კალვინ კულიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ კალვინ კულიჯი
John Calvin Coolidge
ჯონ კალვინ კულიჯიJohn Calvin Coolidge
კულიჯი 1919 წელს
აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო, 1923 – 4 მარტი, 1929
ვიცე-პრეზიდენტი   არავინ (1923-1925)
ჩარლზ დეივისი (1925-1929)
წინამორბედი უორენ ჰარდინგი
მემკვიდრე ჰერბერტ ჰუვერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1921 – 2 აგვისტო, 1923
პრეზიდენტი უორენ ჰარდინგი
წინამორბედი ტომას მარშალი
მემკვიდრე ჩარლზ დეივისი

მასაჩუსეტსის 48-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1919 – 6 იანვარი, 1921
პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი
წინამორბედი სამუელ მაკ-კალი
მემკვიდრე ჩენინგ ქოქსი

მასაჩუსეტსის 46-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 იანვარი, 1916 – 2 იანვარი, 1919
პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი
წინამორბედი გრეფტონ ქაშინგი
მემკვიდრე ჩენინგ ქოქსი

მასაჩუსეტსის სენატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1914 – 1915
პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი
წინამორბედი ლევი გრინვუდი
მემკვიდრე ჰენრი გორდონ უელსი

მასაჩუსეტსის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1912 – 1915

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1912 – 1911
წინამორბედი ჯეიმზ ობრაიენი
მემკვიდრე უილიამ ფაიკერი

დაბადებული 4 ივლისი, 1872
პლიმოთ ნოთჩი, ვერმონტი, აშშ
გარდაცვლილი 5 იანვარი, 1933
ნორთჰემპტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური
მეუღლე გრეის კულიჯი
შვილები 2
პროფესია ადვოკატი
ხელმოწერა C Coolidge signature.svg

ჯონ კალვინ კულიჯ უმცროსი (ინგლ. John Calvin Coolidge Jr.; დ. 4 ივლისი, 18725 იანვარი, 1933) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი. ბოსტონის პოლიციელების გაფიცვასთან დაკავშირებით მიღებულმა ზომებმა კულიჯს მტკიცე და შეუპოვარი ადამიანის რეპუტაცია და პოპულარობა მოუტანა. 1920 წელს იგი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1923 წელს, პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის გარდაცვალების შემდეგ იგი პრეზიდენტი გახდა და 1924 წელს არჩევნებშიც გაიმარჯვა.

კულიჯმა თავისი პრეზიდენტობის დროს მოახერხა საზოგადოებაში თეთრი სახლის მიმართ ნდობა დაებრუნებინა, რომელიც ჰარდინგის ადმინისტრაციის დროს მომხდარი სკანდალების გამო დაიკარგა. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებისას კულიჯის პრეზიდენტობას საზოგადოებაში ძირითადად დადებითად აფასებდნენ.[1][2] კულიჯის ბიოგრაფი წერს: „იგი განასახიერებდა საშუალო კლასის მოლოდინსა და განწყობილებას; მას შეეძლო მათი აზრის გამოხატვა და მგზნებარე სურვილების გადმოცემა. ის, რომ იგი წარმოადგენდა საშუალო კლასის გრძნობებს, არის მისი ძალის ყველაზე დამარწმუნებელი მტკიცებულება“.[3] კულიჯი გარდაიცვალა 1933 წლის 5 იანვარს 60 წლის ასაკში.

კულიჯის რეპუტაცია დაექვემდებარა „რენესანსს“ რეიგანის ადმინისტრაციის დროს, თუმცა, დღეს შეფასებები მის პრეზიდენტობაზე განსხვავდება: 30-ე პრეზიდენტის ეპოქას და ქმედებებს დიდად აფასებენ „პატარა ხელისუფლებისა“ და Laissez-faire-ის (ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპი) მხარდამჭერები, ხოლო ძლიერი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის იგი ნაკლებადაა მოსაწონი. ამავე დროს, ორივე მხარე დიდად აფასებს იმას, რომ კულიჯი მხარს უჭერდა რასობრივ თანასწორობას.[4][5]

სექციების სია

დაბადება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ კალვინ კულიჯ უმცროსი დაიბადა პლიმოთ ნოთჩში, უინსდორის რაიონში, ვერმონტის შტატში 1872 წლის 4 ივლისს. იგი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს დაიბადა. კულიჯი იყო ჯონ კალვინ კულიჯ უფროსისა (1845-1926) და ვიქტორია ჟოზეფინ მურის (1846-1885) უფროსი შვილი. უფროსი კულიჯი შტატში ცნობილი იყო, როგორც წარმატებული ფერმერი, მედუქნე და სახელმწიფო მოხელე. იგი აგრეთვე იყო მომრიგებელი მოსამართლე, გადასახადების შემგროვებელი, ვერმონტის წარმომადგენელთა პალატისა და ვერმონტის სენატის წევრი.[6] კულიჯის დედა, ვიქტორია, იყო ფერმერის შვილი. იგი ქრონიკულად დაავადებული იყო და გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ტუბერკულიოზით. კულიჯის და, ებიგეილ გრეის კულიჯი (1875-1890) გარდაიცვალა 15 წლის ასაკში, სავარაუდოდ, აპენდიციტით. უფროსმა კულიჯმა მეორე ცოლი 1891 წელს მოიყვანა; მან 80 წლამდე იცოცხლა.[7][8][9]

კულიჯის ოჯახს აქვს დიდი ფესვები ახალ ინგლისში; მისმა ყველაზე ადრეულმა ამერიკელმა წინაპარმა, ჯონ კულიჯმა, დაახლოებით 1630 წელს კემბრიჯშირი დატოვა და უოტერტაუნში (მასაჩუსეტსი) დასახლდა.[10] მეორე წინაპარი, ედმუნდ რაისი უოტერტაუნში 1638 წელს ჩავიდა. კულიჯის პაპის პაპა, ჯონ კულიჯი, იყო ოფიცერი და მონაწილეობდა ამერიკის რევოლუციურ ომში; იყო აგრეთვე პლიმოთ ნოთჩის საქალაქო მმართველობის ერთ-ერთი პირველი წევრი.[11] კულიჯის ბაბუა, კალვინ გალაშა კულიჯი იყო ვერმონტის წარმომადგენელთა პალატის წევრი.[12] პრეზიდენტის ბევრი წინაპარი იყო ფერმერი, ხოლო არაერთი ნათესავი — პოლიტიკოსი.

ადრეული კარიერა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი სწავლობდა შავი მდინარის აკადემიაში, შემდეგ წმინდა ჯონსბარის აკადემიაში; შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ამჰერსტის კოლეჯში, სადაც წარმოაჩინა საკუთარი თავი სადისკუსიო კლასში და როგორც ბოლო კურსის სტუდენტი, გაწევრიანდა ფი გამა დელტას სტუდენტების საძმოში და წარჩინებით დაასრულა კოლეჯი. სწავლისას, კულიჯზე ღრმა გავლენა მოახდინა ფილოსოფიის პროფესორმა, ჩარლზ ედუარდ გერმანმა, კონგრეგაციონალისტმა მისტიკოსმა ნეოჰეგელიანური ფილოსოფიით.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მამის რჩევით, კულიჯი გადავიდა ნორთჰემპტონში, რათა ადვოკატი გამხდარიყო. სწავლის საფასურის გადასახდელად, კულიჯი საყოველთაო მაგალითს მიჰყვა და ადვოკატური პრაქტიკა დაიწყო ადგილობრივ ფირმა Hammond & Field-ში.[13] 1898 წელს, თავისი დანაზოგითა და ბაბუისგან მიღებული მცირე მემკვიდრეობით კულიჯმა საკუთარი ფირმა გახსნა, რომელიც კომერციულ სამართალზე იყო ორიენტირებული. კულიჯი თვლიდა, რომ კლიენტებს უკეთესად მოემსახურებოდა, თუ საქმე სასამართლოს გარეთ დარჩებოდა. კულიჯმა სახელი გაითქვა როგორც პატიოსანმა და შრომისმოყვარე ადამიანმა; შეინარჩუნა კლიენტები ადგილობრივი ბანკებისა და მეწარმეების სახით.[14][15]

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს, კულიჯმა გაიცნო გრეის ანა გუდიუ. გრეისი სწავლობდა ვერმონტის უნივერსიტეტში და სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად კლარკის სკოლაში ყრუთათვის (ნორთჰემპტონი). ისინი დაქორწინდნენ 1905 წლის 4 ოქტომბერს გრეისის სახლის მისაღებ ოთახში. გრეისის დედამ ცერემონიის გადადება სცადა, თუმცა, წარუმატებლად.[16] ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვის ერთი კვირა მონრეალში გაატარეს.[17]

კულიჯებს ეყოლათ ორი შვილი: ჯონი (7 სექტემბერი, 190631 მაისი, 2000) და კალვინ უმცროსი (13 აპრილი, 19087 ივლისი, 1924). კალვინ უმცროსი 16 წლის ასაკში, სისხლის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო უფროსმა შვილმა, ჯონიმ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „კულიჯის ფონდის“ დაარსებასა და კალვინ კულიჯის საპრეზიდენტო საიტის შექმნაში.[18][19]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორთჰემპტონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯის დროს ახალ ინგლისში რესპუბლიკური პარტია დომინირებდა. მომავალი პრეზიდენტი ჰემონდისა და ფილდის მსგავსად ადგილობრივ პოლიტიკაში ჩაერთო.[20] 1896 წელს, კულიჯმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკელი კანდიდატის, უილიამ მაკ-კინლი საპრეზიდენტო კამპანიაში. შემდეგ წელს კულიჯი გახდა ქალაქის რესპუბლიკური კომიტეტის წევრი.[21] 1898 წელს იგი აირჩიეს ნორთჰემპტონის საქალაქო საბჭოს წევრად.[20] ამ თანამდებობაზე ყოფნისას კულიჯი ხელფასს არ იღებდა.[22] 1899 წელს მან უარი თქვა საქალაქო საბჭოს წევრობის არჩევნებში მონაწილეობაზე და გადაწყვიტა სასამართლო მოხელე გამხდარიყო.[23] მან ეს თანამდებობა 1900 წელს დაიკავა და 1902 წელს დატოვა, როდესაც საქალაქო საბჭომ ამ პოსტზე დემოკრატი დანიშნა.[24] მალევე, გარდაიცვალა რაიონის სასამართლო მდივანი. კულიჯი მის ადგილას დანიშნეს.[24] 1904 წელს მან კენჭი იყარა სასკოლო საბჭოს წევრობაზე, თუმცა, დამარცხდა.[24]

კანონმდებელი და მერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წელს ადგილობრივმა რესპუბლიკურმა კომიტეტმა კულიჯი წარმომადგენელთა პალატის წევრობის კანდიდატად წარადგინა. არჩევნებში მან არც თუ ისე დიდი სხვაობით დაამარცხა დემოკრატი ოპონენტი და გაემგზავრა ბოსტონში მასაჩუსეტსის გენერალური საბჭოს 1907 წლის სესიაზე.[25] კულიჯი ცნობილი იყო, როგორც პროგრესული რესპუბლიკელი — იგი მხარს უჭერდა ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებასა და სენატორების პირდაპირი წესით არჩევას.[26][27] ბოსტონში ყოფნისას კულიჯი გახდა სენატორ უინთროპ მიურეი ქრეინის მოკავშირე. ქრეინი აკონტროლებდა მასაჩუსეტსის რესპუბლიკური პარტიის დასავლეთ ფრაქციას. შტატის აღმოსავლეთში ქრეინის მტერი იყო სენატორი ჰენრი ქებოთ ლოდჯი.[28] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც კულიჯმა გაიცნო, იყო გაი ქერიერი, რომელსაც ჰქონდა პირადი შარმი, სიმდიდრე და კულიჯისგან განსხვავებით, საჭირო კავშირებიც. ქერიერმა დიდი გავლენა მოახდინა კულიჯის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე.[29] 1907 წელს კულიჯი მეორე ვადით აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში. ამჯერად, უფრო მყარი პოზიციებით.[30]

პალატაში კიდევ ერთი ვადის მოპოვების მაგივრად, კულიჯი თავის მშობლიურ ქალაქში, ოჯახთან დაბრუნდა და გადაწყვიტა ნორთჰემპტონის მერი გამხდარიყო. არჩევნებში მან 1597 ხმა მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა — 1409.[31] თავისი პირველი ვადის დროს (1910-1911) კულიჯმა გაზარდა მასწავლებლების ხელფასები, შეამცირა ქალაქის ვალი და შეამცირა გადასახადები.[32] 1911 წელს კულიჯმა კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში და იგივე ოპონენტი ამჯერად უფრო დიდი სხვაობით დაამარცხა.[33]

1911 წელს, შტატის სენატორმა ჰემფშირის რაიონიდან გადადგომა გადაწყვიტა და შთააგონა კულიჯი, კენჭი ეყარა გათავისუფლებული ადგილისთვის. კულიჯი ასეც მოიქცა და დემოკრატი ოპონენტი დიდი სხვაობით დაამარცხა.[34] ვადის დასაწყისშივე, კულიჯი გახდა საარბიტრაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც უნდა გამოეტანა სამედიატორო გადაწყვეტილება ამერიკული შალის კომპანიიის მუშათა გაფიცვასთან დაკავშირებით. ორი დაძაბული თვის შემდეგ კომპანიამ მოიწონა კომიტეტის მიერ შეთავაზებული რეგულაციები და დააკმაყოფილა გაფიცულთა მოთხოვნები.[35][36] იმავე წელს, რესპუბლიკური პარტიის რიგებში მოხდა განხეთქილება პროგრესულ (თეოდორ რუზველტის მომხრეები) და კონსერვატიულ (უილიამ ჰოვარდ ტაფტის მომხრეები) ფრაქციებს შორის. პროგრესული ფრაქცია პარტიას გამოეყო და ახალი პროგრესული პარტია შექმნა. კულიჯი, მართალია, პროგრესივისტი იყო, თუმცა, უარი თქვა რესპუბლიკური პარტიის დატოვებაზე.[37][38] მიუხედავად ამისა, პროგრესულმა პარტიამ არ წამოაყენა კანდიდატი კულიჯის საარჩევნო ოლქში და უკანასკნელმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოახერხა კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება.[37][38]

1913 წლის სესიაზე, კულიჯმა სახელი გაითქვა დასავლეთი ტროლის აქტის მიღებისთვის. აქტმა დააკავშირა ნორთჰემპტონი სხვა პატარა ინდუსტრიულ ქალაქებთან დასავლეთ მასაჩუსეტსში.[39] მეორე ვადის გასვლის შემდეგ კულიჯი, ტრადიციის მიხედვით, აღარ აპირებდა სენატში მოღვაწეობის გაგრძელებას, თუმცა, როცა ცნობილი გახდა, რომ სენატის პრეზიდენტი ლევი გრინვუდი ლეიტენანტ-გუბერნატორობაზე აპირებდა კენჭისყრას, კულიჯმა გადაწყვეტილება შეცვალა იმ იმედით, რომ სენატის პრეზიდენტი თვითონ გახდებოდა.[40] მოგვიანებით, გრინვუდმა ხელი აიღო თავის ზრახვაზე, თუმცა, სენატში ადგილი დაკარგა, რაც განპირობებული იყო მისი პოზიციით ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. კულიჯმა თავის ოლქში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ქრეინის დახმარებით, საკმაოდ გაყოფილი სენატის პრეზიდენტი გახდა.[41] 1914 წლის ივნისში კულიჯი გამოვიდა სიტყვით სათაურით „გწამდეთ მასაჩუსეტსის“, რომელშიც წარმოდგენილი იყო მისი შეხედულება ხელისუფლებაზე.[42]

კულიჯის გამოსვლა საზოგადოებამ თბილად მიიღო. გარდა ამისა, მან თაყვანისმცემელთა გარკვეული ბაზის შექმნაც მოახერხა;[43] ეს იყო ის საზოგადოება, რომელსაც კულიჯი ლეიტენანტ-გუბერნატორის თანამდებობაზე სურდა ენახა. მიუხედავად ამისა, კულიჯი 1914 წელს კიდევ ერთი ვადით დარჩა სენატში და პრეზიდენტის თანამდებობაც შეინარჩუნა,[44][45] რომელიც მან 1915 წელს დატოვა, როდესაც ფრენკ სტირნსის მიერ ჩატარებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ ლეიტენანტ-გუბერნატორობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადა.[46][47][48]

გუბერნატორი და ლეიტენანტ-გუბერნატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალვინ და გრეის კულიჯები, დაახლოებით 1918

კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, კულიჯმა გუბერნატორობის კანდიდატ სამუელ მაკ-კალთან ერთად მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურ პრაიმერში. კულიჯმა მაკ-კალის აღმოსავლურ საარჩევნო ბაზას დასავლურიც მიამატა და გამარჯვება მოახერხა.[49] მათ წარმატებას მიაღწიეს 1915 წლის არჩევნებშიც, სადაც კულიჯმა საკუთარ ოპონენტზე 50,000-ით მეტი ხმა მიიღო.[50]

მასაჩუსეტსში, როგორც ზოგიერთ სხვა შტატში, ლეიტენანტ-გუბერნატორი არ იკავებს სენატის პრეზიდენტის თანამდებობას; მიუხედავად ამისა, ლეიტენანტ-გუბერნატორის რანგში, კულიჯი იყო „მეორე გუბერნატორი“, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც ადმინისტრაციული ინსპექტორი და გუბერნატორის საბჭოს წევრი. გარდა ამისა, იგი იყო საფინანსო და შეწყალების კომიტეტების თავმჯდომარე.[51] ლეიტენანტ-გუბერნატორობის დროს კულიჯმა შეწყვიტა ადვოკატური მოღვაწეობა, ხოლო მისი ოჯახი კვლავ ნორთჰემპტონში ცხოვრობდა.[52] მაკ-კალი და კულიჯი ორივე კვლავ აირჩიეს თავიანთ თანამდებობებზე 1916 და 1917 წლებში. 1918 წელს მაკ-კალმა გადაწყვიტა აღარ ეყარა კენჭი, რის შემდეგაც გუბერნატორობაზე კენჭისყრა კულიჯმა მოინდომა.[53]

1918 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკურ პარტიაში კულიჯის გარდა ოფიციალურად არავის გამოუთქვამს სურვილი გუბერნატორობაზე. კულიჯმა და ლეიტენანტ-გუბერნატორობის კანდიდატმა ჩენინგ ქოქსმა (იქამდე მასაჩუსეტსის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი) წინა ადმინისტრაციის კურსის გაგრძელება არჩიეს, რაც ითვალისწინებდა ფისკალურ კონსერვატიზმს, ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვის ოპოზიციას, ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭების და პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის მხარდაჭერას.[54][55] ომში ჩართვის საკითხი გამყოფი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ირლანდიელი და გერმანელი ამერიკელებისთვის.[56] მიუხედავად ამისა, კულიჯმა გამარჯვება მოახერხა და ოპონენტი რიჩარდ ლონგი 16,773 ხმის სხვაობით დაამარცხა.[57][58]

ბოსტონის პოლიციელების გაფიცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ ბოსტონის პოლიციელთა დიდი ნაწილი პროფკავშირში აპირებდა გაწევრიანებას, კომისარმა ედვინ კარტისმა განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არ დაიშვებოდა. იმავე წლის აგვისტოში შრომის ამერიკულმა ფედერაციამ ბოსტონის პოლიციელთა პროფკავშირში ქარტია გამოსცა.[59][60] კარტისმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პროფკავშირის ლიდერებს დაუმორჩილებლობა ედებოდათ ბრალად და რომ ისინი სამსახურიდან იყვნენ გათავისუფლებულნი. კარტისმა აღნიშნა, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას გააუქმებდა იმ შემთხვევაში, თუ პროფკავშირი 4 სექტემბრისთვის დაიშლებოდა.[61] ბოსტონის მერმა, ენდრიუ ჯეიმზ პიტერსმა დაარწმუნა კარტისი, ვადა რამდენიმე დღით გადაეწია. კარტისი დათანხმდა და ბოლო დღედ 8 სექტემბერი დაასახელა. ამ ზომებმა შედეგი არ გამოიღო: შემდეგ დღეს ბოსტონის პოლიციელთა სამმა მეოთხედმა გაფიცვა დაიწყო.[62][63][64] კულიჯი ჩუმად, თუმცა ბოლომდე მხარს უჭერდა კარტისის პოზიციას და ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა სიტუაციის კონტროლი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაებარებინა. მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ უწესრიგობის და უკანონობის რამდენიმე დღე დაარწმუნებდა საზოგადოებას, რომ პოლიციელები გაფიცვაზე არ უნდა გადიოდნენ. ორი ღამის განმავლობაში, ბოსტონში ადგილი ჰქონდა ძალადობას და უწესრიგობას.[65] მომდევნო დღეს მერმა პიტერსმა ბოსტონში მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოიძახა. მას ეშინოდა, რომ პოლიციელების მაგალითს მეხანძრეები და სხვა სახელმწიფო მოხელეებიც მიჰყვებოდნენ. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა კომისარი კარტისიც.[66]

„თქვენი მტკიცება, თითქოს კომისარი სწორად არ მოიქცა, მაინც არ ამართლებს ქალაქის დაცვის გარეშე დატოვებას. ამან კრიმინალურ ელემენტებს მოქმედების საშუალება მისცა. არავის, არსად და არასდროს არ აქვს უფლება გაიფიცოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ. მე თანაბრად ვაპირებ დავიცვა მასაჩუსეტსის სუვერენიტეტი, ხელისუფლება და იურისდიქცია მისი სახელმწიფო მოხელეების მიმართ კონსტიტუციის და მისი ხალხის კანონების მიხედვით“.
გუბერნატორ კალვინ კულიჯის ტელეგრამა სამუელ გომპერს, 14 სექტემბერი, 1919.[67]

კულიჯი აცნობიერებდა სიტუაციის სირთულეს და იმას, რომ მისი ჩარევა აუცილებელი იყო. მან ითათბირა ქრეინის „კაცთან“, უილიამ ბატლერთან და მოქმედება დაიწყო;[68] ბოსტონში ეროვნული გვარდიის კიდევ უფრო მეტი ნაწილები მოიწვია, კარტისი თანამდებობაზე დააბრუნა და პოლიციას პირადად ჩაუდგა სათავეში.[69] კარტისმა განაცხადა, რომ ყველა გაფიცული სამსახურიდან დათხოვნილი იყო, ხოლო კულიჯმა ახალი პოლიციელების რეკრუტირების შესახებ გამოაცხადა.[70] იმავე ღამეს მან მიიღო ტელეგრამა შრომის ამერიკული ფედერაციის ლიდერ სამუელ გომპერსისგან: „უწესრიგობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, გამოწვეული იყო კარტისის ბრძანებით, რომლითაც მან უარყო პოლიციელების უფლებები...“.[71] კულიჯმა ამ ტელეგრამას ღიად უპასუხა და განაცხადა, რომ გაფიცვას არანაირი გამართლება არ ჰქონდა. ამ ქმედებებმა მას პოპულარობა ფედერალურ დონეზე მოუტანა[71] — გაზეთები მის პასუხს (მარცხნივ) ციტირებდნენ, ხოლო გაფიცვის მოწინააღმდეგენი მასში ახალ გმირს ხედავდნენ. კულიჯს დაეხმარა ისიც, რომ პირველი წითელი შიშის დროს ბევრ ამერიკელს აშინებდა კომუნისტური რევოლუციის გავრცელება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, გერმანიასა და უნგრეთში. გაფიცვის შემდეგ, კულიჯმა დაკარგა ზოგიერთი მეგობარი პროფკავშირებში, თუმცა, გაიჩინა ბევრად მეტი თანამოაზრე კონსერვატორთა რიგებში.[72] საბოლოო ჯამში, ბოსტონის გაფიცვამ მას მას მტკიცე და შეუპოვარი ადამიანის რეპუტაცია მოუტანა.

1919 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი ამოწმებს ეროვნული გვარდიის წევრებს გაფიცვის დროს

1919 წელს კულიჯმა და ლეიტენანტ-გუბერნატორმა ჩენინგ ქოქსმა კვლავ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში[42] და იგივე ოპონენტებს დაუპირისპირდნენ. ბოსტონის გაფიცვასთან დაკავშირებით მიღებულმა ზომებმა კულიჯს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა, ამჯერად, 125,101 ხმის სხვაობით. ბოლო წლებში მისმა წარმატებებმა გააჩინა ვარაუდი, რომ იგი 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.[73][74]

საკანონმდებლო პროცედურები და ვეტოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 2 იანვარს, კულიჯის ინაუგურაციის დროს, პირველი მსოფლიო ომი უკვე დამთავრებული იყო. მისი ძალისხმევით, გენერალურმა საბჭომ მასაჩუსეტსელ ვეტერანებს 100 დოლარიანი ბონუსი მიანიჭა. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამცირებდა ქალების და ბავშვების სამუშაო საათებს კვირაში ორმოცდათხუთმეტი საათიდან ორმოცდარვა საათამდე და განაცხადა: „ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიის ჰუმანიზირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა დაინგრევა“.[75][76] გარდა ამისა, მისი გუბერნატორობის დროს გადასახადები იგივე დონეზე დარჩა, ხოლო შტატის ხარჯები 4 მილიონი დოლარით შემცირდა, რამაც ხელისუფლებას ვალების გარკვეული ნაწილის გასტუმრების საშუალება მისცა.[77]

კულიჯი ხშირად იყენებდა ვეტოს უფლებას. ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ვეტო, რომელმაც არ მისცა საშუალება კანონმდებლებს მათი ხელფასი 50%-ით გაეზარდათ.[78][79] ასევე, კულიჯმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მეთვრამეტე შესწორებას არღვევდა და მასაჩუსეტსის შტატში ღვინის და ლუდის (რომელშიც ალკოჰოლი 2,75%-ზე ნაკლები იყო) გაყიდვის საშუალებას იძლეოდა. თავისი ვეტო მან შემდეგი ფორმულირებით ახსნა: „აზრები და დირექტივები არ არღვევენ კონსტიტუციას, ხოლო თუ არღვევენ, მაშინ, ისინი ძალადაკარგულები არიან“.[80]

ვიცე-პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის რესპუბლიკურ ეროვნულ კონვენციაზე დელეგატებს ირჩევდნენ არა პრაიმერის გზით, არამედ, შტატების პარტიული კონვენციებით. ასე პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურებისთვის ბევრი ადგილობრივი ფავორიტი იბრძოდა,[81] რომელთა შორის მეექვსე ადგილზე მყოფი კულიჯიც იყო, თუმცა, პარტიის ხელმძღვანელები (სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები) მას სერიოზულად არასდროს განიხილავდნენ.[82] მეათე ხმის მიცემის შემდეგ, ხელმძღვანელები და დელეგატები შეთანხმდნენ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე — სენატორზე ოჰაიოს შტატიდან უორენ ჰარდინგზე.[83] ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიულ ხელმძღვანელებს სურდათ სენატორი უისკონსინის შტატიდან, ირვინ ლენროტი ეხილათ. მას შემდეგ, რაც მან მეოთხე ადგილი დაიკავა, ხელმძღვანელებმა დროზე ადრე დატოვეს კონვენცია იმ იმედით, რომ ლენროტის ავტორიტეტი და მათი სიტყვა მას გამარჯვებას მოუტანდა. ამას ხელი შეუშალა დელეგატმა ორეგონის შტატიდან, რომელსაც წაკითხული ჰქონდა კულიჯის „გწამდეთ მასაჩუსეტსის“ და რომელმაც ლენროტის ალტერნატივად კულიჯი წამოაყენა. ინიციატივა სწრაფად აიტაცეს მასებმა, რომლებსაც ხელმძღვანელებისგან დამოუკიდებლობის აქტის შექმნა სურდათ და საკმაოდ მოულოდნელად, კულიჯი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს.[84]

დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს ჯეიმზ ქოქსი (ოჰაიოდან), ხოლო ფრანკლინ დელანო რუზველტი (ნიუ-იორკიდან) ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. იმ დროისთვის, უმთავრესი თემა იყო აშშ-ის ერთა ლიგაში გაწევრიანება, რაც განიხილებოდა, როგორც პროგრესივიზმის ერის დაუმთავრებელი მემკვიდრეობა.[85] ჰარდინგმა კამპანია მშობლიურ ოჰაიოში, ქალაქ მარიონში დაიწყო, ხოლო კულიჯი გაემგზავრა „ზემოთა სამხრეთში“, ნიუ-იორკში და ახალ ინგლისში. მისი გამოსვლებისას აუდიტორია შემოფარგლული იყო ადამიანებით, რომლებსაც კულიჯი პირადად იცნობდა და რომლებიც მოკლე და შეზღუდულ გამოსვლებს ხარისხს ამჯობინებდნენ.[86] 1920 წლის 2 ნოემბერს ჰარდინგმა და კულიჯმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს: მათ ხმების 60% მიიღეს[85] და მოუტანეს რესპუბლიკურ პარტიას პირველი გამარჯვება სამხრეთის შტატში (ტენესიში) რეკონსტრუქციის შემდეგ.[85]

„ჩუმი კალვინი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი ჰარდინგი და ვიცე-პრეზიდენტი კულიჯი ცოლებთან ერთად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ოფიციალურად, ბევრ მოვალეობას არ ასრულებს, თუმცა, პრეზიდენტმა ჰარდინგმა კულიჯი კაბინეტის შეხვედრებზე დასასწრებად მიიწვია და ამით ისტორიული პრეცედენტი შექმნა.[87]

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კულიჯს ცოლთან, გრეისთან ერთად საკმაოდ ბევრ წვეულაბზე იწვევდნენ. ზუსტად იქ დაიბადა ისტორია „ჩუმ კალვინზე“ და ზუსტად იქიდან მოდის ანეკდოტები და ხუმრობები კულიჯის მონაწილეობით. საზოგადოების წინაშე იგი ხშირად და საკმაოდ კარგად გამოდიოდა, თუმცა, პირად ურთიერთობებში ბევრს არ ლაპარაკობდა და უფრო ცნობილი იყო, როგორც „ჩუმი კალვინი“. სავარაუდოდ არასარწმუნო ისტორიის თანახმად, ერთ-ერთ სადილზე მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა კულიჯს უთხრა: „დღეს სანაძლეო დავდე, რომ ორ სიტყვაზე მეტს გათქმევინებთ“, ხოლო კულიჯმა უპასუხა: „თქვენ წააგეთ“.[88] დოროთი პარკერმა, კულიჯის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნა: „და როგორ იტყვიან ამას“?[89] კულიჯი ხშირად მოუხერხებლოად გრძნობდა თავს ვაშინგტონის მაღალ საზოგადოებაში, რის გამოც მას ხშირად ეკითხებოდნენ, მაშინ რატომღა აგრძელებდა მათ სადილებსა და წვეულებებზე დასწრებას, რაზეც კულიჯი პასუხობდა, რომ „სადღაც ხომ უნდა ეჭამა“.[90] ელის რუზველტ ლონგუორთი, რესპუბლიკელი „მახვილგონიერი“, ხაზს უსვამდა კულიჯისთვის დამახასიათებელ სიჩუმეს და მის მკაცრ პიროვნებას: „როდესაც მას სურდა, რომ ჩვენ სადმე სხვაგან ვყოფილიყავით, შეჭმუხნიდა ხოლმე ტუჩებს, ხელებს იკრეფდა და არაფერს ამბობდა; გამოიყურებოდა როგორც ბავშვი, რომელიც ეს-ესაა ძუძუს წოვას გადააჩვიეს“.[91]

პრეზიდენტობისას, კულიჯმა შეინარჩუნა წყნარი და ჩუმი კაცის რეპუტაცია: „პრეზიდენტის სიტყვას უზარმაზარი წონა აქვს და მისი გამოყენება გარჩევის გარეშე არ შეიძლება“.[92] მან ბრწყინვალედ იცოდა თავის რეპუტაციაზე და მისი კიდევ უფრო „გამკაცრებაც“ მოახერხა. მოგვიანებით ზოგიერთი ისტორიკოსი თვლიდა, რომ ასეთი იმიჯი მხოლოდ კამპანიის ნაწილი იყო.[93] სხვებს კი სჯეროდათ, რომ მისი წყნარი და ჩუმი ხასიათი ბუნებრივი იყო და კიდევ უფრო გაღრმავდა უმცროსი შვილის გარდაცვალების (1924) შემდეგ.[94]

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 2 აგვისტოს, პრეზიდენტი ჰარდინგი აშშ-ის დასავლეთ შტატებში ტურის დროს, სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტი კულიჯი იმ დროს იმყოფებოდა შტატ ვერმონტში, თავის სახლში, სადაც არც ელექტროენერგია იყო და არც ტელეფონი, რის გამოც ჰარდინგის სიკვდილზე მან დესპანის მეშვეობით შეიტყო.[95] კულიჯმა ჩაიცვა, ილოცა და ჩავიდა ქვევით შეკრებილ ჟურნალისტებთან.[95] მამამისმა, მომრიგებელი მოსამართლემ და სახელმწიფო ნოტარიუსმა, ფიცის დადების ცერემონია ჩაატარა. კალვინ ჯონ კულიჯი 1923 წლის 2 აგვისტოს, ღამის 2 საათსა და 47 წუთზე, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც დასაძინებლად წავიდა.

მეორე დღეს კულიჯი ვაშინგტონში დაბრუნდა და კვლავ დადო ფიცი, რომელიც ამჯერად კოლუმბიის ოლქის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ადოლფ ჰოელინგმა ჩაიბარა. მეორე ცერემონია მიზნად ისახავდა ყველანაირი ეჭვის გაბათილებას ცალკეული შტატის სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილებას ფედერალურ მოხელესთან შედარებით.[96] მეორე ფიცი საიდუმლო იყო 1932 წლამდე, სანამ მის შესახებ იმდროინდელი გენერალური პროკურორი ჰარი დოგერტი არ ალაპარაკდა. მოგვიანებით, ინფორმაცია ჰოელინგმაც დაადასტურა[97] და აღნიშნა, რომ ცერემონია დოგერტის თხოვნით, უილარდის სასტუმროში ჩაატარა.[98] ჰოელინგის თქმით, მიზეზი მას არ უკითხავს, თუმცა, მისი აზრით, მიზანი იყო ყველა ეჭვის გაბათილება პირველი ფიცის ლეგიტიმურობაზე.[98]

თავიდან, ხალხმა ბევრი არაფერი იცოდა კულიჯზე, რომელიც ჰარდინგის ადმინისტრაციაში ცდილობდა საკუთარი პერსონისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ბევრი ფიქრობდა, რომ 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კულიჯი პრეზიდენტად კენჭს არ იყრიდა.[99][100][101] გარდაცვლილმა ჰარდინგმა კულიჯს მისი ადმინისტრაციის სკანდალები დაუტოვა მისი მეგობარ-ნაცნობების ფედერალურ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით. კულიჯი თვლიდა, რომ ყველა ბრალდებული ჩვეულებრივ ექვემდებარებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. იგი ყველა სკანდალს მეთოდურად მიუდგა, მაშინ როცა სხვები მათი აზრით ბრალდებულების სწრაფ და მკაცრ დასჯას ითხოვდნენ.[102] კულიჯი, თავის მხრივ, ფიქრობდა, რომ სენატის გამოძიებაც საკმარისი იქნებოდა. მისი მოსაზრება დადასტურდა იმით, რომ სკანდალში ჩათრეული პირები, საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ. გარდა ამისა, კულიჯმა პირადად მოსთხოვა გადადგომა გენერალურ პროკურორს, ჰარი დოგტერის, რომელმაც უარი თქვა საკონგრესო გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამის შემდეგ, კულიჯმა გადაწყვიტა დაედასტურებინა, რომ ადმინისტრაციაში უკანონო საქმეები უკვე აღარ იყო დარჩენილი, რისთვისაც შესაბამისი ბრიფინგი დანიშნა. ჰარი სლატერიმ კულიჯთან ერთად ფაქტები მიმოიხილა, ჰარლან სტოუნმა ლეგალური ასპექტები გააანალიზა, ხოლო სენატორმა უილიამ ბორამ შეაფასა და წარმოადგინა პოლიტიკური ფაქტორები.[103]

კულიჯი ხელს აწერს იმიგრაციულ აქტს

1923 წლის 6 დეკემბერს, კონგრესის მუშაობის განახლების შემდეგ, კულიჯი იქ სიტყვით გამოვიდა და მხარი დაუჭირა ჰარდინგის გატარებულ პოლიტიკას, მათ შორის ბიუჯეტირების პროცესს, იმიგრაციის აკრძალვის გაძლიერებას და პენსილვანიის შტატში მეშახტების მიმდინარე გაფიცვის არბიტრაჟს.[104][105] კულიჯი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც რადიოთი გამოვიდა სიტყვით.[106] კულიჯის პრეზიდენტობიდან ერთ თვეში ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო შეთანხმება გაფორმდა, რაც ქვეყანაში ძირითადად დადებითად აღიქვეს.[107] 1924 წელს, კონგრესმა დაძლია კულიჯის ვეტო და მაინც მიიღო მსოფლიო ომის დაწესებული კომპენსაციის აქტი.[108] იმავე წელს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმიგრაციულ აქტს, რომელიც მიზნად ისახავდა იმიგრაციის შეზღუდვას სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან.[109][110] 1924 წლის რესპუბლიკური კონვენციის დაწყებამდე, კულიჯმა ხელი მოაწერა 1924 წლის საშემოსავლო აქტს, რითიც შემაცირა პირადი საშემოსავლო გადასახადის დონე და დაკისრებული გადასახადის მაქსიმალური დონე 58%-დან 46%-მდე შეამცირა, თუმცა, გაზარდა გადასახადი უძრავ ქონებაზე და მიახმარა მას ახალი, სასაჩუქრე გადასახადი.[111]

1924 წლის 2 ივნისს კულიჯმა ხელი მოაწერა აქტს, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეობის მინიჭებას აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა ადგილობრივი ამერიკელისთვის (იგულისხმებიან ინდიელები). იმ დროს, მოსახლეობის ამ ჯგუფის ორ მესამედს უკვე ჰქონდა მიღებული მოქალაქოება სამხედრო სამსახურის (1919 წელს პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებს მოქალაქოება მიენიჭათ), ქორწინების, ან კიდევ, ადრე ჩატარებული მიწის გადანაწილების გზით.[112][113][114]

1924 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკური კონვენცია 1924 წლის 10-12 ივნისს ჩატარდა, ქალაქ კლივლენდში, ოჰაიოს შტატში. პრეზიდენტობის კანდიდატად კულიჯი პირველივე ხმის მიცემაზე აირჩიეს.[115] რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურას, მეორე ხმის მიცემის შემდეგ გამარჯვება ერგო ფრენკ ლაუდენს ილინოისის შტატიდან, თუმცა, მან უარი განაცხადა. მესამე ხმის მიცემაზე გამარჯვება მოიპოვა ბრიგადის გენერალმა ჩარლზ დეივისმა, რომელმაც კანდიდატობაზე თანხმობა განაცხადა.[115]

დემოკრატებმა თავიანთი კონვენცია მომდევნო თვეს, ქალაქ ნიუ-იორკში ჩაატარეს, სადაც შეთანხმებას მხოლოდ 103-ჯერ ხმის მიცემის შემდეგ მიაღწიეს. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა კომპრომისული კანდიდატი ჯონ დეივისი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჩარლზ ბრაიანი გახდა. დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ რობერტ ლა ფოლეტე (რესპუბლიკელი სენატორი უისკონსინის შტატიდან), რომელმაც ახალი პროგრესული პარტია დააარსა, მოახერხებდა რესპუბლიკელებისთვის ხმების წართმევას და დემოკრატს პრეზიდენტობის მოპოვებაში დაეხმარებოდა, როგორც ეს 1912 წელს მოხდა.[116]

უმცროსი შვილის, კალვინის გარდაცვალების შემდეგ, კულიჯი საკუთარ თავში ჩაიკეტა; მოგვიანებით იგი ამბობდა: „როდესაც ის [კალვინი] გარდაიცვალა, პრეზიდენტობის დიდება და ძალაუფლება მას გაჰყვა“.[117] გლოვის დროსაც, კულიჯი მონაწილეობდა კამპანიაში, თუმცა, ოპონენტების სახელებს არ ახსენებდა და სიტყვით გამოსვლისას საკუთარ სახელმწიფოთეორიაზე ყვებოდა; მისი ზოგიერთი გამოსვლა რადიოს ეთერითაც გადაიცემოდა ხოლმე.[118] 1896 წლის შემდეგ, ეს იყო ყველაზე „დაყრუებული“ საპრეზიდენტო კამპანია. ეს განპირობებული იყო ძირითადად ორი ფაქტორით: კულიჯის შვილის გარდაცვალებით და მისი ნონ-კონფრონტაციული სტილით.[119] სხვა კანდიდატები საკუთარი კამპანიის წარმართვას უფრო თანამედროვე სტილში ცდილობდნენ. მიუხედავად რესპუბლიკელების ორად გაყოფისა, არჩევნების შედეგები 1920 წლისას გავდა: კულიჯმა და დეივისმა გაიმარჯვეს ყველა შტატში სამხრეთის გარდა. მათ ასევე დათმეს უისკონსინი, ლა ფოლეტეს მშობლიური შტატი. საბოლოოდ, კულიჯმა თავის ორივე ოპონენტზე 2,5 მილიონით მეტი ხმა მიიღო.[120]

მრეწველობა და ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯის პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ცნობილი როგორც `„მძვინვარე ოციანები“. ადმინისტრაციის სამრეწველო პოლიტიკა კულიჯმა გადააბარა ვაჭრობის მინისტრს და პრეზიდენტის პოსტზე მის მემკვიდრეს, ჰერბერტ კლარკ ჰუვერს, რომელიც ენერგიულად იყენებდა სახელმწიფო მფარველობას და სადავეებს ბიზნესის ეფექტიანობის ასამაღლებლად და რადიო და ავიაკომპანიების განვითარებისთვის.[121] კულიჯს ეზიზღებოდა რეგულაცია. მან ამის დემონსტრაცია მოახდინა მაშინ, როცა ვაჭრობის ფედერალურ კომისიაში დანიშნა კომისრები, რომლებიც თითქმის არაფერს აკეთებდნენ თავიანთ იურისდიქციაში ბიზნესის აქტივობის შეზღუდვისთვის.[122][123] 30-ე პრეზიდენტის ბიოგრაფმა აღწერა, რომ მის დროს რეგულაციური მდგომარეობა იყო „თითქმის უხილავი“.[124]

კულიჯის ეკონომიკური პოლიტიკა ხშირადაა ციტირებული, როგორც „მთლიანობაში, ამერიკელი ხალხის ბიზნესი — ბიზნესია“. ზოგიერთი აკრიტიკებს კულიჯს Laissez-Faire-ის პოლიტიკის მიმდევრობის გამო, რომელმაც, მათი აზრით, დიდი დეპრესია გამოიწვია.[125] მეორე მხრივ, ისტორიკოსი რობერტ სობელი გვთავაზობს განსხვავებულ სიტუაციას, რომელიც ეფუძნება კულიჯის აზრს ფედერალიზმთან დაკავშირებით: „როგორც მასაჩუსეტსის გუბერნატორი, კულიჯი მხარს უჭერდა შემოსავლის და საათის კანონს, ეწინააღმდეგებოდა ბავშვების შრომას, პირველი მსოფლიო ომის დროს თავს ახვევდა კონტროლს ეკონომიკას, მხარს უჭერდა ქარხნებში უსაფრთხოების ზომების დაცვას და მუშათა წარმომადგენლობას კორპორატიულ საბჭოებში. უჭერდა იგი ამ ყველაფერს მხარს პრეზიდენტობისას? არა. იმიტომ, რომ 1920-იანებში ასეთი ზომები შტატების ხელისუფლების საზრუნავად განიხილებოდა“.[126][127][128]

გადასახადები და სახელმწიფო ხარჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯის საგადასახადო პოლიტიკა იყო ის, რასაც მისი ფინანსთა მინისტრი, ენდრიუ მელონი, განიხილავდა სრულყოფილების უმაღლეს წერტილად — „სამეცნიერო დაბეგვრას“, რაც ითვალისწინებს მცირე გადასახადებს, რაც სინამდვილეში კი არ ამცირებს სახელმწიფო შემოსავალს, არამედ, ზრდის.[129][130] კონგრესი დათანხმდა კულიჯს და შეამცირა გადასახადები.[129][130] გარდა ამისა, კულიჯი სთავაზობდა კანონმდებლებს ფედერალური ხარჯების შემცირებას და ფედერალური ვალის ნაწილის გასტუმრებას.[129][131] კულიჯის იდეები მოსწონდათ რესპუბლიკელებს კონგრესში და 1924 წელს მათ მიიღეს საშემოსავლო აქტი, რომელმაც შეამცირა საშემოსავლო გადასახადის დონე და გააუქმა ყველანაირი საშემოსავლო გადასახადი დაახლოებით ორი მილიონი ადამიანისთვის.[132] გადასახადები შემცირდა 1926 და 1928 წლების საშემოსავლო აქტების მიხედვით. ამ დროს სულ უფრო და უფრო მცირდებოდა ხარჯები ფედერალური ვალის დაფარვისთვის.[133] 1927 წლისთვის, უმდიდრესი ამერიკელების მხოლოდ 2% იხდიდა ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს.[133] კულიჯის დროს ფედერალური ხარჯები შეუცვლელი რჩებოდა, რის შედეგადაც შტატებმა შეძლეს ვალის ერთი მეოთხედის დაფარვა. შტატების დონეზეც შესამჩნევი იყო ბიუჯეტის ზრდა. 1927 წელს მათ ფედერალურ ბიუჯეტსაც კი გადააჭარბეს.[134]

წინააღმდეგობა ფერმერების სუბსიდირებას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი და ვიცე-პრეზიდენტი დეივისი

სავარაუდოდ, კულიჯის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფერმერების საკითხი იყო. კონგრესმენების ჯგუფმა შეადგინა კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო ფასების დაცემასთან ბრძოლისთვის, რომელიც უფლებას მისცემდა ფედერალურ ხელისუფლებას ეყიდა საქონელი ფერმერებისგან და უფრო ნაკლებ ფასად საზღვარგარეთ გაეყიდა.[135][136] სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრი უოლესი და ადმინისტრაციის სხვა ჩინოვნიკები 1924 წლის მდგომარეობით ემხრობოდნენ კანონპროექტს, თუმცა, ფასების ზრდამ დაარწმუნა კონგრესმენები, რომ კანონპროექტი საჭირო უკვე აღარ იყო.[137] 1926 წელს, როდესაც ფასები კვლავ დაეცა, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, სენატორმა ჩარლზ მაკნარიმ და წარმომადგენელმა გილბერტ ჰაგენმა შეიმუშავეს მაკნარი-ჰაგენის ფერმერების დახმარების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ფედერალური საბჭო, რომელიც იყიდიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს მაღალმოსავლიან წლებში, შესაძლებლობის შემთხვევაში შეინახავდა და შემდეგ კი ან ქვეყნის შიგნით გაყიდდა, ან ქვეყნის გარეთ.[138] კულიჯი დაუპირისპირდა მაკნარი-ჰაგენის კანონპროექტს და განაცხადა, რომ „სოფლის მეურნეობა უნდა იდგეს დამოუკიდებელ საბიზნესო საფუძველზე“ და დაამატა, რომ „სახელმწიფო კონტროლის პოლიტიკური კონტროლისგან გაყოფა შეუძლებელია“.[138] ფასებით მანიპულაციის მაგივრად, მან მხარი დაუჭირა ჰერბერტ ჰუვერის შეთავაზებას, რომელიც სოფლის მეურნეობის მოდერნიზებით მოგების გაჩენას ისახავდა მიზნად. ფინანსთა მინისტრმა მელონმა დაწერა წერილი, დაგმო მაკნარი-ჰაგენის კანონპროექტი, მას უსაფუძვლო უწოდა და დაამატა, რომ კანონპროექტს ინფლაციის გამოწვევაც კი შეეძლო. საბოლოოდ, მაკნარი-ჰაგენის ფერმერების დახმარების კანონპროექტის მიღება არ მოხდა.[139]

მაკნარი-ჰაგენის დამარცხების შემდეგ, კულიჯმა მხარი დაუჭირა ნაკლებად რადიკალურ ზომას — კარტის-კრისპის აქტს, რომელიც შექმნიდა ფედერალურ საბჭოს ფერმერული კოოპერატივებისთვის ფულის სასესხებლად მაღალმოსავლიანობის დროს; კონგრესმა აქტი არ მიიღო.[139] 1927 წლის თებერვალში, კონგრესში კვლავ განიხილავდნენ მაკნარი-ჰაგენის პროექტს; ამჯერად, იგი მიიღეს, თუმცა, კულიჯმა უარი თქვა კანონის მიღებაზე და ვეტოს უფლება გამოიყენა.[140][141] იგი თვლიდა, რომ კანონპროექტი ფერმერებს ვერაფრით დაეხმარებოდა და სარგებელს მოუტანდა მხოლოდ ექსპორტიორებს და გაზრდიდა ფედერალურ ბიუროკრატიას.[142] კონგრესმა მისი ვეტო არ დაძლია, თუმცა, 1928 წლის მაისში კანონმდებლებმა კვლავ მიიღეს მაკნარი-ჰაგენის კანონი. კულიჯმა კვლავ ვეტოს უფლება გამოიყენა.[140][141] ვერმონტელი ფერმერის შვილმა, კულიჯმა განაცხადა: „ფერმერები ბევრ ფულს არასდროს შოულობდნენ. არ მჯერა, რომ ჩვენ ამის გამოსწორება შეგვიძლია“.[143]

წყალდიდობის კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯს ხშირად აკრიტიკებენ მისი ქმედებების გამო 1927 წლის მისისიპის დიდი წყალდიდობის დროს. 2005 წლამდე, კატრინას ქარიშხლამდე, წყალდიდობა რეგიონში უდიდესი ბუნებრივი კატასტროფა იყო.[144][145][146] მართალია, საბოლოოდ მან წყალდიდობით დაზარალებულების კომისია შექმნა და მის თავმჯდომარედ ჰერბერტ ჰუვერი დანიშნა, სწავლულების ნაწილი თვლის, რომ პირადად მან წყალდიდობის ფედერალურ კონტროლში ინტერესის სიმცირე გამოაჩინა.[144][145][146] კულიჯს არ სჯეროდა, რომ რეგიონში მისი პირადი ვიზიტი რამეს გამოასწორებდა; იგი თვლიდა, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური დიდსულოვნების ჟესტი იქნებოდა. გარდა ამისა, მას არ სურდა წყალდიდობის კონტროლი თავის თავზე ფედერალურ ბიუჯეტს აეღო.[147] მეორე მხრივ, კონგრესს სურდა მიეღო კანონპროექტი, რომელიც წყალდიდობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ფედერალურ ხელისუფლებას გადააბარებდა.[148] 1928 წელს კონგრესმა და კულიჯმა კომპრომისული კანონი მიიღეს.[149]

უმცირესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი „თავისუფალი იყო რასობრივი ცრურწმენებისგან“. მას არ მოსწონდა კუ კლუს კლანი და კლანის არც ერთი წევრი არანაირ თანამდებობაზე არ დაუნიშნავს. 1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კულიჯის ოპონენტები და მისი მეწყვილეც კი ხშირად აკრიტიკებდნენ კუ კლუს კლანს, თუმცა, თვითონ კულიჯი ამ, როგორც სხვა ყველა სადაო საკითხს, თავს არიდებდა.[150]

კულიჯი ზოგჯერ აფრო-ამერიკელების სამოქალაქო უფლებების მხარდასაჭერადაც გამოდიოდა და ამბობდა, რომ მათი უფლებები იყო „ისევე წმინდა, როგორც სხვა მოქალაქეების“ აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით და რომ „ამ უფლებების დაცვა საზოგადოებრივი და პირადი ვალია“.[151][152]

კულიჯი ხშირად გამოდიოდა ლინჩის წესით გასამართლების ფედერალურ დანაშაულად გადაქცევისთვის, თუმცა, იგი კონგრესის წინააღმდეგობას შეხვდა. 1924 წლის 2 ივნისს, კულიჯმა ხელი მოაწერა ინდიელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების აქტს, რითიც რეზერვაციებში მცხოვრებმა ინდიელებმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღეს (რეზერვაციების გარეთ მცხოვრებ ინდიელებს მოქალაქეობა უკვე ჰქონდათ).[153] 1924 წლის 6 ივნისს, კულიჯი გამოვიდა ჰოვარდის უნივერსიტეტში, სადაც სეგრეგაციული კანონები არ მოქმედებდა. გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა და შეაქო აფრიკელი ამერიკელები სწრაფი განვითარებისთვის განათლებაში, მათი წვლილისთვის აშშ-ის საზოგადოებაში, მათი დიდი მოწადინებისთვის მსოფლიო ომში სამხედრო ვალის მოხდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში ისინი დისკრიმინაციას და ცრურწმენებს ხვდებოდნენ.[154]

1924 წლის ოქტომბერში სიტყვით გამოსვლისას კულიჯმა ხაზი გაუსვა ტოლერანტობას განსხვავებების მიმართ როგორც ამერიკულ ფასეულობას და მადლობა გადაუხადა იმიგრანტებს მათი წვლილისთვის აშშ-ის საზოგადოებაში. მან დაამატა, რომ მათ [იმიგრანტებმა] „დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ჩამოყალიბებაში“. მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების განსხვავება იყო კონფლიქტების და დაძაბულობის წყარო ევროპაში, შეერთებული შტატებისთვის ეს სპეციფიკური, ჰარმონიული და სასარგებლო იყო. მოგვიანებით, კულიჯმა გააცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება უნდა გაუწიოს იმიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ჩავიდნენ და მოუწოდა იმიგრანტებს უარი ეთქვათ „რასობრივ ზიზღსა“ და „ცრურწმენებზე“.[155]

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტ კულიჯის ოფიციალური პორტრეტი

კულიჯი იზოლაციონისტი არ იყო, მაგრამ, მას არ სურდა უცხოურ ალიანსებში გაწევრიანება;[156] მიაჩნდა, რომ 1920 წელს რესპუბლიკელების გამარჯვება იყო ამერიკელი ხალხის უარი ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე.[157] ერთა ლიგის კონცეფციას იგი არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, მიაჩნდა, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკულ ინტერესებს არ ემსახურებოდა.[157] კულიჯი მხარს უჭერდა აშშ-ის გაწევრიანებას „საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივ სასამართლოში“ (მსოფლიო სასამართლო), თუმცა, იმ პირობით, რომ შტატები არ იქნებოდნენ დამოკიდებული კონსულტაციურ გადაწყვეტილებებზე.[158] 1926 წელს, სენატი დათანხმდა ქვეყნის გაწევრიანებას სასამართლოში, თუმცა, პატარა შესწორებებით.[159] ერთა ლიგამ ეს შესწორებები მიიღო, მაგრამ, საკუთარი შესწორებებიც შეიტანა.[160] სენატმა მათი რატიფიცირება არ მოახდინა, ხოლო აშშ ვერასდროს გახდა მსოფლიო სასამართლოს წევრი.[160]

კულიჯის პირდაპირი ინიციატივა იყო კელოგ-ბრიანდის 1928 წლის პაქტი, რომელსაც სახელი სახელმწიფო მდივნის ფრენკ კელოგის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არისტიდ ბრიანდის პატივსაცემად დაერქვა. 1929 წელს შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა. ხელმომწერი ქვეყნები (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია) უარს ამბობდნენ „ომზე, როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ეროვნული პოლიტიკის ნაწილზე“.[161] პაქტმა თავის მიზანს, ომის კანონგარეშე გამოცხადებას ვერ მიაღწია, თუმცა, იგი გახდა საერთაშორისო სამართლის დამფუძნებელი კანონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[162][163]

საბჭოთა კავშირის აღიარება, წინა ადმინისტრაციის მსგავსად, კულიჯმა კვლავ გადაწია,[164] მექსიკის არჩეულ ხელისუფლებას მხარი დაუჭირა, მათთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგო მოხსნა[165] და მექსიკაში აშშ-ის ელჩად დუაიტ მოროუ დანიშნა.[166]

კულიჯის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მიერ ნიკარაგუას და ჰაიტის ოკუპაცია გაგრძელდა, მაგრამ, ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს დომინიკის რესპუბლიკა.[167][168] თავისი ერთადერთი ვიზიტი კულიჯმა ჰავანაში (კუბა) განახორციელა, სადაც იგი სათავეში ედგა ამერიკულ დელეგაციას ამერიკული სახელმწიფოების მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე.[169] 88 წლის განმავლობაში, კულიჯი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც კუბას ეწვია, სანამ ბარაკ ჰუსეინ ობამა „თავისუფლების კუნძულს“ 2016 წელს არ ესტუმრა.[170]

1928 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოკლიპების კოლექცია კულიჯის მონაწილეობით

1927 წლის ზაფხულში კულიჯი ისვენებდა სამხრეთი დაკოტას „შავ მთებზე“, სადაც ცხენზე ჯირითობდა, როდეოს ესწრებოდა და თევზაობდა. კასტერის სახელმწიფო პარკი კულიჯმა თავის „საზაფხულო თეთრ სახლად“ აქცია. შვებულების დროს, კულიჯმა მოულოდნელად გამოაქვეყნა განცხადება, რომ არ აპირებდა მეორე სრული საპრეზიდენტო ვადით დარჩენას.[171] მან დააზუსტა, რომ 1928 წელს გამარჯვების შემთხვევაში, თეთრ სახლში 10 წელს დაჰყოფდა, რაც ნებისმიერ სხვა პრეზიდენტზე მეტი იყო.[172] პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, კულიჯმა დატოვა ვაშინგტონი და ცოლთან ერთად ნორთჰემპტონში დაბრუნდა, სადაც მემუარები დაწერა. მისი წასვლის შემდეგ რესპუბლიკელებმა თეთრი სახლი შეინარჩუნეს — პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი გახდა, რომლის პრეზიდენტობაც კულიჯს დიდად არ სურდა. ერთხელ მან აღნიშნა: „ექვსი წლის განმავლობაში ეს ადამიანი არასაჭირო რჩევებს მაძლევდა და ყველა მათგანი ცუდი იყო“.[173] მიუხედავად ამისა, კულიჯმა საზოგადოებრივად არ გამოაცხადა, რომ ჰუვერს არ უჭერდა მხარს, რადგანაც არ სურდა პარტია კიდევ ერთხელ გაყოფილიყო.[174][175]

კაბინეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯის კაბინეტი

მართალია, ჰარდინგის კაბინეტის რამდენიმე წევრი სკანდალში იყო ჩართული, კულიჯმა ყველა მათგანი დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა, რადგანაც მიაჩნდა, რომ გარდაცვლილი ჰარდინგის მიერ დანიშნული ყველა ადამიანი შემდეგ არჩევნებამდე არ უნდა შეეცვალა.[176] თავის საპრეზიდენტო მდივნებად (პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობის ექვივალენტი) მან დანიშნა ედვარდ კლარკი და ბასქომ სლემპი.[107]

სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიანი პირი კულიჯის კაბინეტში იყო ფინანსთა მინისტრი ენდრიუ მელონი, რომელიც აკონტროლებდა ადმინისტრაციის ფინანსურ პოლიტიკას. მელონს ბევრი, მათ შორის, პალატის უმცირესობის ლიდერი ჯონ ნეინს გარნერი თვითონ კულიჯზე გავლენიანად თვლიდა.[177] ვაჭრობის მინისტრს და მომავალ პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კულიჯის კაბინეტში. ნაწილობრივ ეს განპირობებული იყო იმით, რომ კულიჯი ფასეულად თვლიდა ჰუვერის შესაძლებლობას მოეპოვებინა საზოგადოებრივი პოზიტივი პროსაბიზნესო შეთავაზებებით.[178] სახელმწიფო მდივანი ჩარლზ ევანს ჰიუზი აკონტროლებდა საგარეო პოლიტიკას, სანამ იგი 1925 წელს, კულიჯის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფრენკ კელოგმა არ შეცვალა. კულიჯმა შეცვალა სოფლის მეურნეობის მინისტრიც, რომლის თანამდებობაც უილიამ ჯარდინს ერგო და გენერალური პროკურორი, რომელიც ჯონ სერჯენტი გახდა.[179] პირველი ვადის დროს, კულიჯს არ ჰყავდა ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მეორე ვადის დროს ამ პოსტს ჩარლზ დეივისი იკავებდა.[180]

იურიდიული დანიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯმა უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლე, ჰარლან ფისკ სტოუნი 1925 წელს დანიშნა. სტოუნს, როგორც კულიჯს, ამჰერსტის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული. სტოუნი უოლ-სტრიტის ადვოკატი და კონსერვატორი რესპუბლიკელი იყო. იგი კოლუმბიის იურიდიული სკოლის დეკანი იყო 1924 წელს, მაშინ, როცა კულიჯმა იგი გენერალურ პროკურორად დანიშნა.[181] სტოუნი ასევე იყო სასამართლო თავდაჭერილობის მომხრე. მას ხშირად აფასებდნენ, როგორც ერთ-ერთს იმ სამი ლიბერალი მოსამართლიდან, რომელიც ხშირად უჭერდა მხარს ფრანკლინ რუზველტის „ახალ კურსს“.[182] მოგვიანებით, პრეზიდენტმა რუზველტმა სტოუნი მთავარ მოსამართლედ დანიშნა.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში კულიჯმა 17 მოსამართლე დანიშნა, ხოლო საოლქო სასამართლოებში — 61. კულიჯი იყო პირველი, ვინც ქალბატონი დანიშნა ფედერალური დონის მოსამართლედ. ეს იყო გენევივი ქლაინი, რომელიც 1928 წელს საბაჟო სასამართლოს მოსამართლე იყო.[183] გარდა ამისა, კულიჯმა ხელი მოაწერა 1925 წლის სასამართლო აქტს, რითიც უზენაეს სასამართლოს სამუშაო გრაფიკის განსაზღვრაში მეტი თავისუფლება მიანიჭა.

თანამდებობის დატოვება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი გამოდის სიტყვით. 1924.

პრეზიდენტობის შემდეგ კულიჯმა იქირავა სახლი ნორთჰემპტონში, მასასოიტის ქუჩაზე, ხოლო შემდეგ გადავიდა უფრო დიდ სახლ The Beeches-ში.[184] თავისი ნავით იგი ხშირად თევზაობდა და ხშირად ხვდებოდა ადგილობრივ ნაოსან ენთუზიასტებს მდინარე კონექტიკუტზე. იგი იყო არაპარტიული სარკინიგზო კომისიის თავმჯდომარეც, ბრმების ამერიკული ფონდის საპატიო პრეზიდენტი, ნიუ-იორკში სიცოცხლის დაზღვევის კომპანიის დირექტორი, ამერიკული ანტიკვარიული საზოგადოების პრეზიდენტი და ამჰერსტის კოლეჯის მეურვე.[185]

1929 წელს კულიჯმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფია, ხოლო 1930-31 წლებში მას მიჰყავდა სინდიცირებული საგაზეთო კოლუმნა „კალვინ კულიჯი ამბობს“.[186][187] 1932 წლისთვის, ცხადი იყო, რომ ჰუვერის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გამარჯვებისთვის სასწაული იყო საჭირო, რის გამოც ბევრი რესპუბლიკელი უარს ამბობდა ჰუვერის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და მის ადგილზე კულიჯს განიხილავდა, თუმცა, თვითონ კულიჯი თეთრ სახლში დაბრუნებით არ იყო დაინტერესებული.[188][189] ჰუვერი მაინც გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო კულიჯი მის დასახმარებლად რამდენიმეჯერ რადიოთი გამოვიდა. საბოლოოდ, ჰუვერი გამანადგურებლად დამარცხდა ფრანკლინ დელანო რუზველტთან.[190]

1933 წლის 5 იანვარს, The Beeches-ში, დილის თორმეტ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე კალვინ კულიჯი ვენური სისხლძარღვების თრომბოზით გარდაიცვალა.[191] გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კულიჯმა უთხრა ძველ მეგობარს: „ვგრძნობ, რომ ამ დროს უკვე ვეღარ ვერგები“. კულიჯი დამარხულია პლიმოთ ნოთჩის სასაფლაოზე, ქალაქ პლიმოთ ნოთჩში, ვერმონტის შტატში.[192] იქვე მდებარე მისი საოჯახო სახლი არის შემონახული, როგორც კალვინ კულიჯის საკარმიდამო ოლქის ერთ-ერთი ორიგინალური შენობა.

ხსოვნა, რადიო, ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი, ჟურნალისტები და ოპერატორი

მიუხედავად იმისა, რომ მას ჩუმი და ჩაკეტილი პოლიტიკოსის რეპუტაცია ჰქონდა, კულიჯი ხშირად იყენებდა რადიოს და თავისი წვლილი შეჰქონდა რადიოს ისტორიაში. იგი საკმაოდ „გახსნილი“ იყო ჟურნალისტებისთვის და მთლიანობაში, მათთან 520 პრესკონფერენცია ჩაატარა, რაც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციებზე მეტია.[193] კულიჯის მეორე ინაუგურაცია იყო პირველი, რომელიც რადიოთი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 1923 წლის 6 დეკემბერს, იგი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის კონგრესში გამოსვლაც რადიოთი გადაიცა.[194] 1927 წელს, მან ხელი მოაწერა რადიოს კანონპროექტს, რომელმაც რეგულირება ახლადშექმნილ რადიოს ფედერალურ კომისიას გადააბარა. 1924 წლის 11 აგვისტოს, თეოდორ ქეისმა გადაიღო კულიჯი თეთრი სახლის ბაღში, რის შედეგადაც კულიჯი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც ხმოვან ფილმში გამოჩნდა. ასევე არსებობს კადრები, სადაც პრეზიდენტი კულიჯი შეხვდა ტრანსატლანტიკური ფრენიდან ვაშინგტონში დაბრუნებულ ჩარლზ ლინდბერგს.[195]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buckley, Kerry W. (December 2003). "'A President for the "Great Silent Majority': Bruce Barton's Construction of Calvin Coolidge". The New England Quarterly 76 (4): 593–626. . JSTOR 1559844.
  • Galston, Miriam (November 1995). "Activism and Restraint: The Evolution of Harlan Fiske Stone's Judicial Philosophy". Tulane Law Revue 70: 137.
  • Gilbert, Robert E. (2005). "Calvin Coolidge's Tragic Presidency: the Political Effects of Bereavement and Depression". Journal of American Studies 39 (1): 87–109. . JSTOR 27557598.
  • Polsky, Andrew J.; Tkacheva, Olesya (Winter 2002). "Legacies versus Politics: Herbert Hoover, Partisan Conflict, and the Symbolic Appeal of Associationalism in the 1920s". International Journal of Politics, Culture, and Society 16 (2): 207–235. JSTOR 20020160.
  • Roberts, Jason (2014). "The Biographical Legacy of Calvin Coolidge and the 1924 Presidential Election", რედ. Katherine A. S. Sibley: A Companion to Warren G. Harding, Calvin Coolidge, and Herbert Hoover. Wiley Blackwell. ISBN 978-1-118-83447-3. 
  • Rusnak, Robert J. (Spring 1983). "Andrew W. Mellon: Reluctant Kingmaker". Presidential Studies Quarterly 13 (2): 269–278. JSTOR 27547924.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McCoy 1967, გვ. 420–21.
  2. Greenberg 2006, გვ. 49–53.
  3. Fuess 1940, გვ. 500.
  4. Sobel 1998, გვ. 12–13.
  5. Greenberg 2006, გვ. 1–7.
  6. Sobel 1998, გვ. 22.
  7. Fuess 1940, გვ. 17.
  8. McCoy 1967, გვ. 5.
  9. White 1938, გვ. 11.
  10. Fuess 1940, გვ. 12.
  11. Fuess 1940, გვ. 7.
  12. Sobel 1998, გვ. 24.
  13. Shlaes 2013, გვ. 66–68.
  14. Fuess 1940, გვ. 74–81.
  15. McCoy 1967, გვ. 22–26.
  16. Bryson 2013, გვ. 187.
  17. White 1938, გვ. 61.
  18. Martin, Douglas. “John Coolidge, Guardian of President's Legacy. Dies at 93“, The New York Times, June 4, 2000. წაკითხვის თარიღი: 2010-06-25. 
  19. Shlaes 2013, გვ. 91.
  20. 20.0 20.1 Sobel 1998, გვ. 49–51.
  21. White 1938, გვ. 51–53.
  22. Fuess 1940, გვ. 83.
  23. Fuess 1940, გვ. 84–85.
  24. 24.0 24.1 24.2 McCoy 1967, გვ. 29.
  25. Sobel 1998, გვ. 61.
  26. Sobel 1998, გვ. 62.
  27. Fuess 1940, გვ. 99.
  28. Sobel 1998, გვ. 63–66.
  29. White 1938, გვ. 99–102.
  30. Sobel 1998, გვ. 68–69.
  31. Sobel 1998, გვ. 72.
  32. Fuess, 1940 და Sobel 1998, გვ. 106–07.
  33. Fuess 1940, გვ. 108.
  34. Sobel 1998, გვ. 76.
  35. Fuess 1940, გვ. 110–11.
  36. McCoy 1967, გვ. 45–46.
  37. 37.0 37.1 Sobel 1998, გვ. 79–80.
  38. 38.0 38.1 Fuess 1940, გვ. 111.
  39. White 1938, გვ. 105.
  40. Fuess 1940, გვ. 114–15.
  41. White 1938, გვ. 111.
  42. 42.0 42.1 Coolidge 1919, გვ. 2–9.
  43. Sobel 1998, გვ. 90–92.
  44. Sobel 1998, გვ. 90.
  45. Fuess 1940, გვ. 124.
  46. Sobel 1998, გვ. 92–98.
  47. Fuess 1940, გვ. 133–36.
  48. White 1938, გვ. 117.
  49. Fuess 1940, გვ. 139–142.
  50. Fuess 1940, გვ. 145.
  51. White 1938, გვ. 125.
  52. Fuess 1940, გვ. 151–52.
  53. Sobel 1998, გვ. 107–110.
  54. Sobel 1998, გვ. 111.
  55. McCoy 1967, გვ. 75–76.
  56. Sobel 1998, გვ. 112.
  57. Sobel 1998, გვ. 115.
  58. McCoy 1967, გვ. 76.
  59. Russell 1975, გვ. 77–79.
  60. Sobel 1998, გვ. 129.
  61. Russell 1975, გვ. 86–87.
  62. Russell 1975, გვ. 111–13.
  63. Sobel 1998, გვ. 133–36.
  64. Russell 1975, გვ. 113.
  65. White 1938, გვ. 162–164.
  66. Russell 1975, გვ. 120.
  67. Coolidge 1919, გვ. 222–24.
  68. White 1938, გვ. 164–165.
  69. Sobel 1998, გვ. 142.
  70. Russell 1975, გვ. 182–83.
  71. 71.0 71.1 Sobel 1998, გვ. 143.
  72. Shlaes 2013, გვ. 174–79.
  73. Fuess 1940, გვ. 239–43.
  74. McCoy 1967, გვ. 102–13.
  75. Sobel 1998, გვ. 117.
  76. Fuess 1940, გვ. 195.
  77. Fuess 1940, გვ. 186.
  78. Fuess 1940, გვ. 187.
  79. McCoy 1967, გვ. 81.
  80. Fuess 1940, გვ. 187–88.
  81. Sobel 1998, გვ. 152–53.
  82. White 1938, გვ. 198–199.
  83. Fuess 1940, გვ. 259–60.
  84. White 1938, გვ. 211–213.
  85. 85.0 85.1 85.2 Sobel 1998, გვ. 204–12.
  86. White 1938, გვ. 217–219.
  87. Sobel 1998, გვ. 210–11.
  88. Hannaford, გვ. 169.
  89. Greenberg 2006, გვ. 9.
  90. Sobel 1998, გვ. 217.
  91. Cordery 2008, გვ. 302.
  92. Sobel 1998, გვ. 243.
  93. Buckley, გვ. 593–626.
  94. Gilbert, გვ. 87–109.
  95. 95.0 95.1 Fuess 1940, გვ. 308–09.
  96. Fuess 1940, გვ. 310–15.
  97. Confirms Daugherty's Story of Coolidge's Second Oath“, St. Louis Post-Dispatch, February 2, 1932, p. 1C. 
  98. 98.0 98.1 "Confirms Daugherty's Story of Coolidge's Second Oath".
  99. Sobel 1998, გვ. 226–28.
  100. Fuess 1940, გვ. 303–05.
  101. Ferrell 1998, გვ. 43–51.
  102. White 1938, გვ. 265.
  103. White 1938, გვ. 272–277.
  104. Fuess 1940, გვ. 328–29.
  105. Sobel 1998, გვ. 248–49.
  106. Shlaes 2013, გვ. 271.
  107. 107.0 107.1 Fuess 1940, გვ. 320–22.
  108. Fuess 1940, გვ. 341.
  109. Fuess 1940, გვ. 342.
  110. Sobel 1998, გვ. 269.
  111. Sobel 1998, გვ. 278–79.
  112. (2015) The Routledge Companion to Native American Literature. Routledge, გვ. 168. ISBN 1317693191. 
  113. Charles Kappler. (1929)Indian affairs: laws and treaties Vol. IV, Treaties. Government Printing Office. დაარქივებულია ორიგინალიდან - October 11, 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-10-14.
  114. Alysa Landry, "Calvin Coolidge: First Sitting Prez Adopted by Tribe Starts Desecration of Mount Rushmore", Indian Country Today, 26 July 2016; accessed same day
  115. 115.0 115.1 Fuess 1940, გვ. 345–46.
  116. Sobel 1998, გვ. 300.
  117. Coolidge 1929, გვ. 190.
  118. Sobel 1998, გვ. 300–01.
  119. Sobel 1998, გვ. 302–03.
  120. Fuess 1940, გვ. 354.
  121. Ferrell 1998, გვ. 64–65.
  122. Ferrell 1998, გვ. 66–72.
  123. Sobel 1998, გვ. 318.
  124. Ferrell 1998, გვ. 72.
  125. Ferrell 1998, გვ. 207.
  126. Sobel, Robert. Coolidge and American Business. John F. Kennedy Library and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 8, 2006.
  127. Greenberg 2006, გვ. 47.
  128. Ferrell 1998, გვ. 62.
  129. 129.0 129.1 129.2 Sobel 1998, გვ. 310–11.
  130. 130.0 130.1 Greenberg 2006, გვ. 127–29.
  131. Fuess 1940, გვ. 382–83.
  132. Sobel, 1998 და Fuess 1940, გვ. 382–83.
  133. 133.0 133.1 Ferrell 1998, გვ. 170.
  134. Ferrell 1998, გვ. 174.
  135. Ferrell 1998, გვ. 84.
  136. McCoy 1967, გვ. 234–35.
  137. McCoy 1967, გვ. 235.
  138. 138.0 138.1 Fuess 1940, გვ. 383–84.
  139. 139.0 139.1 Sobel 1998, გვ. 327.
  140. 140.0 140.1 Fuess 1940, გვ. 388.
  141. 141.0 141.1 Ferrell 1998, გვ. 93.
  142. Sobel 1998, გვ. 331.
  143. Ferrell 1998, გვ. 86.
  144. 144.0 144.1 Sobel 1998, გვ. 315.
  145. 145.0 145.1 Barry 1997, გვ. 286–87.
  146. 146.0 146.1 Greenberg 2006, გვ. 132–35.
  147. McCoy 1967, გვ. 330–31.
  148. Barry 1997, გვ. 372–74.
  149. Greenberg 2006, გვ. 135.
  150. Roberts 2014, გვ. 209.
  151. Sobel 1998, გვ. 250.
  152. McCoy 1967, გვ. 328–29.
  153. Deloria 1992, გვ. 91.
  154. Coolidge 1926, გვ. 31–36.
  155. Coolidge 1926, გვ. 159–156.
  156. Sobel 1998, გვ. 342.
  157. 157.0 157.1 McCoy 1967, გვ. 184–85.
  158. McCoy 1967, გვ. 360.
  159. McCoy 1967, გვ. 363.
  160. 160.0 160.1 Greenberg 2006, გვ. 114–16.
  161. Fuess 1940, გვ. 421–23.
  162. McCoy 1967, გვ. 380–81.
  163. Greenberg 2006, გვ. 123–24.
  164. McCoy 1967, გვ. 181.
  165. McCoy 1967, გვ. 178–79.
  166. Sobel 1998, გვ. 349.
  167. Fuess 1940, გვ. 414–17.
  168. Ferrell 1998, გვ. 122–23.
  169. Travels of President Calvin Coolidge. U.S. Department of State Office of the Historian.
  170. Kim, Susanna. (December 18, 2014) Here's What Happened the Last Time a US President Visited Cuba. ABC News. წაკითხვის თარიღი: March 1, 2016.
  171. Sobel 1998, გვ. 370.
  172. White 1938, გვ. 361.
  173. Ferrell 1998, გვ. 195.
  174. McCoy 1967, გვ. 390–91.
  175. Wilson 1975, გვ. 122–23.
  176. Greenberg 2006, გვ. 48–49.
  177. Rusnak 1983, გვ. 270-271.
  178. Polsky და Tkacheva 2002, გვ. 224-227.
  179. Greenberg 2006, გვ. 111–112.
  180. Charles G. Dawes, 30th Vice President (1925-1929). დაარქივებულია ორიგინალიდან - November 6, 2014. წაკითხვის თარიღი: 2 February 2017.
  181. Fuess 1940, გვ. 364.
  182. Galston, passim.
  183. Freeman 2002, გვ. 216.
  184. Sobel 1998, გვ. 407.
  185. Fuess 1940, გვ. 450–55.
  186. Sobel 1998, გვ. 403.
  187. Ferrell 1998, გვ. 201–02.
  188. Fuess 1940, გვ. 457–59.
  189. Greenberg 2006, გვ. 153.
  190. Fuess 1940, გვ. 460.
  191. Greenberg 2006, გვ. 154–55.
  192. Sobel 1998, გვ. 410.
  193. Greenberg 2006, გვ. 7.
  194. Sobel 1998, გვ. 252.
  195. President Coolidge, Taken on the White House Ground (1924). წაკითხვის თარიღი: February 4, 2007.