მილარდ ფილმორი
იერსახე
| მილარდ ფილმორი Millard Fillmore | |
| აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 9 ივლისი, 1850 – 4 მარტი, 1853 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | არავინ |
| წინამორბედი | ზაქარი ტეილორი |
| მემკვიდრე | ფრანკლინ პირსი |
აშშ-ის მე-12 ვიცე-პრეზიდენტი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 მარტი, 1849 – 9 ივლისი, 1850 | |
| პრეზიდენტი | ზაქარი ტეილორი |
| წინამორბედი | ჯორჯ დალასი |
| მემკვიდრე | უილიამ კინგი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1833 – 1835 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1837 – 1843 | |
| დაბადებული | 7 იანვარი, 1800 სამერჰილი, ნიუ-იორკი |
| გარდაცვლილი | 8 მარტი, 1874 (74 წლის) ბუფალო, ნიუ-იორკი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| პოლიტიკური პარტია | ვიგების პარტია |
| მეუღლე | ებიგელი ფილმორი კეროლინ ფილმორი |
| პროფესია | იურისტი |
| ხელმოწერა | |
მილარდ ფილმორი (ინგლ. Millard Fillmore; დ. 7 იანვარი 1800 — გ. 8 მარტი 1874) ― ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-13 პრეზიდენტი 1850-1853 წლებში. 1849-1850 წლებში ზაქარი ტეილორის პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ის მე-12 ვიცე-პრეზიდენტი. იგი იყო ბოლო პრეზიდენტი ვიგების პარტიიდან. მან პრეზიდენტის პოსტი წინამორბედის, ზაქარი ტეილორის, გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, რაც მეორე შემთხვევა იყო აშშ-ის ისტორიაში. ფილმორი არასოდეს აურჩევიათ პრეზიდენტად, ტეილორის ვადის შემდეგ, ის ვიგების პარტიამ აღარ წარადგინა 1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ოთხი წლის შემდეგ Know Nothing პარტიიდან სცადა არჩევნებში გამარჯვება, თუმცა წარუმატებლად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
| |||||