ენდოკრინოლოგია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენდოკრინოლოგია (ბერძნ. ἔνδον — შიგნით, κρίνω — გამოვყოფ და λόγος — სიტყვა, მეცნიერება) — მეცნიერება შიდა სეკრეციის ორგანოების ფუნქციასა და წყობაზე; მოქმედებაზე, რომელსად ეს ჰორმონები იწვევენ ადამიანის (ან ცხოველის) ორგანიზმში; ასევე დაავადებების შესახებ, რომლებსაც ამ ორგანოების ფუნქციის მოშლა იწვევს.


შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინულ ჯირკვლებს მიეკუთვნება  ჰიპოფიზი,ფარისებრი ჯირკვალი,პარათირეოიდული(ფარისებრახლო)ჯირკვლები,პანკრეასი,(კუჭუკანა ჯირკვალი),თირკმელზედა ჯირკვლები,სასქესო ჯირკვლები.ისინი გამოიმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს(ჰორმონებს),რომლებიც სისხლის გზით ვრცელდებიან მთელ ორგანიზმში და მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანოს რეგულაციაში.ძირითადი ენდოკრინული ჯირკვლების გარდა,ჰორმონები გამომუშავდება სხვა ორგანოებშიც−თირკმლებში(რენინი,ერითროპოეტინი)გულში(წინაგულოვანი ნატრიურეზული ჰორმონი)და სხვ.
პირადი ხელსაწყოები