ჟოზე რამუშ-ორტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოზე რამუშ-ორტა
ჟოზე რამუშ-ორტა
აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2007 – 20 მაისი, 2012
წინამორბედი შანანა გუჟმაუ
მემკვიდრე ტაურ მატან რუაკი

აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივნისი, 2006 – 19 მაისი, 2007
წინამორბედი მარი ალკატირი
მემკვიდრე ესტანისლაუ და სილვა

დაბადებული 26 დეკემბერი, 1949
დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
მოქალაქეობა აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
მეუღლე ანა პინტო
შვილები ლორო ორტა
განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტი
პროფესია ადვოკატი, იურისტი
რელიგია კათოლიციზმი
ჯილდოები ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1996)
ხელმოწერა Assinatura de José Ramos-Horta.jpg

ჟოზე რამუშ-ორტა (პორტ. José Manuel Ramos-Horta, დ. 26 დეკემბერი 1949, დილი) — აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მეორე პრეზიდენტი. თანამდებობა ეკავა 2007 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 20 მაისამდე. თავისუფლების ორდენის კავალერი. FReTiLIn-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. ინდონეზიისაგან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფისათვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. ინდონეზიის მიერ ტიმორის ოკუპაციის პერიოდში ეკავა დევნილობაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა (1975-1979 წწ.). 1988 წელს გამოვიდა რევოლუციური ფრონტიდან და გააგრძელა მოქმედება, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1949 წლის 26 დეკემბერს დილიში. წარმოშობით მეტისია[1], მისი დედა ტიმორელია, ხოლო მამა — პორტუგალიელი, რომელიც სალაზარის დიქტატურის დროს გადაასახლეს ტიმორში. განათლება მიიღო პატარა დასახლება სოიბადის კათოლიკურ მისიაში, შენობაში, რომელიც ინდონეზიის მიერ ოკუპაციის პერიოდში განმათავისუფლებელი ფრონტის შტაბ-ბინა იყო.

1996 წელს კარლუშ ბელუსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „მცირე ხალხების ჩაგვრის წინააღმდეგ დაუღალავი ძალისხმევისათვის“.

2002 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისის დროს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (2006-2007 წწ.). 2007 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 2008 წლის 11 თებერვალს თავდასხმის დროს დაჭრეს აღმოსავლეთ ტიმორის ექსტრემისტული ორგანიზაციის ბოევიკებმა.

თავისუფლად ფლობს პორტუგალიურს, ესპანურს, ინგლისურს, ფრანგულს და ადგილობრივ ენას ტეტუმს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About Ramos-Horta. Dr. José Ramos-Horta International. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-03-17. წაკითხვის თარიღი: 2012-03-18.
  2. www.etan.org(ინგლისური)