რალფ ნორმან ენჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რალფ ნორმან ენჯელი
ინგლ. Norman Angell[1]
Norman Angell 01.jpg
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი 1872(1872-12-26)[2]
დაბადების ადგილი Holbeach
გარდაცვალების თარიღი 7 ოქტომბერი 1967(1967-10-07)[3] [4] [1] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი Croydon[1]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[1]
განათლება ჟენევის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[5] [6]

სერ რალფ ნორმან ენჯელი (დ. 26 დეკემბერი, 1872 — გ. 7 ოქტომბერი, 1967) — ინგლისელი ლექტორი, ჟურნალისტი, ავტორი და პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან.[7] ნობელის პრემიის ლაურეატი.

ენჯელი იყო დემოკრატიული კონტროლის კავშირის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი. იგი მსახურობდა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის საბჭოში, იყო, ომი და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კომიტეტის აღმასრულებელი, ერების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და აბისინიის ასოციაციის პრეზიდენტი. იგი 1931 წელს გახდა რაინდთა ბაკალავრი და მიენიჭა ნობელის პრემია 1933 წელს.[8][9]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენჯელის დაბადების ადგილი, ჰაი ჰოლბიჩის ქუჩაზე

ენჯელი თომას ენჯელ ლეინის და მერი ლეინ ბრიტანის ექვსი შვილიდან ერთ – ერთი იყო. დაიბადა, ჰოლბიჩში, ლინკოლნშირში, ინგლისში. [9] მისი სრული სახელი რალფ ნორმან ენჯელ ლეინი იყო, მაგრამ მოგვიანებით მიიღო ენჯელი როგორც მისი ერთადერთი გვარი. იგი სწავლობდა ინგლისის რამდენიმე სკოლაში, ალექსანდრე რიბოტის სახელობის ლიცეუმში, სანტ-ომერში, საფრანგეთში და ჟენევის უნივერსიტეტში.

ჟენევაში,ენჯელმა იგრძნო, რომ ევროპა "უიმედოდ იყო ჩაფლული გადაუჭრელ პრობლემებში". შემდეგ, ჯერ კიდევ მხოლოდ 17 წლის ასაკში, ის ემიგრაციაში წავიდა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, [9] სადაც მან მრავალი წლის განმავლობაში იმუშავა ვაზის დამრგველად, სარწყავი-თხრილის მუშად, ფოსტის გადამზიდავად, და შემდეგ, მის ბუნებრივ უნარებთან ახლოს, როგორც St. Louis Globe-Democrat-ის რეპორტიორად და მოგვიანებით სან-ფრანცისკოს ქრონიკისათვის .

მცირე საოჯახო საკითხების გამო იგი ინგლისში დაბრუნდა 1898 წელს, შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა ინგლისურენოვან Daily Messenger– ის ქვე – რედაქტორად სამუშაოდ [10] შემდეგ კი როგორც გაზეთ Eclair– ის თანამშრომელი. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მუშაობდა ასევე, როგორც ფრანგი კორესპონდენტი ზოგიერთი ამერიკული გაზეთისათვის, რომელთაც ის უგზავნიდა სტატიებს დრეიფუსის საქმის განვითარებასთან დაკავშირებით. [9] 1905–1912 წლებში, იგი გახდა პარიზის გაზეთ Daily Mail -ის რედაქტორი .

ინგლისში დაბრუნების შემდეგ , 1914 წელს, იგი გახდა დემოკრატიული კონტროლის კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას 1920 წელს და იყო საპარლამენტო კანდიდატი რუშკლიფისთვის 1922 წლის საყოველთაო არჩევნებში და 1923 წელს როსენდეილის არჩევნებში. ის იყო ჩრდილოეთ ბრედფორდის დეპუტატი 1929-1931 წლებში; ეროვნული მთავრობის შექმნის შემდეგ, მან გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ აღარ აპირებდა ბრძოლას ხელახლა არჩევისათვის, 1931 წლის 24 სექტემბერს. [11] 1931 წელს მან სარაინდო ტიტული მიიღო თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ღვაწლისთვის, ხოლო 1933 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია .

1930-იანი წლების შუა პერიოდიდან ენჯელი აქტიურად აწარმოებდა კამპანიას გერმანიის, იტალიისა და იაპონიის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში 1940 წელს მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთისთვის ამერიკის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და იქ დარჩა მანამ, სანამ მისი ავტობიოგრაფია გამოქვეყნდებოდა, 1951 წელს. იგი მოგვიანებით დაბრუნდა ბრიტანეთში და გარდაიცვალა 94 წლის ასაკში, კროიდონში, სარის საგრაფოში. [10]

იგი დაქორწინდა ბეატრის კუველიეზე, მაგრამ ისინი დაშორდნენ და იგი ბოლო 55 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.

მისი ნობელის პრემიის მედალი და თანმხლები გრაგნილი იმპერიული ომის მუზეუმში ინახება.

დიდი ილუზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენჯელი ყველაზე მეტად ახსოვთ მისი 1909 წლის პამფლეტით, ევროპის ოპტიკური ილუზია, რომელიც მომდევნო წლებში გამოქვეყნდა, როგორც წიგნი, დიდი ილუზია . (ანტი საომარი ფილმი La Grande Illusion -ის სათაური, სწორედ მისი პამფლეტისგან წარმოდგება).

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Martin Ceadel, Living the Great Illusion: Sir Norman Angell, 1872–1967; Oxford University Press, 2009
  • J. D. B. Miller, Norman Angell and the Futility of War; Macmillan, 1986
  • Michael Meadowcroft, "Norman Angell" in Brack & Randall (eds.) The Dictionary of Liberal Thought; Politico's, 2007, pp. 9–11
  • Alberto Castelli, The Peace Discourse in Europe (1900-1945), Routledge, 2019, pp. 21–37.

ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 100. — ISBN 978-2-221-06888-5
  2. FreeBMD
  3. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118637711 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1933/
  6. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  7. National Archives
  8. The Edinburgh Gazette, https://www.thegazette.co.uk/Edinburgh/issue/14719/page/12. წაკითხვის თარიღი: 9 June 2016
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Angell biography, nobelprize.org; accessed 11 September 2015.
  10. 10.0 10.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  11. The Times, 25 September 1931, p. 6.