ფრიტიოფ ნანსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიტიოფ ნანსენი
Fridtjof Nansen LOC 03377u.jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი სტურე-ფრიონი, ნორვეგია
გარდ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
გარდ. ადგილი ლიუსაკერი,ნორვეგია
საქმიანობა ზოოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი,ოკეანოგრაფი
მოქალაქეობა ნორვეგია
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში, Commander of the Legion of Honour, Knight Grand Cross of the Royal Victorian Order, Order of Franz Joseph, knight of the Order of the Dannebrog, Knight Grand Cross with Collar of the Order of St. Olav‎, Constantin Medal, Scheele Award, Q14865244?, Vega medal, Patron’s Medal და Order of Saint Stanislaus, 1st class
მეუღლე Eva Nansen
შვილ(ებ)ი Odd Nansen
ხელმოწერა Fridtjof Nansen (signature).svg
Fridtjof Nansen ვიკისაწყობში

ფრიტიოფ ნანსენი (სრული სახელი ნორვ. Fridtjof Wedel-Jarlsberg Nansen; დ. 10 ოქტომბერი, 1861 — გ. 13 მაისი, 1930) — ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი, სწავლული-ზოოლოგი, დამაარსებელი ახალი მეცნიერების - ფიზიკური ოკეანოგრაფიისა, პოლიტიკური მოღვაწე, ჰუმანისტი, ფილანთროპი, ნობელის პრემიის 1922 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიტიოფ ნანსენი 1861 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა ქრისტიანიასთან ახლოს სტურე-ფრიონის მამულში, რომელიც მამამისს - სახელგანთქმულ ადვოკატ ვალდურ ნანსენს ეკუთვნოდა. ნანსენთა გვარი დანიური წარმოშობისაა, ისინი ნორვეგიაში XVII საუკუნეში გადასულან. დედამისი ვედელ-იარლსბერგის გრაფების ოჯახის საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. სიყრმიდანვე თვალსაჩინო მოთხილამურე ფრიტიოფს, არაერთხელ მოუგია ნორვეგიის ჩემპიონატები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ არჩევანის გაკეთება ფერწერასა და მეცნიერებას შორის მოუხდა, შედეგად, ზოოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი (მოგვიანებით თვითონვე ახდენდა საკუთარი წიგნების ილუსტრირებას). უკვე 20 წლის ასაკში ფრიტიოფმა ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ოთხთვიან გადასერვაში მიიღო მონაწილეობა. 1882 წელს სელაპმჭერი ხომალდით "ვიკინგი" ყინულებში საცურაოდ გაემგზავრა (ბიოლოგიური პრაქტიკის მიზნით). სწორედ ამ მოგზაურობამ ჩაუყარა საფუძველი მის შემდგომ მოღვაწეობას. ზღვიდან დაბრუნებულმა თავი სამეცნიერო კვლევებს მიუძღვნა. 1883 წელს ქრისტიანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქალაქ ბერგენის მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების კურატორად დაინიშნა. 1885—1886 წწ. პარმის უნივერსიტეტში პროფესორ გოლჯისთან, პარალელურად კი ნეაპოლში, ევროპაში პირველ საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე მუშაობდა. 1886 წ. დაჯილდოვდა მეცნიერებათა სამეფო აკადემიის დიდი ოქროს მედლით ნერვული ქსოვილის უჯრედოვანი აპარატის აგებულების გამოკვლევისათვის. (წამოაყენა მიკროსკოპული პრეპარატების დაფერვის ახალი მეთოდის იდეა). სადოქტორო ხარისხი გრენლადიაში გამგზავრებამდე ოთხი დღით ადრე მიიღო. 1922 წელს ნანსენს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. მიღებული 122 000 კრონის უდიდესი ნაწილი ნანსენმა სსრკ-ში ორი საჩვენებელი სასოფლო სამეურნეო სადგურის მოწყობაზე დახარჯა, დარჩენილი ნაწილი კი ბერძენ დევნილებს შესწირა. ნობელის პრემიის კვალად ნანსენმა იგივე თანხა დანიელი გამომცემლის ერიქსენისგანაც მიიღო. დიდმა ჩრდილოელმა ეს ფულიც იგივე მიზნებისთვის გამოიყენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]