ელი ვიზელი
ელი ვიზელი (იდიშ. אלי וויזל, ფრანგ. Elie Wiesel; დ. 30 სექტემბერი 1928, სიგეტი, ტრანსილვანია, რუმინეთი — გ. 2 ივლისი 2016, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი და ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. 1986 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ჰოლოკოსტის საპრეზიდენტო კომისიის ხელმძღვანელი, წერდა იდიშზე, ივრითზე, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.
წარმოშობით ტრადიციული, რელიგიური ებრაელის ოჯახიდანაა, რომელიც გადაურჩა ჰოლოკოსტის წლებში აუშვიცისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს. ევროპელი ებრაელების კატასტროფის ცნობილი პროპაგანდისტი.
1985 წელს დააჯილდოეს აშშ-ის კონგრესის ოქროს მედლით. მას ასევე მრავალი სხვა ჯილდო აქვს აღებული თავისი ლიტერატურული, სოციალური და პროპაგანდისტული საქმიანობისათვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ჩრდილოეთ ტრანსილვანიის ქალაქ სიგეტეში (ამჟამად რუმინეთი) რელიგიური ებრაელის ოჯახში, რომლებიც იცავდნენ ჰასიდიზმის ტრადიციებს. მამამისის, შლოიმ ელიში ვიზელის ოჯახი წარმოშობით არის იმიერკარპატებიდან, ქალაქ ჰუსტიდან. დედის, სარა ფეიგის ოჯახი კი ველიკი-ბიჩკოვიდან[29]. ჰყავდა სამი და: უფროსები ბეატრისი და ჰილდა, ხოლო უმცროსი ციპორა. მიიღო ტრადიციული ებრაული რელიგიური განათლება. ოჯახში საუბრობდნენ იდიშზე, უნგრულ, გერმანულ და რუმინულ ენებზე.
1940 წელს სიგეტი ვენის მეორე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მიაკუთვნეს უნგრეთს და 1944 წელს ნაცისტური გერმანიის ზეწოლით ყველა ებრაელი, მათ შორის ვიზელი და მისი ოჯახი, გადაასახლეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. მისი ამოკვეთილი ნომერი იყო „A-7713“. ბანაკში ჩასვლისთანავე ვიზელი და მამამისი დაშორდნენ დებს და დედას. სარა და ციპორა ვერ გადაურჩნენ პატიმრობას. ვიზელი და მამამისი გააგზავნეს ოსვენციმის შრომით ბანაკ მონოვიცში. მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები გადაჰყავდათ ოსვენციმის ერთი სექტორიდან მეორეში, ვიზელმა და მამამისმა მოახერხეს რვა თვის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ყოფნა. 1944-1945 წლების ზამთარში ელი და შლოიმე ოსვენციმიდან ბუხენვალდში გადაიყვანეს. ბანაკში ჩასვლიდან ძალიან მალევე 1945 წლის 29 იანვარს შლოიმე გარდაიცვალა დაუძლურების, ავადმყოფობისა, ზედამხედველბისა და პატიმრების მხრიდან ცემის გამო. ამ პერიოდში ვიზელის რელიგიური რწმენა შეირყა, თუმცა მას შემდეგ მთელი ენერგიით დაუბრუნდა.
ვიზელი ომის შემდეგ აღმოჩნდა პარიზში, სადაც იპოვა თავისი დები ბეატრისი და ჰილდა. მოგვიანებით ორივე მათგანი ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლდა.
1948-1951 წლებში სწავლობდა სორბონში, სადაც შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და ფსიქოლოგია, შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად. ერთი წელი გაატარა ინდოეთში. 1955 წელს იგი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1963 წელს მიიღო მოქალაქეობა. 1969 წელს დაქორწინდა ასევე საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილ ავტრიელ მარიონ ერსტერ როუზზე და მათ შეეძინათ შვილი შლოიმე ელიშა ვიზელი.
ვიზელმა ლიტერატურული კარიერა დაიწყო იდიშზე, მომდევნო წლებში დაიწყო პუბლიკაციების გამოქვეყნება ივრითზე, შემდეგ გადავიდა ძირითადად ფრანგულ, ხოლო ბოლო წლებში ინგლისურ ენაზე. მისი პირველი წიგნი „და დუმდა მსოფლიო“ 1956 წელს გამოქვეყნდა არგენტინაში იდიშზე.
ელი ვიზელი ასწავლიდა იელის, ბოსტონისა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტებში. 1976 წლიდან ბოსტონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების დამსახურებული პროფესორია. 1978-1987 წლებში ხელმძღვანელობდა ჰოლოკოსტის საპრეზიდენტო კომისიას, რომელმაც დააწესა ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, გეგმავდა კვლევით პროგრამებსა და კონფერენციებს. 1980-1986 წლებში ჰოლოკოსტის ამერიკის მემორიალური საბჭოს ხელმძღვანელია. 1988 წლიდან გაეროს მშვიდობის ელჩია.
2014 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცადა დაერწმუნებინა ელი ვიზელი, რომ კენჭი ეყარა ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა უარი მიიღო[30].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Elie Wiesel: First Person Singular(ინგლისური)
- Academy of Achievement: Elie Wiesel(ინგლისური)
- Text and audio of Elie Wiesel’s famous speech on The Perils of Indifference(ინგლისური)
- 1988 Audio Interview with Elie Wiesel by Don Swaim of CBS Radio, RealAudio(ინგლისური)
- Wiesel Words. The Nation. ციტირების თარიღი: 2015-6-13.
- 8 Questions for Elie Wiesel, JEWSWEEK article briefly discussing Wiesel’s view regarding the moral necessity of the Iraq War.(ინგლისური)
- Elie Wiesel on his Beliefs — Toronto Star დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Elie Wiesel & Palestinian Memories დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11880975X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 9.0 9.1 AlKindi
- ↑ 10.0 10.1 Babelio — 2007.
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.haaretz.com/israel-news/1.575072
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.yadvashem.org/odot_pdf/Microsoft%20Word%20-%206522.pdf
- ↑ LIBRIS — 2016.
- ↑ https://www.hotnews.ro/stiri-arhiva-1247406-elie-wiesel-trimite-inapoi-lui-iliescu-steaua-romaniei.htm
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1986/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://www.u-bordeaux-montaigne.fr/fr/universite/decouvrir-bordeaux-montaigne/histoire-d-universite.html
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ Honorary Doctorate Recipients — Florida Atlantic University.
- ↑ https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
- ↑ https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2007-great-immigrants/
- ↑ https://www.spelman.edu/docs/honorary-degrees/honorary-degree-recipients---1977-present---as-of-november-2022---revised-(012023).pdf?sfvrsn=f4347e51_2
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ Elie Wiesel «All Rivers Run to the Sea: Memoirs»
- ↑ Нетаниягу предлагал Эли Визелю баллотироваться в президенты. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-05. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
|
- დაბადებული 30 სექტემბერი
- დაბადებული 1928
- გარდაცვლილი 2 ივლისი
- გარდაცვლილი 2016
- ნიუ-იორკში გარდაცვლილები
- ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში
- ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი-კომანდორები
- ამერიკის ეროვნული ჰუმანიტარული მედლის მფლობელები
- მედიჩის პრემიის ლაურეატები
- პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მფლობელები
- კონგრესის ოქროს მედლის მფლობელები
- ამერიკელი მწერლები
- ფრანგი მწერლები
- ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- რუმინელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის მთარგმნელები
- XXI საუკუნის მთარგმნელები
- ამერიკელი მამაკაცი რომანისტები
- ამერიკელი მემუარისტები
- უნგრელი მწერლები
- მასაჩუსეტსელი რომანისტები
- რუმინელი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები