ოსკარ არიას სანჩესი
ოსკარ არიას სანჩესი | |
კოსტა-რიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 2006 – 8 მაისი, 2010 | |
წინამორბედი | აბელ პაჩეკო |
მემკვიდრე | ლაურა ჩინჩილია |
კოსტა-რიკის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 1986 – 8 მაისი, 1990 | |
წინამორბედი | ლუის ალბერტო მონხე ალვარესი |
მემკვიდრე | რაფაელ კალდერონ ფურნიე |
დაბადებული | 13 სექტემბერი, 1940 ერედია, კოსტა-რიკა |
მოქალაქეობა | კოსტა-რიკა |
მეუღლე | მარგარიტა პენონი |
განათლება | კოსტა-რიკის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია (1987) |
ხელმოწერა |
ოსკარ რაფაელ დე ხესუს არიას სანჩესი (ესპ. Óscar Rafael de Jesús Arias Sánchez; დ. 13 სექტემბერი, 1940, ერედია, კოსტა-რიკა) — კოსტა-რიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კოსტა-რიკის პრეზიდენტი 1986-1990 და 2006-2010 წლებში, ქვეყნის ისტორიაში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი, რომელმაც დაიკავა თანამდებობა ჯილდოს მიღების შემდეგ. 1987 წელს მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომების დარეგულირების გამო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნესმენის ოჯახში. დაამთავრა კოსტა-რიკის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო სამართლისა და ეკონომიკის მაგისტრის, ხოლო შემდეგ ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში, ეკონომიკის დოქტორის ხარისხი. 1974 წელს ესექსის უნივერსიტეტში მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წლიდან ეროვნული დაგეგმარებისა და ეკონომიკის მინისტრია. 1970-იანი წლებში გაწევრიანდა ეროვნული გათავისუფლების პარტიაში და გახდა მისი საერთაშორისო, ხოლო მოგვიანებით გენერალური მდივანი. 1978-1981 წლებში პარლამენტის დეპუტატია. 1986 წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და მიიღო ხმები 52 %.
1987 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სალვადორისა და გვატემალის სამოქალაქო ომების დასრულებაში. არიასმა მოამზადა სამშვიდობო ხელშეკრულება. მისი წინადადება მოიწონეს ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ყველა ლიდერმა და ხელი მოაწერეს ესკიპულასის ხელშეკრულებას. აღნიშნული საქმიანობისათვის იმავე წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
1969 წელს კოსტა-რიკის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს აღარ შეეძლო ხელმეორედ კენჭისყრა. 2000 წელს არიასმა აღნიშნული ცვლილება გაასაჩივრა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში. თავდაპირველად უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს, მაგრამ 2003 წელს არიასმა ხელახლა წარადგინა სარჩელი. მას მხარი დაუჭირა ქვეყნის ბევრმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა, შედეგად მათ საშუალება მიეცათ არჩევნებში მონაწილეობისა.
2006 წელს არიასმა დაამარცხა თავისი მეტოქე სოლის ოტონი და მეორეჯერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. მისი მეორე პრეზიდენტობის ვადაში იგი დიდ ყურადღებას უთმობდა განათლების პრობლემებს. 2009 წელს ჰონდურასის პოლიტიკური კრიზისის დროს იგი გახდა შუამავალი მანუელ სელაიასა და რობერტო მიჩელეტის შორის. მან შეიმუშავა სამშვიდობო ხელშეკრულების შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა ჰონდურასის კონსტიტუციას.
პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიული თავისუფლებისა და მშვიდობისათვის.
2009 წლის 11 აგვისტოს ოსკარ სანჩეს არიასს აღმოაჩნდა გრიპის ვირუსი H1N1. ამ თვალსაზრისით იგი გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი რომელიც დაინფიცირდა ღორის გრიპით[1][2].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]22 წლის განმავლობაში 1996 წლამდე მისი მეუღლე იყო მარგარიტა პენონი, რომელთანაც ჰყავდა ორი გოგონა. 2012 წელს დაქორწინდა სუზანა ფიშელზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Interview in Guernica magazine დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Ubben Lecture at DePauw University; 8 December 2010 (includes audio/video)
- English translation of the "Algo hicimos mal" speech
- U.S.: Arias Government Knew How The Constitutional Court Would Vote On The TLC/WikiLeaks On Costa Rica: Translated From La Nación დაარქივებული 2016-03-14 საიტზე Wayback Machine.
- Accomplishments of Oscar Arias Sanchez
- Biography by CIDOB
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|