ენდრიუ ჯონსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდრიუ ჯონსონი
Andrew Johnson
ენდრიუ ჯონსონიAndrew Johnson
აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი, 1865 – 4 მარტი, 1869
ვიცე-პრეზიდენტი   არავინ
წინამორბედი აბრაამ ლინკოლნი
მემკვიდრე ულის გრანტი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1865 – 15 აპრილი, 1865
პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი
წინამორბედი ჰანიბალ ჰამლინი
მემკვიდრე სკაილერ კოლფაქსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ოქტომბერი, 1857 – 4 მარტი, 1862
4 მარტი, 187531 ივლისი, 1875

ტენესის სამხედრო გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 1862 – 4 მარტი, 1865
პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი

ტენესის მე-17 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ოქტომბერი, 1853 – 3 ნოემბერი, 1857

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1843 – 3 მარტი, 1853

დაბადებული 29 დეკემბერი, 1808
როლი, ჩრდილოეთი კაროლინა
გარდაცვლილი 31 ივლისი, 1875
გრინვილი, ტენესი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
ნაციონალური კავშირი
უპარტიო
მეუღლე ელიზა მაკ-კარდლ ჯონსონი
პროფესია მკერავი
ხელმოწერა Andrew Johnson Signature.png

ენდრიუ ჯონსონი (ინგლ. Andrew Johnson; დ. 29 დეკემბერი, 1808 — გ. 31 ივლისი, 1875) — აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი (1865-1869), აშშ-ის მე-16 ვიცე-პრეზიდენტი (1865). პრეზიდენტის თანამდებობა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.

სამხრეთის შტატების აშშ-დან გამოყოფის დროს ჯონსონი ტენესიდან სენატორი იყო. როგორც უნიონისტი იგი ერთადერთი სამხრეთელი სენატორი იყო, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა. ის ყველაზე გამოჩენილი დემოკრატი გახდა სამხრეთიდან, ვინც პრეზიდენტ ლინკოლნის სამხედრო პოლიტიკას სამოქალაქო ომის დროს მხარს უჭერდა. 1862 წელს ლინკოლნმა იგი ოკუპირებული ტენესის სამხედრო გუბერნატორად დანიშნა. ტენესში მან თავი გამოიჩინა აჯანყების წინააღმდეგ ენერგიული და ეფექტიანი ბრძოლით და რეკონსტრუქციისაკენ გადადგმული ნაბიჯებით.

1864 წელს ჯონსონი ნაციონალური კავშირის პარტიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. მან და ლინკოლნმა არჩევნებში გაიმარჯვეს, ხოლო ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ ჯონსონი პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტის რანგში იგი რეკონსტრუქციის პირველ ეტაპს ხელმძღვანელობდა, რომელიც რადიკალი რესპუბლიკელების მიერ კონგრესში კონტროლის მოპოვებამდე, 1866 წლამდე გრძელდებოდა. მისმა შემრიგებლურმა პოლიტიკამ სამხრეთელების მიმართ და ვეტომ სამოქალაქო უფლებების კანონპროექტზე იგი ზოგიერთ რესპუბლიკელთან მწვავედ დააპირისპირა. 1867 წელს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების ორი მესამედი იყო საჭირო, იგი გაამართლეს. საგარეო პოლიტიკაში მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის იმპერიისგან ალასკის შესყიდვა იყო.

მან 1868 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება სცადა, თუმცა წარუმატებლად. პრეზიდენტობის შემდეგ ის დემოკრატთა მხარდაჭერით 1875 წელს სენატში აირჩიეს. პრეზიდენტობის დროს მისი პარტიული კუთვნილება გაურკვეველი იყო, მაგრამ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტებს პარტიული ნიშნით ყოფენ, მას დემოკრატ პრეზიდენტად თვლიან. ისტორიკოსების მიერ იგი ერთ-ერთ ცუდ პრეზიდენტადაა მიჩნეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: