საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
ფრანგ. Institut de Droit International
დევიზი Justice et paix და Justicia et pace
აბრევიატურა IIL, IDI
შეიქმნა 8 სექტემბერი, 1873; 150 წლის წინ (1873-09-08)
ტიპი NGO, IGO, Society
შტაბ-ბინა ჟენევა, შვეიცარია
ენა ფრანგული FRA
გენერალური მდივანი მარსელო კოენი
ქვეყანა ბელგია
www.idi-iil.org
ინსტიტუტის წევრები 2005 წლის კრაკოვის სესიაზე

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ( ფრანგ . Institut de Droit International ), საერთაშორისო სამართლის შესწავლა-განვითარებას მიძღვნილი ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო იურისტები. ზოგადად, ორგანიზაცია ითვლება საერთაშორისო სამართლის ყველაზე ავტორიტეტულ მსოფლიო აკადემიად. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1904 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი არის სამეცნიერო და კერძო ასოციაცია, ოფიციალური ხასიათის გარეშე, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლის პროგრესის განვითარება, ზოგადი პრინციპების ფორმულირებით; მშვიდობის შენარჩუნებაში ან ომის კანონების დაცვაში მონაწილეობა; საჭირო სასამართლო რჩევების გამოყენება საკამათო ან საეჭვო შემთხვევებში.

ინსტიტუტი დააარსა გუსტავ მოინიერის, გუსტავ როლინ-იაკმეინსისა და 9 სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ადვოკატის მიერ, 8 სექტემბერს 1873 წელს გენტში, ბელგიაში . 1873 წელს დამფუძნებლები იყვნენ:

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუტი არის კერძო ორგანო, რომელიც შედგება ასოციაციების, წევრებისა და საპატიო წევრებისგან . წესდების თანახმად, 80 წლამდე ასაკის წევრთა და ასოციაციათა რიცხვი არ შეიძლება იყოს 132-ზე მეტი. ორგანიზაციის მიერ მოწვეული წევრები არიან ის პირები, რომლებმაც აჩვენეს შესანიშნავი, საყოველთაო მეცნიერული მოღვაწეობა, საერთაშორისო სამართლის სფეროში და შემოიფარგლება მხოლოდ მათთვის, ვინც განიხილება შედარებით თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. ორგანიზაცია ცდილობს, რომ წევრები მოიცავდნენ მთელს მსოფლიოში.

ორგანიზაცია ატარებს კონგრესებს(ორ წელიწადში ერთხელ) საერთაშორისო სამართლის შესასწავლად და გამოსცემს რეზოლუციებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალში ცვლილებებს გვთავაზობს. იგი არ აკეთებს კომენტარს კონკრეტულ დავებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკომენდაციები მოიცავს საერთაშორისო სამართალს მრავალი ფორმით, მისი ზოგიერთი რეზოლუცია, განსაკუთრებით ეხება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და მშვიდობიანი გზით დავის გადაწყვეტას . სწორედ ამ მიზეზით მიიღო ორგანიზაციამ ნობელის პრემია .[1]

ორგანიზაციამ 2009 წლის სექტემბერში, ნაპოლში ჩაატარა კონგრესი. ინსტიტუტის შტაბ-ბინის ადგილმდებარეობა იცვლება მისი გენერალური მდივნის წარმოშობის მიხედვით. ამჟამინდელი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში, საერთაშორისო განვითარების კვლევების ინსტიტუტში .

ინსტიტუტის ამჟამინდელი წევრები არიან, გამოჩენილი იურისტები, აკადემიკოსი სამართალმცოდნეები,[2] საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები, ზღვის კანონის საერთაშორისო ტრიბუნალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო .

ორგანიზაციის ბოლო რეზოლუციები მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა უნივერსალური იურისდიქცია, დროებითი ზომები, იმუნიტეტი, გარემო, ძალის გამოყენება და ა.შ.

ინსტიტუტი აქვეყნებს თავის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელშიც მოცემულია კომისიების დასკვნები, პლენარული სესიების განხილვები, შედეგად მიღებული განცხადებები და დადგენილებები. ადმინისტრაციული სხდომების ჩანაწერები, მათ შორის არჩევნების ჩათვლით, ასევე შედის მოხსენებაში. ინსტიტუტის ნამუშევრები განთავსებულია ვებსაიტზე: http://www.idi-iil.org/en/publications/

ინსტიტუტის ვებსაიტზე [3] განთავსებულია ინფორმაციის ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ დეკლარაციებით, რეზოლუციებით და რამდენიმე მიმდინარე სამუშაოთი, რომლებიც მოხვდება მომავალ მოხსენებაში.  

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abrams, Irwin, «The Emergence of the International Law Societies», Review of Politics, 19 (1957) 361-380.
  • Annuaire de l’Institut de droit international: Session d’Édimbourg, Septembre, 1969. Volume 53, 2 tomes. Bâle, Éditions juridiques et sociologiques S.A., 1970. The first volume of the Annuaire was published at Ghent in 1877; the 53 volumes provide a complete record of the Proceedings of the Institute.
  • Rolin, Albéric, Les Origines de l’Institut de droit international (1873-1923): Souvenirs d’un témoin. Gand, 1923.
  • Schou, August, Histoire de l’internationalisme III: Du Congrès de Vienne jusqu’à la première guerre mondiale (1914), pp. 311–321. Publications de l’Institut Nobel Norvégien, Tome VIII. Oslo, Aschehoug, 1963.
  • «Statuts de l’Institut de droit international.» An offprint of pp. xxxiii-ixxv from Tome II of the Annuaire, q.v.supra.
  • «Table des matiéres: L’Indiquant le titre des Résolutions adoptées par l’Institut au cours de ses cinquante-quatre sessions tenues depuis sa fondation en 1873 jusqu’à 1969.» An offprint of pp. ixxix-xci from Tome II of the Annuaire, q.v. supra.
  • Wehberg, Hans, Institut de droit international: Tableau général des résolutions, 1873-1956. Bâle, Éditions juridiques et sociologiques S.A., 1957.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Nobel Peace Prize 1904 en-US. ციტირების თარიღი: 2019-12-11
  2. IDI-Membres. Idi-iil.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-04. ციტირების თარიღი: 2013-08-06.
  3. idi-iil.org