დენი მუკვეგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დენი მუკვეგე
ფრანგ. Denis Mukengere Mukwege
Denis Mukwege (2009) cropped (1).jpg
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1955
დაბადების ადგილი ბუკავუ, ბელგიის კონგო
მოქალაქეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
განათლება ბურუნდის უნივერსიტეტი, ანჟეს უნივერსიტეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
რელიგია ორმოცდაათიანელი
საქმიანობა გინეკოლოგი, პედიატრი
მეუღლე/ები კაბოი მაპენდო მადელინი
შვილ(ებ)ი 5
ჯილდოები ულოფ პალმეს პრემია (2008)
სახაროვის პრემია (2014),
ნობელის პრემია ნობელის პრემია, (2018)

დენი მუკენგერე მუკეგვე (ფრანგ. Denis Mukengere Mukwege; 1 მარტი, 1955, ბუკავუ, ბელგიის კონგო) — კონგოელი გინეკოლოგი და ორმოცდაათიანელი პასტორი. საპატიო ლეგიონის ორდენი კავალერი (2013), სახაროვის პრემიის ლაურეატი (2014), ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (2018). უფრო მეტად ცნობილია, როგორც პანზის ჰოსპიტლის დამაარსებელი და დირექტორი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაა. ამგვარ გაუპატიურებას ხშირად მიმართავდნენ კივუს კონფლიქტში მონაწილე აჯანყებულები, სწორედ ამიტომ დაზარალებულთა დიდი რაოდენობის მკურნალობის გამო, მუკვეგე აღიარებულია, როგორც თანამედროვეობის უდიდესი სპეციალისტი გინეკოლოგიური ტრავმების მკურნალობაში.[1] კონგოს მეორე ომის დროს, ზოგი მონაცემებით მუკვეგემ ათასობით ქალს გაუწია დახმარება, ზოგიერთ მათგანს კი — რამდენიმეჯერ, რომლის დროსაც მის 18 საათიანი სამუშაო დროის განმავლობაში 10-ზე მეტ ოპერაციას აკეთებდა.[1]

თავის კარიერის განმავლობაში მუკვეგე რამდენიმე პრემიის ლაურეატი გახდა, მათ შორის გაეროს პრემიის ადამიანის უფლებების დაცვისთვის (2008), ულოფ პალმეს პრემიის (2009) და სხვა მრავლის. 2014 წელს ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით, მისი შრომისთვის ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების რეაბილიტაციისთვის, გადაეცა სახაროვის სახელობის პრემია[2] და დაასახელეს მომავალში მშვიდობის ნობელის პრემიის გადაცემის ერთ-ერთ კანდიდატად.[3]

2018 წელს კი ნადია მურადისთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცებაში[4].

2014 წლიდან არის აშშ-ის ეროვნული სამედიცინო აკადემიის უცხოელი წევრი[5].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენი მუკვეგე დაიბადა 1955 წლის 1 მარტს ქალაქ კოსტერმანვილში, ბელგიის კონგოს კივუს პროვინციაში (ამჟამად ბუკავუ, სამხრეთი კივუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). იგი 50-იანელების პასტორის ოჯახში ცხრა შვილიდან მესამე შვილი იყო. მამამისი მუშაობდა შვედეთის მისიაში და ბავშვობიდან მამასთან ერთად სტუმრობდა დაავადებულ ადამიანებს, რის შემდეგაც გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო და დახმარებოდა იმ ადამიანებს ვისთვისაც მამამისი ლოცულობდა. მეზობელ ბურუნდიში მიღებული დაწყებითი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მუკვეგე მუშაობდა ლემერეს ქრისტიანულ მისიაში და თავდაპირველად დაკავებული იყო პედიატრიით, მაგრამ მალევე, კონგოელ ქალებში მშობიარობის შემდგომი გართულებების უამრავი შემთხვევის შემდეგ, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი სპეციალურ სამედიცინო მომსახურებაზე, იგი გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც ანჟერის უნივერსიტეტში 1984-1989 წლებში სწავლობდა გინეკოლოგიას და მეანობას.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1989 წელს დენიმ ლემერეში ზაირში (ასე ეწოდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 1997 წლამდე) შექმნა მეანობისა და გინეკოლოგიის სამსახური. ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ დახმარების გაწევა დაიწყო მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ჰუტუს დაჯგუფებებმა რუანდაში დაწყებული გენოციდის შემდეგ დაიწყეს ქვეყანაში შესვლა. 1996 წელს, კივუში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, აჯანყებულებმა, რომლებიც მობუტუ სესეს სეკოს დიქტატურის წინააღმდეგი იყვნენ, გაანადგურეს საავადმყოფო ლემერში და საკუთარ საწოლში მოკლეს 35 პაციენტი. დენი მუკვეგე დაადანაშაულეს შპიონაჟში და ავტომანქანის საბარგულით გაიქცა ბუკავუში, სადასც კარვებისაგან შექმნა ახალი საავადმყოფო, ახალშობილების განყოფილებით და საოპერაციოთი გაწყობილი, მაგრამ 1998 წელს ეს ყველაფერი კვლავ გაანადგურეს. ამავე დროს ომის დაწყების მომენტიდან და მასობრივი ძალადობების მომენტიდან მუკვეგემ წამოიწყო აქტიური მედია კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა შესაძლო გზით, მათ შორის იქ გაეროს მშვიდობისმყოფელების მისიის გაფართოებით. 1998 წელს, კონფლიქტის ფონზე მუკვეგემ საერთაშორისო დამხარების წყალობით ბუკავუში ააშენა პანზის ჰოსპიტალი, შესაბამისად გახდა მისი მთავარი მენეჯერი და ქირურგი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ამ მომენტიდან 2013 წლამდე, 15 წლის განმავლობაში მუკვეგემ და მისმა კოლეგებმა 40 000-ზე მეტი ოპერაცია გაუკეთეს ქალებსა და გოგონებს. 2013 წელს პანზის ჰოსპიტალი გახდა აფრიკის ევანგელისტური უნივერსიტეტის პრაქტიკის ცენტრი, რომელსაც ჰქონდა ოთხი განყოფილება: მეანობა და გინეკოლოგია, პედიატრია, ქირურგია და შინაგანი სნეულებები, რომელშიც მუშაობდა 398 თანამშრომელი. ჰოსპიტალის წლიური ბიუჯეტია 3,2 მლნ აშშ დოლარი და აქვს 450 საწოლი, საიდანაც 250 დაჯავშნულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც მომსახურების გადახდა არ შეუძლიათ, ჰოსპიტალში უფასოდ მკურნალობენ.

2012 წლის 25 სექტემბერს მუკვეგე, მუქარის მიუხედავად სიტყვით გამოვიდა გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას დაეგმოთ მასობრივი ჯგუფური ძალადობის ფაქტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. განაცხადა, რომ დადგა დრო „გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ კონკრეტული მოქმედებებისა, მათ წინააღმდეგ ვინც მხარს უჭერს ამ სისასტიკეს, პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით. ჩვენ არ გვჭირდება მეტი მტკიცებულება, ჩვენ გვჭირდება მოქმედება, გადაუდებელი ზომები რათა დავაპატიმროთ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები და ისინი პასუხისგებაში მივცეთ. სამართლიანობა არ ექვემდებარება განხილვას.“ 2012 წლის 25 სექტემბერს მუკვეგეს სახლზე თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ამ დროს იგი სახლში არ იმყოფებოდა. ხუთმა კრინინალმა ტყვედ აიყვანა მუკვეგეს ორი ქალიშვილი. მუკვეგე სახლში დაბრუნდა და მისმა დაცვის წევრებმა სროლა გაუმართეს დამნაშავეებს. ორმხრივ სროლაში მუკვეგე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ერთ-ერთმა მცველმა კი თავი გასწირა. ეს თავდასხმა მუკვეგეს ცხოვრებაში იყო მეექვსე და ამის შემდეგ იგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იძულებით ევროპაში გადადის საცხოვრებლად: ჯერ შვედეთში, ხოლო შემდეგ ბელგიაში. მოგვიანებით ბრუნდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 2013 წლის იანვარში. 2013 წლის დასასრულს მუკვეგე მიემგზავრება პარიზში, რათა მიეცა ჩვენება ქალთა მიმართ განხორციელებული სისასტიკეზე და აღნიშნავდა: „ბირთვულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ კატასტროფებს აქვს გრძელვადიანი შედეგები, სექსუალური ძალადობის დროსაც ასე ხდება, თუმცა ხალხი ცოცხალი რჩება. ფაქტობრივად, განადგურებულია ოჯახები, სოფლები, საზოგადოებები“.

გაეროს 2014 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კონგოს დემოკრატიულ რეპუბლიკაში ოთხი წლის განმავლობაში 2010 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე. გააუპატიურეს 3 600 ქალზე მეტი. ამავე წელს დენი მუკვეგე წარადგინეს ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

2014 წლის 21 ოქტომბერს ევროპის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიანიჭეს დენი მუკვეგეს სახაროვის პრემია „ქალთა დაცვისათვის ბრძოლის გამო“. სტრასბურგში გადაეცა პრიზი 50 000 ევროს ოდენობით. ცერემონია გაიმართა 26 ნოემბერს, რომელზეც მუკვეგემ აღნიშნა, რომ „ქალის სხეული გახდა თანამედროვე ბრძოლის ველი, ძალადობას იყენებენ როგორც ომის ინსტრუმენტს. ეს უარყოფითად მოქმედებს მთელ საზოგადოებაზე. ოჯახი, როგორც მისი უჯრედი კვდება, განადგურებულია სოციალური ქსოვილი. მოსახლეობა დამონებულია ან იძულებულია გაიქცეს, ეკონომიკა განიცდის მილიტარიზაციას. გაუპატიურების თოთოეული შემთხვევა თავისთავად სერიოზულია და ყველა ჩვენგანისაგან მოითხოვს ზომების მიღებას; ჩემს ქვეყანაში ასობით ათასი გაუპატიურებული ქალია. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა განვახორციელეთ მისი შედეგების გამოსასწორებლად, ახლა დროა ჩავუღრმავდეთ მის მიზეზებს.“ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ „შეიარარებული კონფლიქტის დროს ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს. საველე მეთაურები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ახალისებენ, უნდა დაისაჯონ როგორც სამხედრო დამნაშავეები.“ ჯილდოს მიღების შემდეგ, მუკვეგემ განაცხადა, რომ იგი მიღებული პრიზიდან გარკვეულ თანხას დახარჯავს გაუპატიურების შედეგად დაზარალებული ქალებისთვის ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების ცენტრების კეთილმოწყობაზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენი მუკვეგე დაოჯახებულია კაბოი მაპენდო მადელინზე, მათ ჰყავთ ხუთი შვილი: ალეინი, პატრისია, სილვი, ლიზა და დენიზი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Where repairing rape damage is an expertise. The Globe and Mail (22 ოქტომბერი 2008). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  2. Премию Сахарова присудили африканскому врачу-гинекологу. Lenta.ru (21 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  3. Nobel Peace Prize: Congo rape trauma surgeon among favorites. CNN (10 ოქტომბერი 2013). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  4. Nobel Peace Prize: Congo rape trauma surgeon among favorites. CNN (10 октября 2013). ციტირების თარიღი: 22 октября 2014.
  5. http://www8.nationalacademies.org/onpinews/newsitem.aspx?RecordID=10202014A