ჯეიმზ ნოქს პოლკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ნოქს პოლკი
James Knox Polk
ჯეიმზ ნოქს პოლკი James Knox Polk
აშშ-ის მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1845 – 4 მარტი, 1849
ვიცე-პრეზიდენტი  ჯორჯ დალასი
წინამორბედიჯონ ტაილერი
მემკვიდრეზაქარი ტეილორი

ტენესის მე-11 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 1839 – 15 ოქტომბერი, 1841

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი, 1835 – 4 მარტი, 1839

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1825 – 1839

დაბადებული2 ნოემბერი, 1795
პინევილი, ჩრდილოეთი კაროლინა
გარდაცვლილი15 ივნისი, 1849
ნეშვილი, ტენესი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლესარა ჩილდრეს პოლკი
პროფესიაიურისტი, ფერმერი
რელიგიამეთოდისტი
ხელმოწერა

ჯეიმზ ნოქს პოლკი (ინგლ. James Knox Polk; დ. 2 ნოემბერი, 1795 — გ. 15 ივნისი, 1849) — აშშ-ის მე-11 პრეზიდენტი 1845-1849 წლებში, დემოკრატი.

პოლკის მშობლები წარმოშობით შოტლანდიელები იყვნენ. დედის მხრიდან იგი შოტლანდიელი რელიგიური რეფორმატორის, პრესბიტერიანული ეკლესიის დამაარსებლის ჯონ ნოქსის შთამომავალი იყო. პოლკმა მიიღო იურიდიული განათლება და მუშაობდა ადვოკატად. იგი იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი ტენესისდან 1825-1839 წლებში, ხოლო პალატის სპიკერი 1835-1839 წლებში, ტენესის მე-11 გუბერნატორი 1839-1841 წლებში. მან გეოგრაფიული ექსპანსიის ლოზუნგით 1844 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების კანდიდატი ჰენრი კლეი დაამარცხა.

პოლკი იყო ბოლო ძლიერი პრეზიდენტი სამოქალაქო ომამდელ შეერთებულ შტატებში. მისი პრეზიდენტობა აღნიშნული იყო აშშ-ის ტერიტორიის უდიდესი გაფართოებით ლუიზიანის შესყიდვის შემდეგ. მან შემოიერთა ორეგონის ტერიტორია (მოიცავდა ვაშინგტონს, ორეგონს და აიდაჰოს). ასევე ამერიკა-მექსიკის ომის ბოლოს გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 1,360,000 კმ² ტერიტორია. თუმცა, ექსპანსიამ განაახლა მძვინვარე დებატები მონათმფლობელობის ნებართვის შესახებ ახალ ტერიტორიებში.

პოლკის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა სმიტსონის ინსტიტუტი და სამხედრო-საზღვაო აკადემია, აღიმართა ვაშინგტონის მონუმენტი, მიიღეს სახელმწიფო ხაზინის სისტემა, რომელიც 1913 წლამდე მოქმედებდა და ასევე გამოსცეს აშშ-ის პირველი საფოსტო მარკა.

იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავისი ნებით თქვა. ის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან სამ თვეში ქოლერით გარდაიცვალა. ისტორიკოსების მიერ პოლკი ითვლება აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: