აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
იერსახე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (ინგლ. Vice President of the United States) — მნიშვნელობით მეორე პირი აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხდება აშშ-ის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გარდაიცვლება ან გადადგება. ქვეყნის კონსტიტუციით ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს. აირჩევა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად 4 წლის ვადით. პრეზიდენტისგან განსხვავებით ვიცე-პრეზიდენტისთვის პოსტზე ყოფნის ვადები შეზღუდული არ არის.
2025 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი არის ჯეი დი ვანსი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-24 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: