კარლოს საავედრა ლამასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს საავედრა ლამასი
ესპ. Carlos Saavedra Lamas
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1878(1878-11-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ბუენოს-აირესი
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1959(1959-05-05)[1] [2] [3] [4] [5] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუენოს-აირესი
მოქალაქეობა  არგენტინა
განათლება ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი, ბუენოს-აირესის ეროვნული კოლეჯი და ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7]

კარლოს საავედრა ლამასი (ესპ. Carlos Saavedra Lamas; დ. 1 ნოემბერი, 1878 — გ. 5 მაისი, 1959) — არგენტინელი აკადემიკოსი და პოლიტიკოსი, ხოლო 1936 წელს გახდა პირველი არგენტინელი ნობელის პრემიის პრიზიორი .[8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუენოს-აირესში დაბადებული სადავერა ლამასი, იყო უძველესი არგენტინელი პატრიოტების შთამომავალი. იგი დაქორწინდა პრეზიდენტ როკე საენს პენიას ქალიშვილზე. საავედრა ლამასმა მოახერხა ცნობილი გამხდარიყო არა მხოლოდ, როგორც არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებების შედგენასა და საერთაშორისო მედიაციის განხორციელებაში პრაქტიკული მუშაობისთვის, არამედ როგორც პროფესორი, მისი სამეცნიერო საქმიანობისთვის შრომის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.

სადავერა ლამასი იყო ლაკორდერის კოლეჯისა და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტი, სადაც მან, 1903 წელს მიიღო სამართალმცოდნეობის დოქტორის ხარისხი. პარიზში სწავლისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ, მან მიიღო სამართლისა და კონსტიტუციური ისტორიის პროფესორის ადგილი ლა-პლატას უნივერსიტეტში. ამ პერიოდში დაიწყო მისი, როგორც მასწავლებლის კარიერა, რომელიც ორმოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით, მან ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კურსი გახსნა, უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიკასა და კონსტიტუციურ სამართალს და საბოლოოდ, მსახურობდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელად.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავედრა ლამასი იყო არგენტინის წამყვანი აკადემიკოსი ორ სფეროში. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა რამდენიმე ტრაქტატი არგენტინაში შრომის კანონმდებლობის შესახებ და შრომითი მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებული დოქტრინის აუცილებლობის შესახებ - მათ შორის, Centro de legalacíon social y del trabajo (1927) (სოციალური და შრომითი კანონმდებლობის ცენტრი), Traités internationaux de type social (1924), Código nacional del trabajo (1933) (შრომის სამართლის ეროვნული კოდექსი). პრაქტიკული საქმიანობის ასპარეზზე საავედრა ლამასმა შეიმუშავა კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს არგენტინაში შრომით საქმიანობაზე, რომელსაც 1919 წელს მხარი დაუჭირა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ. იგი 1928 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონფერენციაზე ჟენევაში, წარმოდგენილი იყო არგენტინული დელეგაციის ლიდერად.

საერთაშორისო სამართალში, სხვა სამეცნიერო სფეროებით დაინტერესებულმა, გამოაქვეყნა „La Crise de la codification et de la doctrine Argentine de droit International“ (1931); ის საუბრობდა, წერდა და მუშაობდა საერთაშორისო სირთულეებთან დაკავშირებული მრავალი საკანონმდებლო საკითხის შესახებ - მათ შორის, კოლონიზაცია, ემიგრაცია, არბიტრაჟი და საერთაშორისო მშვიდობა. მისი მოკლე Vida internacional, რომელიც მან დაწერა სამოცდაათი წლის ასაკში, მთელი ამ შესწავლისა და გამოცდილების ურბანული ქვე-პროექტია.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავედრა ლამასმა პოლიტიკური კარიერა 1906 წელს დაიწყო, საზოგადოებრივი კრედიტის დირექტორად, შემდეგ კი ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი გახდა, 1907 წელს. 1908 წელს იგი აირჩიეს პარლამენტში ზედიზედ ორი ვადით. მან წამოიწყო კანონთა შემუშავება საირიგაციო სისტემის, შაქრის წარმოების, მთავრობის ფინანსების, კოლონიზაციისა და იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, მისი მთავარი ინტერესი საგარეო საქმეები იყო. მან უზრუნველყო არგენტინის საარბიტრაჟო ხელშეკრულების წარმოება იტალიასთან, 1907-1908 წლებში და საბოლოოდ გახდა არაოფიციალური მრჩეველი როგორც საკანონმდებლო ორგანოსთვის, ისე საგარეო უწყების მიერ შემოთავაზებული საგარეო ხელშეკრულებების ანალიზსა და შედეგების განხილვაში.

1915 წელს, იუსტიციის და განათლების მინისტრად დაინიშნა. მან დააწესა საგანმანათლებლო რეფორმები, სასწავლო გეგმის შემუშავებით და საბაზო განათლების საფეხურზე სასწავლო პროგრამებში სხვადასხვა მიმართულებების ჩასმით, განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნისთვის საჭირო ადამიანური რესურსების პროფესიული და ტექნიკური თვალსაზრისით მოსამზადებლად.

როდესაც გენერალი აგუსტინ პედრო ხუსტო ,1932 წელს, არგენტინის პრეზიდენტი გახდა, მან საავედრა ლამასი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ამ პოსტზე ექვსი წლის განმავლობაში, საავედრა ლამასმა საერთაშორისო პრესტიჟი მოუტანა არგენტინას. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ოცდაათიანი წლების ყველა დიპლომატიურ საკითხში და წარმოადგენდა არგენტინას ამ პერიოდის პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე.

საერთაშორისო ასპარეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის მუშაობას პარაგვაის და ბოლივიას შორის ჩაკოს ომის დასრულებისთვის (1932–1935) არა მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ განზოგადებული საერთაშორისო მნიშვნელობაც. მან დაუყოვნებლივ ჩაატარა მთელი რიგი ნაბიჯები, რათა დაეწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები ამ დავის მოსაგვარებლად. 1932 წელს მან ვაშინგტონში გამოაცხადა 3 აგვისტოს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკის შტატებს უნდა უარეყოთ ნებისმიერი ძალადობრივი ტერიტორიული ცვლილება. შემდეგ, მან შეიმუშავა აგრესიის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმების ხელშეკრულება, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ექვსმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, 1933 წლის ოქტომბერში და ყველა ამერიკულმა ქვეყანამ, მონტევიდეოში მეშვიდე პან-ამერიკულ კონფერენციაზე, ორი თვის შემდეგ. 1935 წელს მან ექვსი ნეიტრალური ამერიკული ერის შუამავლის როლი იკისრა, რის შედეგადაც პარაგვაისა და ბოლივიას შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. იმავდროულად, 1934 წელს, საავედრა ლამასმა სამხრეთ ამერიკის ანტისაომარი პაქტი წარუდგინა ერთა ლიგას, სადაც იგი დადებითად შეფასდა და ხელი მოეწერა თერთმეტი ქვეყნის მიერ. მისი ამ ძალისხმევის აღიარების შედეგად, იგი არჩეულ იქნა ერთა ლიგის ასამბლეის პრეზიდენტად, 1936 წელს.

1938 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, საავედრა ლამასი დაუბრუნდა აკადემიურ ცხოვრებას, გახდა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ორი წლის განმავლობაში (1941–1943) და განაგრძო თავისი კარიერა, როგორც პროფესორმა კიდევ სამი წლის მანძილზე(1943– 1946).

საავედრა ლამასი ცნობილი იყო მისი მკაცრი დისციპლინით მის ოფისში, ლოგიკურობით საკონფერენციო მაგიდასთან, მომხიბლავი მასპინძლობით მის სახლსა და სამხატვრო გალერეაში. საავედრა იყო პირველი ნობელიანტი დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის გარეთ. მშვიდობის ნობელის პრიზის გარდა, მას მიენიჭა საფრანგეთის ღირსების ლეგიონის ორდენი და ანალოგიური წარჩინება კიდევ ათი სხვა ქვეყნიდან.

იგი გარდაიცვალა 1959 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში, თავის ტვინის სისხლჩაქცევის გამო.

2014 წლის მარტში, სამხრეთ ამერიკულ სალომბარდო მაღაზიაში ნაპოვნი მისი ნობელის ოქროს მედალი აუქციონზე იქნა გატანილი.

2014 წლის აგვისტოში, არგენტინის კონგრესზე, წარმოდგენილი იქნა არგენტინელი ერის მიერ მისი ნობელის მედლის გამოსყიდვის პროექტი.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Obituary, New York Times (May 6, 1959) 39.
  • Oro Maíni, Atilio dell’, Carlos Saavedra Lamas. Anales de la Academia Nacional de Derecho y Ciencias Sociales, No. 4, 1959. Buenos Aires, 1960.
  • Saavedra Lamas, Carlos, ed., Centro de legislación social y del trabajo. Buenos Aires, Imprenta de la Universidad, 1927.
  • Saavedra Lamas, Carlos, La Conception argentine de l’arbitrage et de l’intervention á l’ouverture de la Conférence de Washington. Paris, Éditions internationales, 1928.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1936/
  7. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  8. Haberman, Frederick W. (1999). Nobel lectures in peace 1926-1950. Volume 2 of Peace 1901-. Nobel lectures, including presentation speeches and laureates' biographies. World Scientific, p. 255. ISBN 981-02-3415-5
  9. Project for rebuying Carlos Saavedra Lamas Nobel Medal by congressman Alberto Asseff. Frente Renovador Argentina-Argentine Congress (15 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2020.