ნერვული სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანის ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა (ლათ. nervus — ნერვი) — ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ცენტრალური (თავისა და ზურგის ტვინი) და პერიფერიული (მათთან დაკავშირებული ნერვები და ნერვული კვანძები) ნაწილებისაგან შედგება. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]