ნენსი პელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნენსი პელოსი

ოფიციალური პორტრეტი, 2019 წელი
დაბადების სახელი ნენსი პატრისია დ'ალესანდრო
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1940 (1940-03-26) (84 წლის)
ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) პაულ პეროსი
შვილ(ებ)ი 5
საიტი
ხელმოწერა

ნენსი პატრიცია პელოსი (/pəˈlsi/; დ. 26 მარტი, 1940) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019 წლიდან. 1987 წლიდან მსახურობდა კალიფორნიის წარმომადგენლად აშშ-ში. დემოკრატიული პარტიის წევრი, პელოსი ერთადერთი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც მსახურობდა პალატის სპიკერად. ის მეორეა საპრეზიდენტო რიგებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ.

პელოსი კონგრესის წევრად პირველად 1987 წელს აირჩიეს. მამამისი თომას დ'ალესანდროც პოლიტიკაში მსახურობს. იყო ბალტიმორის მერიც. არის კალიფორნიის კონგრესის დელეგაციის დეკანი. პელოსი წარმოადგენს კალიფორნიის შტატს, რომელიც მოიცავს სან-ფრანცისკოს ქალაქსა და ქვეყნის საკმაოდ დიდ ფართობს, ოთხ მეხუთედს. 2003 წლიდან პელოსი ხელმძღვანელობდა დემოკრატიულ პარტიას და გახდა პირველი ქალი, რომელმაც კონგრესში პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელა.

პელოსმა 2011 წელს დაკარგა პალატის სპიკერის პოზიცია, მას შემდეგ რაც რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა 2010 წლის არჩევნებზე. თუმცა, მან შეინარჩუნა პალატის დემოკრატიული ჯგუფის ლიდერის როლი და დაუბრუნდა პალატის უმცირესობის ლიდერის როლს. 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კვლავ აიღეს ხელში ძალაუფლება. [1] 2019 წლის 3 იანვარს შეიკრიბა 116-ე კონგრესი, სადაც პელოსი ხელმეორედ აირჩიეს სპიკერად. [2] პელოსის ხელმძღვანელობით, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ჯერ 2019 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შემდეგ 2021 წლის 13 იანვარს; ტრამპი სენატმა ორივეჯერ გაამართლა. [3]

2021 წლის 3 იანვარს, პელოსი ხელახლა აირჩიეს მეოთხე ვადით პალატის სპიკერად, რომელიც მოსალოდნელი იყო კომპანია „პროგრესულებთან“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. [4] [5] [6] მისი მეორე ვადის დროს მან დიდი როლი ითამაშა ბაიდენის ადმინისტრაციის მრავალი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებსა და ამერიკის სამაშველო გეგმის აქტში.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელოსი დაიბადა ბალტიმორში, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში. ის იყო ერთადერთი გოგონა და ყველაზე უმცროსი შვილი ანუნსიატა ნენსი დ'ალესანდროს და თომას დ'ალესანდრო უმცროსის ოჯახში. დედამისი დაიბადა ფორნელში, მოლიზში, სამხრეთ იტალიაში, იგი აშშ-ში საცხოვრებლად 1912 წელს გადავიდა; [7] როდესაც ნენსი დაიბადა, მისი მამა იყო დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან (შვიდი წლის შემდეგ გახდა ბალტიმორის მერი). [8] [9] პელოსის დედა ასევე აქტიური იყო პოლიტიკაში და ასწავლიდა ქალიშვილს სოციალური კავშირების მნიშვნელობას. [10] პელოსის ძმა, თომას დ'ალესანდრო III, ასევე დემოკრატი, იყო ბალტიმორის მერი 1967 წლიდან 1971 წლამდე. [11]

პელოსი ადრეული ასაკიდან იყო ჩართული პოლიტიკაში. იგი ეხმარებოდა მამას მისი კამპანიის ღონისძიებებში. 1961 წლის იანვარში დაესწრო ჯონ კენედის საინაუგურაციო გამოსვლას, სადაც ჯონმა ფიცი დადო, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა. [8]

1958 წელს პელოსიმ დაამთავრა ნოტრ დამის ინსტიტუტი, ქალთა კათოლიკური საშუალო სკოლა ბალტიმორში. 1962 წელს დაამთავრა ტრინიტის კოლეჯი ვაშინგტონში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით. [12] 1960-იან წლებში სტაჟირება გაიარა სენატორ დენიელ ბრუსტერთან და პალატის უმრავლესობის მომავალ ლიდერთან, სტენი ჰოიერთან ერთად. [13]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელოსი, დედამისი და პრეზიდენტი კენედი ესწრებიან მამამისის ფიცის დადებას, 1961 წელი.

სან-ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ, პელოსი დაუმეგობრდა მე-5 ოლქის კონგრესმენ ფილიპ ბარტონს და დაიწყო მუშაობა დემოკრატიული პარტიისთვის. 1976 წელს იგი აირჩიეს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წევრად, ეს თანამდებობა მას 1996 წლამდე ეკავა. მოგვიანებით, 1977 წლის იანვარში, ასევე აირჩიეს ჩრდილოეთ კალიფორნიის პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გახდა კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ამ პოზიციაზე იგი 1983 წლამდე მუშაობდა. [14] შემდგომში, პელოსი მუშაობდა სან-ფრანცისკოს დემოკრატიული ეროვნული კონვენციის კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო 1985 წლიდან 1986 წლამდე იყო დემოკრატიული სენატორის კამპანიის კომიტეტის ფინანსური თავმჯდომარე [15].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსი დ'ალესანდრო კოლეჯში სწავლის პერიოდში გაიცნო. [16] ისინი დაქორწინდნენ ბალტიმორში, „ჩვენი დედოფლის მარიამის ტაძარში“, 1963 წლის 7 სექტემბერს. [17] დაქორწინების შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდნენ, შემდეგ კი სან-ფრანცისკოში, სადაც პოლის ძმა რონალდ პელოსი იყო სან-ფრანცისკოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. [18]

ნენსის და პოლ პელოსებს ხუთი შვილი ჰყავთ: ნენსი კორინი, ქრისტინე, ჟაკლინი, პოლი და ალექსანდრა; და ცხრა შვილიშვილი. [19] ალექსანდრამ, ჟურნალისტმა, გააშუქა რესპუბლიკური საპრეზიდენტო კამპანია 2000 წელს და გადაიღო ფილმი, მოგზაურობა ჯორჯთან. 2007 წელს ქრისტინემ გამოაქვეყნა წიგნი, Campaign Boot Camp: Basic Training for Future Leaders. [20]

პელოსი ამჟამად ცხოვრობს სან-ფრანცისკოში. [21]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barabak, Mark Z. (November 28, 2018). „TJ Cox beats Republican Rep. David Valadao to give Democrats gain of 40 House seats, seven in California“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 2020. ციტირების თარიღი: January 2, 2019.
  2. DBonis, Mike; Sullivan, Sean (January 3, 2019). „Pelosi re-elected as House speaker as 116th Congress opens“. The Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 8, 2019. ციტირების თარიღი: January 4, 2019.
  3. Fandos, Nicholas (January 13, 2021). „Trump Impeached for Inciting Insurrection“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2021. ციტირების თარიღი: January 14, 2021.
  4. Peters, Cameron (January 3, 2021). „Nancy Pelosi is elected to a fourth term as House speaker“. Vox. ციტირების თარიღი: January 3, 2021.
  5. Solender, Andrew. „Pelosi Hints At Abdicating Leadership In 2022 After Winning New Term As Speaker“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2021. ციტირების თარიღი: January 7, 2021.
  6. „Pelosi Agrees to Deal Limiting Her Speakership to 4 Years“. Roll Call (ინგლისური). December 12, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-13.
  7. Stated on Finding Your Roots, January 12, 2021
  8. 8.0 8.1 Ball, Molly (September 6, 2018). „Nancy Pelosi Doesn't Care What You Think of Her“. Time (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 15, 2020. ციტირების თარიღი: January 4, 2019.Ball, Molly (September 6, 2018). "Nancy Pelosi Doesn't Care What You Think of Her". Time. Archived from the original on January 15, 2020. Retrieved January 4, 2019.
  9. Puzzanghera, Jim (November 14, 2002). „Pelosi's aim for center may steer pundits wrong“. San Jose Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2013. ციტირების თარიღი: March 20, 2010.
  10. Stolberg, Sheryl Gay (January 2, 2019). „Nancy Pelosi, Icon of Female Power, Will Reclaim Role as Speaker and Seal a Place in History“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2019. ციტირების თარიღი: January 3, 2019.
  11. Meyer, Lawrence (November 2, 1971). „Schaefer favored in Baltimore Race“. The Washington Post, Times Herald.
  12. Clymer, Adam (October 11, 2001). „A new vote counter—nancy patricia pelosi“. The New York Times.
  13. Jonathan Weisman; Lois Romano (November 16, 2006). „Pelosi Splits Democrats With Push For Murtha“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2017. ციტირების თარიღი: November 16, 2006.
  14. McGreal, Chris (March 26, 2010). „Nancy Pelosi: is this the most powerful woman in US history?“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2018. ციტირების თარიღი: June 14, 2010.
  15. „Nancy Pelosi Fast Facts“. CNN. March 21, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 15, 2019. ციტირების თარიღი: May 9, 2019.
  16. Pelosi: Remarks at Georgetown University School of Foreign Commencement. House.gov (May 18, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 4, 2008. ციტირების თარიღი: June 14, 2010
  17. McManus, Margaret (February 4, 1995). „Baltimore-bred lawmaker lives, breathes politics“. The Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2012. ციტირების თარიღი: December 10, 2011.
  18. Board of Supervisors: Past Supervisors. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2008. ციტირების თარიღი: November 19, 2008
  19. Speaker Nancy Pelosi: "I'm the mother of five, grandmother of nine. I know a temper tantrum when I see one." (January 11, 2019). ციტირების თარიღი: January 19, 2019 Missing or empty |user= (help); Missing or empty |number= (help)
  20. Whiting, Sam (February 3, 2008). „Christine Pelosi's boot camp trains future politicians to avoid the campaign minefield“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: October 24, 2008.
  21. McKinley, Jesse (March 13, 2007). „Home in San Francisco, Pelosi Gets the Crawford Treatment“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2008. ციტირების თარიღი: June 24, 2018.