ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა საქმეებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა საქმეებში
თარგი:Lang- Office International Nansen pour les Réfugiés

No-nb bldsa q6c001.jpg
ფრიტიოფ ნანსენი ერთა ლიგის

სამხედრო ტყვეებისა და ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, სოფიაში ყოფნის დროს, სადაც მან განიხილა პრობლემები სამხედრო ტყვეების და ლტოლვილების გაცვლასთან დაკავშირებით.
შეიქმნა 1930; 90 წლის წინ (1930)
გაუქმდა 1939 წელს
ტიპი ორგანიზაცია
ენა ფრანგული
ატარებს სახელს ფრიტიოფ ნანსენი
დამფუძნებელი (-ები) ერთა ლიგა

ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისი ( ფრანგ. Office International Nansen pour les Réfugiés ) იყო ორგანიზაცია, რომელსაც სახელი ეწოდა ფრიტიოფ ნანსენის საპატივსაცემოდ და დაარსდა 1930 წელს ერთა ლიგის მიერ , მისი გარდაცვალებიდან მალევე. ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე იყო პასუხისმგებელი, 1930-1939 წლებში საომარი ტერიტორიებიდან ლტოლვილებზე . მათ ენიჭებოდათ ე.წ. ნანსენის პასპორტი, რომელიც მოქალაქეობის არმქონე ადამიანებს საშუალებას აძლევდა ემოგზაურათ ქვეყნებს შორის. ორგანიზაციამ მიიღო ნობელის პრემია 1938 წელს. [1] [2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთა ლიგის სომხეთის კომისია. მარცხნიდან, პირველ რიგში არიან ჯორჯ კარლე, ფრიტიოფ ნანსენი და დუპუისი. ფონზე არიან ვიდკუნ ქუისლინგი (მარცხნივ) და პიო ლე სავიო (მარჯვნივ).

The Office International Nansen pour les Réfugiés დაარსდა 1930 წელს ერთა ლიგის მიერ, ფრიტიოფ ნანსენის გარდაცვალებიდან მალევე, რათა გაეგრძელებინა მისი წარმატებული საქმიანობა ლტოლვილთა საერთაშორისო დახმარებაში. ლიგამ ასევე უზრუნველყო ადმინისტრაციული ხარჯები ნანსენის ოფისისთვის, თუმცა მხოლოდ ნანსენის პასპორტისთვის დაწესებული გადასახადებია, რადგან შემოსავლებს ძირითადად კერძო შემოწირულობებიდან იღებდნენ.

ორგანიზაცია ლტოლვილებს მატერიალურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევდა. მესამე რაიხის ან ესპანეთის სამოქალაქო ომის შედეგად ლტოლვილებისთვის ნანსენის დახმარება არ იყო საკმარისი, რადგან ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ლტოლვილების მიღებაზე.

ნანსენის ოფისს თავისი არსებობის განმავლობაში დიდი პრობლემები ჰქონდა - მათ შორის, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსების არარსებობა; დეპრესიის დაწყება, რამაც ლტოლვილების დასაქმების შესაძლებლობები მოსპო; ლიგის პრესტიჟის ვარდნა 1931 და 1935 წლის მოვლენების შემდეგ; ლტოლვილთა მზარდი რაოდენობა, ძირითადად გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.

გერმანელი ლტოლვილების პრობლემა, გერმანიაში ნაციონალური სოციალიზმის მოსვლის შემდეგ, 1933 წელს, გახდა ისეთი მწვავე, რომ ლიგამ ჩამოაყალიბა ლტოლვილთა უმაღლესი კომისია, სპეციალურად განკუთვნილი გერმანიიდან დევნილთათვის. ეს კომისია, რომლის მანდატიც მოგვიანებით გააფართოეს როგორც ავსტრიელმა, ისე სუდეტენლანდიის ლტოლვილებმა, დაიშალა 1938 წლის 31 დეკემბერს, ნანსენის ოფისთან ერთად.


ამგვარი პრობლემების მიუხედავად, ორგანიზაციას, მისი შრომისთვის, 1938 წელს მიენიჭა მშვიდობის ნობელის პრემია, მაგრამ მისი მალევე დაშლის გამო, ფულადი ჯილდო მიიღო ერთა ლიგის, ახლად დაარსებულმა, ლტოლვილთა ორგანიზაციამ. ოფისი დაიშალა იმავე პერიოდში, როდესაც ლიგამ დაითხოვა უმაღლესი კომისია (1933 წელს დაარსებული) მესამე რაიხის დაშლის შემდეგ, გერმანელ ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანსენის ოფისმა მრავალი ამოცანა შეასრულა, სანამ ის არსებობდა.

ოფისი პასუხისმგებელი იყო 1933 წლის ლტოლვილთა კონვენციის თოთხმეტი ქვეყნის მიერ მიღებაზე, რაც იყო ადამიანის უფლებების მოკრძალებული ქარტია. [3] [4] [5] [6]

ნანსენის ოფისი ხელს უწყობდა სირიასა და ლიბანში მდებარე სოფლებში, სპეციალურად აშენებულ სახლებში 40,000 სომეხისთვის თავშესაფრის აღმოჩენას, მას შემდეგ რაც 10 000-მდე მათგანის ერევანში გადასახლება შეძლეს.

ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისმა პასუხისმგებლობა აიღო საარის ლტოლვილების პარაგვაიში გადასახლების საკითხის მოგვარებაზე, 1935 წლის შემდეგ. [7]

მშვიდობის ნობელის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანსენის ლტოლვილთა საერთაშორისო ოფისს 1938 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, ნანსენის პასპორტების შემუშავების მცდელობისთვის. [8] [9]

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nansen International Office for Refugees - History.
  2. Archived copy.
  3. Beck, RobertJ (20 October 1999). "Britain and the 1933 Refugee Convention: National or State Sovereignty?". International Journal of Refugee Law 11 (4): 597–624. .
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Refugees, United Nations High Commissioner for. .
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (28 October 1933).
  6. Gilbert Jaeger, “On the History of the International Protection of Refugees,” International Review of the Red Cross (Revue Internationale de la Croix-Rouge), vol. 83, no. 843 (September 2001).
  7. Nansen International Office for Refugees - History.
  8. Fridtjof Nansen, Nobelprize.org, 1922. Retrieved 22 February 2011.
  9. The Nansen International Office for Refugees - Nobel Lecture.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Walter, Extent and Nature of the World Refugee Problem, The Annals of the American Academy of Political and Social Science, 203 (May 1939) 26-36.
  • Convention Relating to the Status of Refugees. Paris, Nansen Office for Refugees, 1938.
  • Hansson, Michael, The Refugee Problem and the League of Nations. Conference held at the Norwegian Nobel Institute, Oslo, January 7, 1938. Geneva, 1938.
  • Macartney, Carlile A., Refugees: The Work of the League. London, 1930.
  • Nansen, Fridtjof, Armenian Refugees, League of Nations Document C. 237. 1924.
  • Nansen, Fridtjof, Russian Refugees: General Report on the Work Accomplished up to March 15, 1922, League of Nations Document C. 124. M. 74. 1922.
  • Nansen International Office for Refugees. Report by the Governing Body to the Twelfth Assembly of League of Nations [A.27. 1931.] See also Report by M. Michael Hansson, Former President of the Governing Body of the Nansen International Office for Refugees, on the Activities of the Office from July 1 to December 31, 1938. [A. 19. 1939. xii] (1939. xii. B.2).
  • Simpson, Sir John Hope, The Refugee Problem: Report of a Survey. London, 1939.
  • Statutes of Nansen International Office for Refugees as Approved by the Council on January 19th, 1931, League of Nations, Official Journal, February 1931, pp. 309–311.