი არაბეთში დაბრუნდა როგორც ჯიჰადის გმირი, რომელმაც „უძლიერესი სახელმწიფო დაამარცხა“.[70]

სადამ ჰუსეინის ერაყის მიერ ქუვეითის ანექსიამ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი საფრთხის ქვეშ დააყენა. საუდის არაბეთის საზღვართან მდგომი ერაყული ჯარი და სადამ ჰუსეინის პანარაბული მოწოდებები ქვეყანაში პანარაბული იდეების გავრცელებას იწვევდა. ამ სიტუაციაში ბინ ლადენი შეხვდა მეფე ფაჰდს და თავდაცვის მინისტრს, რომლებსაც მოუწოდა, რომ ამერიკულ ან კიდევ სხვა ქვეყნის დახმარებაზე უარი ეთქვათ და თავისი არაბული ლეგიონის დახმარება შესთავაზა. სამეფო ოჯახმა ბინ ლადენის წინადადებაზე უარი თქვა და ამერიკული ჯარი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე დაუშვა.[71] ამის შემდეგ, ბინ ლადენმა პუბლიკაზე გააკრიტიკა ქვეყნის ამერიკულ ძალაზე დამოკიდებუბა და განაცხადა, რომ მუსულმანური სამყაროს ორი უწმინდესი ქალაქი, მექა და მედინა, სადაც მუჰამედ წინასწარმეტყველმა ალაჰის შეტყობინება მიიღო, მხოლოდ მუსულმანების მიერ უნდა ყოფილიყო დაცული. მისი განცხადებების გამო საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მისი გაჩუმება სცადა, მაგრამ, ბინ ლადენი კრიტიკას მაინც აგრძელებდა. ამის გამო 1992 წელს ხელისუფლებამ მისი დეპორტაცია მოახდინა.[72]

ამავე დროს, ნიუ-ჯერსიში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ელ საიდ ნოსაირის სახლის რეიდი მოაწყო. ძალოვნებმა აღმოაჩინეს ალ-ქაიდას მომავალი გეგმების დოკუმენტები, მათ შორის იყო 11 სექტემბრის გეგმები და ალ-ქაიდას ტერორისტული გეგმები სხვა არამუსულმანურ ქვეყნებში. საბოლოოდ, ნოსაირი 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებში მონაწილეობისთვის და 1990 წელს რაბი მეირ კაჰანეს მკვლელობისთვის გასამართლეს.[73]

სუდანი და ავღანეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუდანში, ქალაქ ჰათოუმში ბინ ლადენმა მოჯაჰედებისთვის კიდევ ერთი ბაზა დაარსა. გარდა ამისა, სუდანში ყოფნის დროს მან ალ-მაშთალის ქუჩაზე იყიდა სახლი და ჩადო დიდი ინვესტიციები ინფრასტუქტურაში, აგროკულტურაში და ბიზნესში. გარდა ამისა, სუდანში ის იყო ბრიტანული ფირმის, „Hunting Surveys“-ს წარმომადგენელი.[74] სუდანში ბინ ლადენი აკეთებდა გზებს. აღსანიშნავია, რომ სუდანში მოქმედებდნენ ზუსტად ის ბულდოზერები, რომლებიც თავის დროზე ბინ ლადენმა ავღანეთში სამუშაოდ დაიქირავა. გარდა ამისა, ბევრი მუშა მასთან ერთად ავღანეთში საბჭოთა კავშირს ებრძოდა. სუდანში მან სახელი გაითქვა თავისი გულუხვობით ღარიბების მიმართ[75][76] და საუდის არაბეთის მეფის კრიტიკით. საპასუხოთ, 1994 წელს მეფემ ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა და დაარწმუნა მისი ოჯახი აღარ მიეცათ ბინ ლადენისთვის 7 მილიონიანი სტიპენდია.[77]

ამ დროისთვის ბინ ლადენი დაკავშირებული იყო ეგვიპტურ ისლამურ ჯიჰადთან (ეიჯ), რომელიც ალ-კაიდას ბირთვი იყო. 1995 წელს ეიჯ-მა სცადა ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მკვლელობა, რის გამოც სუდანში ორგანიზაციას ბოლო მოეღო.

ამავე დროს, შეერთებული შტატები ადანაშაულებდნენ სუდანს საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორობაში, ხოლო ბინ ლადენს სუდანურ უდაბნოში ტერორისტების ვარჯიშში. მეორე მხრივ, სუდანის ხელისუფლების მიხედვით, შტატების პოზიცია უკვე მოძველებული იყო, რადგანაც ისლამისტურმა პოლიტიკურმა ლიდერმა ჰასსან ალ-თურაბიმ დაკარგა თავისი გავლენა ქვეყანაში. სუდანში უნდოდათ, რომ შეერთებული შტატები ჩარეულიყვნენ, მაგრამ თეთრი სახლი უარს ამბობდა მათთან შეხვედრაზე ბინ ლადენის ექსტრადირების შემთხვევაშიც კი. ამერიკელებმა სუდანში ვიზიტი მხოლოდ 2000 წელს განახორციელეს.[74]

11 სექტემბრის კომისიის განცხადება:

ვიკიციტატა
„1995 წლის ბოლო თვეებში, როდესაც ბინ ლადენი ჯერ კიდევ სუდანნში იყო, სახელმწიფო დეპარტამენტმა და CIA-მ აღმოაჩინა, რომ სუდანის ხელისუფლება არაბეთთან ბინ ლადენის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. CIA-ს ოფიცერმა, ბილი ვოჰმა ბინ ლადენის დაკავების ოპერაცია მოამზადა, მაგრამ საჭირო უფლება ვერ მიიღო.[78] ხოლო სუდანში შტატების ელჩმა, ტიმოფი კარნიმ სუდანის ხელისუფლებას აღებული კურსით სვლის გაგრძელება მოუწოდა. მეორე მხრივ, არაბებს არ სუნდათ ბინ ლადენის დაბრუნება. სუდანის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ სუდანმა შესთავაზა ამერიკას ბინ ლადენის ექსტრადირება, მაგრამ კომისიამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა. რაც შეეხება ელჩ კარნის, მას ჰქონდა ინსტრუქცია: მას უნდა დაერწმუნებინა სუდანის ხელისუფლება ბინ ლადენის ექსტრადირებაზე. მას არ გააჩნდა არანაირი ლეგალური მიზეზი სუდანელებისგან უფრო მეტი მოეთხოვა, რადგან იმ დროისთვის ბინ ლადენის მიმართ არც ერთი ქვეყნისგან არანაირი პრეტენზია არ იყო.“[79]

11 სექტემბრის კომისიის განცხადება:

ვიკიციტატა
„1996 წლის თებერვალში სუდანის ხელისუფლება ნელ-ნელა დაუახლოვდა შტატების და სხვა ქვეყნების მთავრობებს. სუდანელებმა იკითხეს, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად. საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო შეხვედრების დროს სუდანმა არაბებს ბინ ლადენის პატიება სთხოვა და მისი ექსტრადირება შესთავაზა. შტატების ხელისუფლებამ საიდუმლო დისკუსიებზე მარტში გაიგო. საუდის არაბეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უნდოდა ბინ ლადენის ექსტრადირება, მაგრამ, მათ უკვე გაუქმებული ჰქონდათ მისი მოქალაქეობა და არ აპირებდნენ პატიებას. ამ დროს ბინ ლადენი სუდანში, სადაც მან მკვლელობის მინიმუმ ერთი მცდელობა გადაიტანა, თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. ბინ ლადენი ფიქრობდა, რომ მისი მკვლელობის ცდა ეგვიპტელების ან არაბების საქმე იყო, რომელი CIA-მ დააფინანსა.“

სუდანზე არაბეთის, ეგვიპტის და შტატების დიპლომატიური ზეწოლის გამო სუდანის ხელისუფლებამ ბინ ლადენს ნება დართო ქვეყანა თავისი ნებით დაეტოვებინა. მან ავღანეთში, ჯალალაბადში დაბრუნება აირჩია. ავღანეთში ის ჩარტერული რეისით, 1996 წლის 18 მაისს ჩავიდა. იქ ბინ ლადენი იყენებდა მულაჰ მოჰამედ ომართან მეგობრობის ყალბ სტატუსს.[80] 11 სექტემბრის კომისიის თანახმად, სუდანიდან წასვლამ ბინ ლადენის ორგანიზაცია საგრძნობლად დაასუსტა.[81] ზოგიერთმი ავტორიტეტული აფრიკული წყარო წერს, რომ სუდანის დატოვების გამო ბინ ლადენს ტერორისტობა მოუწია და სუდანიდან მასთან ერთად წასული 300 ავღანელიც ტერორისტი გახდა. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით სუდანში ბინ ლადენმა 20 მლნ.[82] დოლარიადნ 300 მლნ. დოლარამდე დაკარგა[83]. სახელმწიფომ ხელში ჩაიგდო მისი სამშენებლო მასალები, ბიზნესი, მიწები და ცხენებიც კი.

1996 წლის აგვისტოს ბინ ლადენმა ომი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს.[84] ამის ერთ-ერთი მიზეზი ჯორჯ ბუშ უფროსის და მეფე ფაჰდის შეთანხმების შეუსრულებლობა იყო. ამერიკელებს არაბეთი 1990 წლისთვის უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ 1996 წლისთვის ისინი ჯერ კიდევ იქ იყვნენ. ბუშმა ამერიკელების იქ დარჩენის აუცილებლობა სადამ ჰუსეინის საბოლოო განადგურების სურვილით ახსნა. ბინ ლადენი ფიქრობდა, რომ „ბოროტი ძალები“ ცდილობდნენ რეგიონი აეღოთ და ის ისრაელის კონტრქოლის ქვეშ მოექციათ, ხოლო საუდის არაბეთს შტატების კოლონიათ მიიჩნევდა.

შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბინ ლადენმა შეადგინა ფეტვა, რომელიც ლონდონში არსებულმა გაზეთმა, „Al Quds Al Arabi“-ში გამოაქვეყნა. სტატიის სათაური იყო „ორი წმინდა ადგილის ოკუპანტებისთვის: ამერიკელებისთვის ომის გამოცხადება“ (ინგლ. Declaration of War against the Americans Occupying the Land of the Two Holy Places). საუდის არაბეთს ზოგჯერ ეძახიან ორი წმინდა მეჩეთის მიწას, რადგან მის ტერიტორიაზე ორი წმინდა ქალაქი — მექა დე მედინა. ოკუპაციდან კი მოხსენებული იყო ამერიკელების სამხედრო ბაზების საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განთავსება.

ავღანეთში ყოფნისას ბინ ლადენი ფულს იღებდა „საბჭოთა ჯიჰადის დროის“ დონორებიდან და პაკისტანისგან. ფულით ის მოჯაჰედების სავარჯიშო ბაზებს ქმნიდა. გარდა ამისა, ბინ ლადენი დაეუფლა ავღანეთის არიანას ავიახაზებს, რომელსაც პაკისტანის და არაბეთის ტერიტორიის გავლით გადაჰყავდა ისლამისტები, გადაჰქონდა ფული, იარაღი და ოპიუმი. გარდა ამისა, ისინი —ამზადებდნენ დოკუმენტებს ბინ-ლადენის დაჯგუფების წევრებისთვის. იარაღის კონტრაბანდისტი ვიქტორ ბოუთი ეხმარებოდა ავიაგადაზიდვებს. მაიკლ შეუერი, CIA-ს ყოფილი უფროსი თვლიდა, რომ ავიახაზებს იყენებდნენ, როგორც „ტერორისტულ ტაქსის“.

ადრეული ტერაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ბინ ლადენმა თავისი პირველი ტერაქტი 1992 წლის 29 დეკემბერს, ქალაქ ადენში მოაწყო. დაიღუპა ორი ადამიანი.[85]

ამის შემდეგ ალ-ქაიდა მიჩნეული იყო როგორც ორგანიზაცია, რომელიც ამართლებდა უდანაშუალო ადამაინების მკვლელობას. მამდოუჰ მაჰმუდ სალიმის მიერ გამოქვეყნებული ფეტვის მიხედვით, მტერთან ახლოს მდგომი ადამიანი სიკვდილისგან სარგებელს მიიღებდა: თუ ის კარგი მუსულმანი იყო, ის ჯანაჰში (სამოთხე) წავიდოდა, ხოლო თუ ურწმუნო — ჯანაჰამში (ჯოჯოხეთი).[86] ფეტვა წარუდგინეს ალ-კაიდას წევრებს, მაგრამ პუბლიკაში ის არ გამოსულა.

1990-იან წლებში ბინ ლადენის ალ-კაიდა ალჟირელ, ეგვიპტელ და ავღანელ ჯიჰადისტებს ფინანსურად და ზოგჯერ სამხედრო ძალითაც კი ეხმარებოდა. ასე, 1992 ან 1993 წელს მან ალჟირში თავისი „ელჩი“, ქარი ელ-საიდი გაგზავნა, რომელსაც ისლამისტების დასახმარებლად 40 000$ გაატანა. ბინ ლადენის ამ მოქმედებმა წააქეცა ისლამისტები ომის გაგრძელებისკენ, რის გამოც 150 000-200 000 ალჟირელი დაიღუპა. ომი ისლამისტების გამარჯვებით დასრულდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ 1997 წლის 17 ნეომბერს მოწყობილი ხოცვა, რომელმაც 62 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა, ბინ ლადენის მიერ იყო დაფინანსებული.[87] ამან ეგვიპტის რესპუბლიკის აღშფოთება გამოიწვია. 1997 წლის შუა თვეებში დადგა საფრთხე, რომ ნატო ქალაქ ჯალალაბადს აიღებდა, რის გამოც ბინ ლადენს მოუწია ქვეყნის ჩრდილოეთში გადასულიყო.[88]

კიდევ ერთი წარმატებული ტერაქტი ბინ ლადენის დახმარებით ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე-შარიფში ჩატარდა. ბინ ლადენი თალიბანს ასობით არაბ მეომარს უგზავნიდა, რის გამოც მან თალიბანთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. მადლობის ნიშნად თალიბანი ბინ ლადენს დაეხმარა: თალიბანმა ქ.ჰაზარში ხუთი ან ექვსი ათასი ადამიანი მოკლა.[89]

1998 წლის თებერვალში ოსამა ბინ ლადენმა და აიმან აზ-ზავაჰირიმ გამოაქვეყნეს ფეტვა, რომელშიც „მსოფლიო ისლამური ფრონტის შექმნა“ გამოაცხადეს და დაიწყეს ომი ჯვაროსნების და ებრაელების წინააღმდეგ. ფეტვაში ეწერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის და მათი მოკავშირეების მოკვლა და მათგან ალ-აქსის და წმინდა მეჩეთების განთავისუფლება თითოეული მუსულმანის ვალი იყო. ბინ ლადენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოამერიკელები ძალიან ადვილი სამიზნენი არიან, და რომ ამაში ისინი მალევე დარწმუნდებოდნენ.

ალ-კაიდას კონგრესი ბინ ლადენმა და ალ-ზავაჰირიმ 1998 წლის 24 ივნისს შექმნეს.[90] იმავე წლის 7 აგვისტოს აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ამერიკის საელჩოებში მოხდა ტერაქტები. დაიღუპა ასეულობით ადამიანი. ეს იქ ბინ ლადენის მიერ ჩაყვანილი ეგვიპტელი ჯიჰადისტების მიერ იყო მოწყობილი. მალევე ბინ ლადენმა პუბლიკას მათზე უამბო კიდეც, რითიც შტატების ყურადღება მოიპოვა და ფედერალური ბიუროს „ათ ყველაზე ძებნად ტერორისტთა სიაში“ შევიდა.

1998 წლის დეკემბერში CIA-ს ანტიტერორისტული ცენტრის მეთაურმა პრეზიდენტ ბილ კლინტონს შეატყობინა, რომ ალ-კაიდა შტატებზე ტერორისტულ თავდასხმებს აპირებდა. ასევე, მისი ინფორმაციით, ალ-კაიდაში ამზადებდნენ გუნდს თვითმფრინავის გატაცებისთვის.[91] 2000 წლის ბოლო თვეებში რიჩარდ კლარკმა განაცხადა, რომ ალ-კაიდა და ბინ ლადენი 2000 წლის 3 იანვრისთვის ამზადებდნენ ტერაქტებს იემენში. გეგმა ჩაშალა იორდანიის ანტიტერორსტულმა გეგმამ. იორდანელებმა ასევე დააპატიმრეს აჰმედ რესამი.

11 სექტემბრის ტერაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ღმერთმა იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ცათამბრჯენების შეტევას... მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაცია აუტანელი გახდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ პალესტინელების და ლიბანელების მიმართ გაუმართლებელი ამერიკულ-ებრაული ტერორის მოწმენი გავხდით, მე ამაზე ფიქრი დავიწყე. და მოვლენებმა, რომლებმაც ჩემზე იმოქმედა, იყო 1982 წელს და იმ დროს მომხდარი ამბები, როდესაც ამერიკამ ისრაელს ლიბანში შეჭრის საშუალება მისცა, და როდესაც ისინი მათ დაეხმარნენ კიდეც... როდესაც მე ვუყურებდი ლიბანში განადგურებულ ცათამბრჯენებს, გადავწვიტე ურწმუნოები ზუსტად ასეთი გზით დამესაჯა.. რათა მათ ეგრძნოთ ის, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, და შეეწყვიტათ ჩვენი ქალების და ბავშვების მოკვლა... [92]

2004 წელს ოსამა ბინ ლადენმა საბოლოოდ აღიარა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებზე ის იყო პასუხისმგებელი.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსამა ბინ ლადენი მოკლეს 2011 წლის 2 მაისს, ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე[93][94], პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეცნაზის დახმარებით.

ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაციის ბრძანება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ოპერაცია განხორციელდა CIA-ს ცენტრალურ დაზვერვის შტაბში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია ამერიკელებმა ავღანეთიდან დაიწყეს, შემდეგ კი[95] მოაწყვეს რეიდი მის სახლზე აბოტაბადში. რეიდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბინ ლადენის გვამი იდენტიფიკაციისთვის ავღანეთში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ, გარდაცვალებიდან 24 საათში ზღვაში დაასაფლავეს.[96]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scheuer, Michael (February 7, 2008). "Yemen still close to al Qaeda's heart"Asia Times Online.
  2. 2.0 2.1 Robert Fisk (2005). The Great War For Civilisation, p. 4.
  3. United States v. Usama bin Laden et al., S (7) 98 Cr. 1023, Testimony of Jamal Ahmed Mohamed al-Fadl (SDNY February 6, 2001).
  4. Robert Fisk (2005). The Great War For Civilisation, p. 22.
  5. "FBI Ten Most Wanted Fugitives". FBI.gov. Archivedfrom the original on January 3, 2008.
  6. Dan Eggen (August 28, 2006). "Bin Laden, Most Wanted For Embassy Bombings?". The Washington Post.
  7. "Most wanted terrorists list released". CNN. October 10, 2001
  8. "Fbi – Usama Bin Laden"
  9. "The Navy SEAL Who Shot Bin Laden Is: Rob O'Neill From Butte Montana"Soldier of Fortune Magazine. November 6, 2015. Archived from the original
  10. Whitaker, Brian. "Arabic words and the Roman alphabet". Al-Bab.com
  11. bin Laden, Najwa; bin Laden, Omar; Sasson, Jean (2009). Growing up Bin Laden: Osama's Wife and Son Take Us Inside Their Secret World. New York: St. Martin's Press. p. 301. ISBN 978-0-312-56016-4.
  12. "Most Wanted Terrorist – Usama Bin Laden". FBI. Archived
  13. "Meaning of Usama". English–Arabic Almaany Dictionary. 2011.
  14. Warrick, Joby (September 8, 2007). "In a New Video, Bin Laden Predicts U.S. Failure in Iraq"
  15. "Frontline: Hunting Bin Laden: Who is Bin Laden?: Chronology". PBS. Archived
  16. David Johnson. "Osama bin Laden infoplease".InfopleaseArchived from the original on January 20, 2008. 
  17. 17.0 17.1 17.2 Steve Coll (December 12, 2005). "Letter From Jedda: Young Osama- How he learned radicalism, and may have seen America"
  18. "Osama bin Laden". GlobalSecurity.org. January 11, 2006.
  19. "The Mysterious Death of Osama Bin Laden". August 3, 2011. 
  20. "Osama bin Laden", The Economist, May 5, 2011, p. 93.
  21. Beyer, Lisa (September 24, 2001). "The Most Wanted Man in the World"Time. Retrieved May 26,2010.
  22. Bergen 2006, pp. 52
  23. Messages to the World: The Statements of Osama bin Laden, Verso, 2005, p. xii.
  24. Encyclopedia of World Biography Supplement, Vol. 22. Gale Group, 2002. (link requires username/password)
  25. "A Biography of Osama Bin Laden". PBS Frontline. Retrieved May 26, 2010.
  26. Aziz Hug (January 19, 2006). "The Real Osama".The American Prospect. Archived from the originalon April 30, 2008. Retrieved January 6, 2012.
  27. Gunaratna, Rohan (2003). Inside Al Qaeda (3rd ed.). Berkley Books. p. 22. ISBN 0-231-12692-1.
  28. Wright 2006, pp. 79
  29. Michael Hirst (September 24, 2008). "Analysing Osama's jihadi poetry". BBC News. RetrievedMay 26, 2010.
  30. "Osama bin Laden's bodyguard: I had orders to kill him if the Americans tried to take him alive"Daily Mirror. May 4, 2011. Retrieved April 20, 2012.
  31. Michael Slackman (November 13, 2001). "Osama Kin Wait and Worry"Los Angeles Times. RetrievedMay 26, 2010.
  32. Brian Todd; Tim Lister (May 5, 2011). "Bin Laden's wives – and daughter who would 'kill enemies of Islam'". CNN Edition: International. Retrieved May 5,2011.
  33. "Osama's Women". CNN. March 12, 2002. RetrievedMay 26, 2010.
  34. Amy Zalman. "Profile: Osama bin Laden". About.com. Retrieved May 26, 2010.
  35. "Osama bin Laden's family 'stranded' in Iran, son says"The Telegraph. July 19, 2010.
  36. Al-Bahri, Nasser, Guarding bin Laden: My Life in al-Qaeda. pp. 150–160. Thin Man Press. London.ISBN 9780956247360
  37. ABC News. "Blood Brothers: Could Osama Have Been Tamed?"ABC News.
  38. Best of the Web: Osama's Brother Died in San Antonio, Red Velvet Onion Rings|WOAI: San Antonio News
  39. Wright 2006, pp. 83
  40. "I met Osama Bin Laden". BBC News. March 26, 2004. Retrieved May 15, 2006.
  41. Messages, (2005) p. 70. Al Jazeera interview, December 1998, following Kenya and Tanzania embassy attacks.
  42. Messages, (2005), p. 119, October 21, 2001, interview with Taysir Alluni of Al Jazeera.
  43. Scheuer, Michael (2004). Imperial Hubris. Dulles, Virginia: Brassey's, Inc. p. 9. ISBN 978-0-9655139-4-4The focused and lethal threat posed to U.S. national security arises not from Muslims being offended by what America is, but rather from their plausible perception that the things they most love and value—God, Islam, their brethren, and Muslim lands—are being attacked by America.
  44. 44.0 44.1 October 6, 2002. Appeared in Al-Qala'a website and then The Observer and The Guardian on November 24, 2002.
  45. Gardell, Matthias (2003). Gods of the Blood: The Pagan Revival and White Separatism. Durham and London: Duke University Press. p. 325. ISBN 978-0822330714.
  46. Messages, 2005, p. 218. "Resist the New Rome", audiotape delivered to al-Jazeera and broadcast by it on January 4, 2004.
  47. Halverson, Jeffry R. (2010). Theology and Creed in Sunni Islam: The Muslim Brotherhood, Ash'arism, and Political Sunnism. Palgrave Macmillan. p. 80. It was there that he met the Athari-Wahhabite militant Osama bin Laden...
  48. Dale C. Eikmeier (Spring 2007). "Qutbism: An Ideology of Islamic-Fascism"Parameters. pp. 85–98. Archived from the original on June 9, 2007. Retrieved May 26, 2010.
  49. Messages, (2005), p. 143. from an interview published in Al-Quds Al-Arabi in London, November 12, 2001 (originally published in Pakistani daily, Ausaf, Nov. 7)
  50. Messages to the World, (2005), pp. xix–xx, editor Bruce Lawrence.
  51. "Conversation With Terror"Time. January 1999. Retrieved March 22, 2015.
  52. "frontline: the terrorist and the superpower: who is bin laden?: interview with osama bin laden (in may 1998)". pbs.org. Archived from the original on May 8, 1999.
  53. Messages, (2005), p. 190. from 53-minute audiotape that "was circulated on various websites" dated February 14, 2003. "Among a Band of Knights"
  54. Wright 2006, pp. 303 "From interview with Ali Soufan– a Lebanese Sunni FBI agent"
  55. Wright 2006, pp. 167
  56. Wright 2006, pp. 172
  57. "Bin Laden: Goal is to bankrupt U.S.". CNN. November 2, 2004.
  58. "Full transcript of bin Ladin's speech"Al Jazeera. November 1, 2004. Retrieved November 16, 2008
  59. "Bin Laden called for Americans to rise up over climate change"Reuters. 2016-03-03. Retrieved2016-04-03.
  60. http://www.washingtontimes.com, The Washington Times. "Osama bin Laden called for Americans to help Obama fight climate change"The Washingtion Times. Retrieved 2016-04-03.
  61. "Who is Osama Bin Laden?". BBC News. September 18, 2001. Retrieved May 28, 2010.
  62. Interview with Robert Fisk, March 22, 1997, 'The Great War For Civilisation', 2005, p.7.
  63. "Story of US, CIA and Taliban"The Brunei Times. 2009. Archived from the original on 2013-12-05.
  64. The Cost of an Afghan 'Victory'"The Nation. 1999. Archived from the original on 2014-03-02.
  65. Wright 2006, pp. 145 "Lawrence Wright estimates his share of the Saudi Binladin Group circa fall 1989 as amounted to 27 million Saudi riyals – a little more than [US]$7 million."
  66. Bergen 2006, pp. 74–88
  67. Wright 2006, pp. 133–134
  68. Wright 2006, p. 260
  69. Asthana, N. C (January 1, 2009). Urban Terrorism : Myths And Realities. Pointer Publishers. p. 108.ISBN 978-81-7132-598-6.
  70. Wright 2006, pp. 146
  71. Jehl, Douglas (December 27, 2001). "A Nation Challenged: Holy war lured Saudis as rulers looked Away"The New York Times. pp. A1, B4. RetrievedMay 28, 2010.
  72. 'The Great War for Civilisation', Robert Fisk, 2005, p4.
  73. "USA v. Omar Ahmad Ali Abdel-Rahman et al: 93-CR-181-KTD". MIPT Terrorism Knowledge Base. Archived from the original on January 9, 2008. Retrieved May 28, 2010.
  74. 74.0 74.1 David Rose (January 2002) The Osama Files Vanity Fair
  75. Gallab, Abdullahi A. (2008). The first Islamist republic: development and disintegration of Islamism in Sudan. Ashgate Publishing, Ltd. p. 127. ISBN 978-0-7546-7162-6. Retrieved May 7, 2011.
  76. 'The Great War for Civilisation', Robert Fisk, 2005, p5.
  77. Wright 2006, pp. 195
  78. Hunting the Jackal: A Special Forces and CIA Soldier's Fifty Years on the Frontlines of the War Against Terrorism, 2004.
  79. "Responses to Al Qaeda's Initial Assaults" (PDF). 9/11 Commission. Retrieved May 28, 2010.
  80. Megan K. Stack (December 6, 2001). "Fighters Hunt Former Ally"Los Angeles Times. Retrieved May 28,2010.
  81. "The Foundation of the New Terrorism" (PDF). 9/11 Commission. Retrieved May 28, 2010.
  82. Wright 2006, pp. 222
  83. Stern 2003, pp. 253
  84. Bergen 2008, p. 14.
  85. "Who is bin Laden?: Chronology". PBS. RetrievedMay 28, 2010.
  86. testimony of Jamal al-Fadl, U.S. v. Usama bin Laden, et al.
  87. Jailan Halawi, "bin Laden behind Luxor Massacre?",Al-Ahram Weekly, May 20–26, 1999.
  88. Testimony of Abdurahman Khadr as a witness in the trial against Charkaoui, July 13, 2004.
  89. Rashid, Taliban, p. 139
  90. Michel Elbaz (July 18, 2005). "Russian Secret Services' Links With Al-Qaeda". Axis Globe. Archived from the original on July 21, 2010.
  91. "Bin Ladin Preparing to Hijack U.S. Aircraft and Other Attacks"Director of Central Intelligence. December 4, 1998. Archived from the original on May 22, 2010. Retrieved March 3, 2016.
  92. "God knows it did not cross our minds to attack the towers"The Guardian (London). October 30, 2004. Retrieved May 25, 2010.
  93. Greg Miller (May 5, 2011). "CIA spied on bin Laden from safe house"The Washington Post. RetrievedMay 6, 2011.
  94. Cooper, Helene (May 1, 2011). "Obama Announces Killing of Osama bin Laden"The New York Times. Retrieved May 1, 2011.
  95. C. Christine Fair (May 4, 2011). "The bin Laden aftermath: The U.S. shouldn't hold Pakistan's military against Pakistan's civilians"Foreign Policy. RetrievedMay 10, 2011.
  96. "Osama Bin Laden, al-Qaeda leader, dead – Barack Obama". BBC News. May 1, 2011. Retrieved May 2,2011.