სიუზან რაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სიუზან რაისი
Susan Rice
სიუზან რაისი Susan Rice
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 2013 – 20 იანვარი, 2017
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედიტომას დონილონი
მემკვიდრემაიკლ ფლინი

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 2009 – 30 იანვარი, 2013
წინამორბედიზალმაი ხალილზადი
მემკვიდრესამანტა პაუერი

დაბადებული17 ნოემბერი, 1964
ვაშინგტონი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
განათლებასტენფორდის უნივერსიტეტი

სიუზან ელისაბეთ რაისი (ინგლ. Susan Elizabeth Rice; დ. 17 ნოემბერი, 1964, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2013-2017 წლებში. აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში 2009-2013 წლებში. 1997-2001 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველია აფრიკის საკითხებში. ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტის ვენსან ჟოვერის სიტყვებით იგი „აშშ-ის ახალი მორალური ლიდერობის თეორეტიკოსია“[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში 1964 წლის 17 ნოემბერს აფროამერიკელების ოჯახში. მამა, ემეტ ჯ. რაისი ეკონომიკის პროფესორია, რომელიც 1979-1986 წლებში იყო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრი ნიუ-იორკის ოლქიდან. დედა, ლოის რაისი განათლების საკითხების სპეციალისტია. მისი წინაპრენი წარმოშობით იამაიკიდან იყვნენ.

სიუზანმა დაასრულა გოგონების პრესტიჟული სკოლა, რომელიც ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძართან მდებარეობდა. 1986 წელს მიიღო ისტორიის ბაკალავრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში. როდსის სტიპენდიით სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალ კოლეჯში: 1988 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1990 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლის არჩევნების დროს მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მაიკლ დუკაკისის, ხოლო 2008 წელს ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბებში. 1991-1993 წლებში მუშაობდა McKinsey & Company-ში, 1993-1997 წლებში კი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. 1997-2001 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველია აფრიკის საკითხებში. 2002 წლიდან მუშაობს ბრუკინგსის ინსტიტუტში. 2009 წლიდან ამერიკიშ მუდმივი წარმომადგენელია გაერო-ში. 2009 წლის თებერვალში გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებში დაადანაშაულა თეირანი „ტერორიზმის მხარდაჭერასა და ბირთული იარაღის შექმნის მცდელობაში“. მას მოიხსენიებენ ასევე, როგორც ლიბიაში სამხედრო ჩარევის ერთ-ერთ აქტიურ მომხრეს[2].

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ მუამარ კადაფი, ჯარისკაცებს ურიგებს ვიაგრის აბებს, რათა გაუადვილდეთ ქალებზე ძალადობა[3].

გაზეთ Washington Post-ის მტკიცებით სწორედ სამი ქალი მრჩეველის დამსახურებაა ბარაკ ობამას გადაწყვეტილება ჩარეულიყო ლიბიის საკითხებში რობერტ გეითსის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ[4] და ამ სამ ქალს შორის ასახელებდა ჰილარი კლინტონს, სიუზან რაისსა და სამანტა პაუერს[5].

ქალთა ამ ტრიომ დაარწმუნა ობამა, რომ შეერთებული შტატები უნდა ჩარეულიყო ლიბიის საქმეებში, რათა ბენგაზის ჰუმანიტარული კატასტროფა თავიდან აეცილებინათ.

სიუზან რაისი ჰილარი კლინტონის შემდეგ განიხილებოდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, მაგრამ მისი კანდიდატურა არ შესულა კონგრესში.

2013 წლის 1 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე შეცვალა ტომას დონილონმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]