ლინდონ ჯონსონი
ლინდონ ჯონსონი Lyndon B. Johnson | |
აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 1963 – 20 იანვარი, 1969 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ (1963–1965), ჰუბერტ ჰამფრი (1965–1969) |
წინამორბედი | ჯონ კენედი |
მემკვიდრე | რიჩარდ ნიქსონი |
აშშ-ის 37-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963 | |
პრეზიდენტი | ჯონ კენედი |
წინამორბედი | რიჩარდ ნიქსონი |
მემკვიდრე | ჰუბერტ ჰამფრი |
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1955 – 3 იანვარი, 1961 | |
სენატორი ტეხასიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1949 – 3 იანვარი, 1961 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 აპრილი, 1937 – 3 იანვარი, 1949 | |
დაბადებული | 12 აგვისტო, 1908 სტოუნვოლი, ტეხასი |
გარდაცვლილი | 22 იანვარი, 1973 (64 წლის) სტოუნვოლი, ტეხასი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ლედი ბირდ ჯონსონი |
პროფესია | მასწავლებელი, პოლიტიკოსი |
ხელმოწერა |
ლინდონ ბეინს ჯონსონი (ინგლ. Lyndon Baines Johnson; დ. 27 აგვისტო, 1908 — გ. 22 იანვარი, 1973) — აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი (1963–1969) დემოკრატიული პარტიიდან. ჯონ კენედის პრეზიდენტობის დროს 1961-1963 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ფერმერის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი და მუშაობდა მასწავლებლად. ჯონსონი პრეზიდენტობამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1937–1949) და სენატის (1949–1961) წევრი იყო ტეხასიდან. სენატში მოღვაწეობის დროს იგი ორი წელი უმცირესობის და ექვსი წელი უმრავლესობის ლიდერი იყო. 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარუმატებლად სცადა დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება. ამის შემდეგ ჯონ კენედიმ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
1963 წელს პრეზიდენტი კენედი მოკლეს. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა ჯონსონმა დაიკავა. კენედის ვადის დასრულების შემდეგ მან 1964 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჯონსონის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა „დიდი საზოგადოება“, რისი მიხედვითაც სიღარიბე და რასობრივი უსამართლობა უნდა დაძლეულიყო. მისი პრეზიდენტობისას სამოქალაქო უფლებების აქტით აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია, დამტკიცდა სახელმწიფო დაზღვევის (Medicare) და გაჭირვებულ ოჯახთა ჯანმრთელობის დაცვის (Medicaid) პროგრამები, გატარდა განათლების რეფორმა და მიღებულ იქნა ზომები გარემოს დაბინძურებისგან დასაცავად. ჯონსონის პრეზიდენტობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა ვიეტნამის ომი იყო. მისმა პოლიტიკამ ომის ესკალაცია მოახდინა, რამაც მისი როგორც პრეზიდენტის რეპუტაცია ძალიან დააზარალა. ჯონსონმა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა 1965 წელს დაიწყო, რაც შემდეგი 7 წელი, ნიქსონის პრეზიდენტობის პირველი წლების ჩათვლით, გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში აშშ-ის ჯარის რიცხოვნობა ვიეტნამში 20 ათასიდან 550 ათასამდე გაზარდა, რასაც გარდაცვლილი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა მოყვა. დაბალი რეიტინგის გამო მან 1968 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯონსონი 1973 წელს, 64 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 572.
|