კონფუცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონფუცი

კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი; ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი[საჭიროებს წყაროს მითითებას], ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი ("მასწავლებელი კუნი") ან უბრალოდ ძი - "მასწავლებელი" (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.[1]

კონფუცი იყო მებროლთა გვარის წარმომადგენელი. მამამისი შულიანხის (叔梁紇) ორ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მიღებული და ფეოდალურ მამულს ფლობდა. ში ჯი-ში (ისტორიული ჩნაწერები)(史記), რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ შეიქმნა წერია, რომ კონფუცი უკანონო ქორწინების შედეგად იშვა.[2]

კონფუცი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა,[3] მას შემდეგ ის დედამისთან სიღარიბეში იზრდებოდა. მისი სოციალური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მზარდ ში (士) კლასთან. ამ კლასის სტატუსი იყო შუალედური, აზნაურთა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის. ეს მათ საკუთარი ნიჭის წყალობით სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებას აძლევდა . გადმოცემის თანახმად კონფუცს ბავშვობაში უყვარდა სამსხვერპლოზე ბრინჯაოს სარიტუალო ლარნაკების მიტანა.[2] 19 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ქი გუანზე (亓官) დაქორწინდა, მალევე ეყოლათ პირველი ვაჟი - კონგ ლი, (孔鯉). ითვლება რომ ის მუშობდა როგორც მეცხვარე, მენახირე, წვრილი მოხელე და ბუღალტერი.[4] დედამისი გარდაიცვალა როდესაც კონფუცი 23 წლის იყო, რის გამოც მან 3 წელი გლოვაში გაატარა.

სქოლიო[რედაქტირება]

Further reading[რედაქტირება]

  • ჯონათან კლემენტსი (2008). Confucius: A Biography. Stroud, Gloucestershire, England: Sutton Publishing. ISBN 978-0-7509-4775-6.
  • Confucius (1997). Lun yu, (in English The Analects of Confucius). Translation and notes by Simon Leys. New York: W.W. Norton. ISBN 0-393-04019-4.
  • Confucius (2003). Confucius: Analects—With Selections from Traditional Commentaries. Translated by E. Slingerland. Indianapolis: Hackett Publishing. (Original work published c. 551–479 BC) ISBN 0-87220-635-1.
  • Herrlee Glessner Creel(1949). Confucius and the Chinese Way. New York: Harper.
  • Csikszentmihalyi, M. (2005). "Confucianism: An Overview". In Encyclopedia of Religion (Vol. C, pp 1890–1905). Detroit: MacMillan Reference USA.
  • Dawson, Raymond (1982). Confucius. Oxford: Oxford University Press. ISBN 0192875361. 
  • Dollinger, Marc J. (1996). "Confucian Ethics and Japanese Management Practices," in Sterling Harwood, ed., Business as Ethical and Business as Usual Boston: Jones & Bartlett.
  • Fingarette, Hebert (1998). Confucius : the secular as sacred. Long Grove, Ill.: Waveland Press. ISBN 1577660102. 
  • Mengzi (2006). Mengzi. Translation by B.W. Van Norden. In Philip J. Ivanhoe & B.W. Van Norden, Readings in Classical Chinese Philosophy. 2nd ed. Indianapolis: Hackett Publishing. ISBN 0-87220-780-3.
  • Ssu-ma Ch'ien (1974). Records of the Historian, Yang Hsien-yi and Gladys Yang, trans, Hong Kong: Commercial Press. 
  • Van Norden, B.W., ed. (2001). Confucius and the Analects: New Essays. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-513396-X.
  • გორ ვიდალი (1981). ნოველა. New York: Random House. ISBN 0-394-50015-6. Confucius appears as one of the main characters in this novel, which gives a very sympathetic and human portrait of him and his times.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]