თუთიყუშისნაირნი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუთიყუშისნაირნი
Cacatua leadbeateri
Cacatua leadbeateri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: თუთიყუშისნაირნი
ლათინური სახელი
Psittaciformes


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


თუთიყუშისნაირნი (Psittaciformes), ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტიყ, შეფერილობა მკვეთრია, ჭარბობს ღია მწვანე ფერი. აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები, მე-4 თითი უკანაა მიბრუნებული და ძლიერ მოქნილია. ფრთები გრძელი და წვეტიანია. რიგში 315 სახეობაა.

თუთიყუშისნაირებს ყოფენ 2 ოჯახად:

  1. ლორები ანუ ფუნჯიანები (Loridae), რომელთა ენის წვერი შეიცავს მრავალრიცხოვან ძაფისებრ დვრილს. ოჯახში 60 სახეობაა.
  2. გლუვენიანები ანუ ნამდვილი თუთიყუშები (Psittacidae) აერთიანებს 255 სახეობას.

თუთიყუშისნაირნი გავრცელებული არიან მეტწილად ტროპიკულ სარტყელში, თუმცა ამერიკაში აღწევენ ჩრდილო განედის 42°-სა და სამხრეთ განედის 54°-ს. თუთიყუშისნაირთა უმეტესობა მეხეურია. ერთეულები (ნესტორი, ციანორამფუსი და სხვა) ცხოვრობენ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზოგიერთ თუთიყუშისნაირს (ახალზელანდიური კაკაპო ანუ ბუსებრი თუთიყუში) დაკარგული აქვს ფრენის უნარი. თუთიყუშისნაირნი მონოგამური ფრინველებია. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროებში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვა.

დედალი დებს 2-3 ან 5-8 თეთრ კვერცხს. კრუხობს მეტწილად დედალი. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შიშველი და თვალაუხილავი. თუთიყუშისნაირნი იკვებებიან მცენარეული (ნაყოფი, თესლი, ნექტარი), იშვიათად ცხოველური (მწერები) საკვებით. ახალ ზელანდიაში ნესტორი ხანდახან თავს ესხმის ცხვრებს. ზოგი თუთიყუშისნაირნი (არა, ჟაკო) მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეურნეობას.თუთიყუშისნაირნი ავადდებიან ფსიტაკოზით (ორნითოზით), რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ლამაზი კაშკაშა შეფერილობისა და ხმის მიბაძვის უნარის გამო თუთიყუშისნაირნი ხშირად ჰყავთ გალიებში.

თუთიყუშები უმშვენიერესი სამყაროს წარმომადგენლები არიან. მათი 300 ზე მეტი სახეობა არსებობს. საუცხოო "ლაპარაკის" ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი (რა თქმა უნდა ყველა მათგანი არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი.), მათი საუცხოო ფერები თვალს ახარებენ. არიან ძალიან მოძრავები და ენერგიულები. თუთიყუშები გავრცელებულები არიან მსოფლიოში, როგორც შინაური pet ცხოველები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტალღისებრი იგივე ხუჭუჭა თუთიყუში, რომლის სამშობლო ავსტრალიაა.

ხალხის უმეტესი ნაწილი რატომღაც ფიქრობს, რომ სწორედ აფრიკა ითვლება თუთიყუშების სამშობლოდ, მაგრამ ეს ასე არ არის. აფრიკაში თუთიყუშების სახეობების მცირე ნაწილია. მათი უმეტესობა ბინადრობენ ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში.

სამხრეთ ამერიკის თუთიყუშები განსაკუთრებული შფერილობით გამოირჩევიან. ეს არის მსოფლიოს გიგანტი თუთიყუშების ოჯახის - "არების" სამშობლო. მათი სანახავად მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩადიან სამხრეთ ამერიკაში. არები ჰაერში ულამაზესი სანახაობაა. აქაურები არიან ამაზონებიც. ესენი შედარებით მცირე ზომის თუთიყუშები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა არებზე უკეთ "ლაპარაკობენ" ანუ მათზე უკეთ შეუძლიათ ადამიანისა ლაპარაკისა და სხვა ხმების იმიტაცია. მათ შორის საუკეთესოები არიან ყვითელკისრიანი ამაზონი (რომელიც მხოლოდ ჟაკოს ჩამოუვარდება "ლაპარაკით"), ლურჯშუბლიანები.

ავსტრალიისა და გარშემო კუნძულების თუთიყუშები შედარებით ნაკლები შეფერილობით გამოირჩევიან. აქ ბინადრობენ ყველასათვის ცნობილი ტალღისებრები, ნიმფები და უზარმაზარქოჩრიანი კაკადუები. ნიმფა კაკადუების ოჯახის წარმომადგენელია (ეს ეხლახან მეცნიერთა მიერ იქნა დამტკიცებული). კაკადუს ოჯახის თუთიყუშები გამოირჩევიან დიდი ზომებითაც. მათ უფრო ღარიბი შეფერილობა აქვთ: თეთრი, შავი მოვარდისფრო, მონაცრისფრო. მაგრამ გამოირჩევიან ქოჩრების სილამაზითა და ფერების მრავალფეროვნებით.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები