კონფუციანელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონფუციანიზმი)
დაჩენგის დარბაზი, ციუიფუში არსებული კონფუციანული ტაძრის მთავარი დარბაზი

კონფუციანელობაჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს, როგორც: „მასწავლებელი კუნი“, დ.551-გ.478) მიერ ჩამოყალიბებული ეთიკურ ფილოსოფიული სისტემა. ის არის მორალის, სოციალური წყობის, პოლიტიკის, ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის კომპლექსური სისტემა. მას რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რატომაც შეიძლება სახელმწიფო რელიგიადაც მივიჩნიოთ.

კონფუციანელობის გავრცელების ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთი, ტაივანი, კორეა, იაპონია, ვიეტნამი და ქვეყნები, სადაც დიდია ჩინური მოსახლეობა, მაგალითად სინგაპური. კონფუციანელობას დაახლოებით 1.5 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.[1]

კონფუციანელობის მიხედვით ადამიანს შეუძლია განვითარება საკუთარი ძალების მობილიზებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარ თავზე მუშაობას, თვით-განვითარებასა და თვით-შექმნას. მისი მთავარი იდეაა სათნოებისა და მორალის სრულყოფილებაში მოყვანა. ის მოუწოდებს თუნდაც სიცოცხლეზე თქვან უარი თუ კი ამას მორალური ღირებულებები მოითხოვს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Creel, Herrlee G. Confucius and the Chinese Way. Reprint. New York: Harper Torchbooks. (Originally published under the title Confucius—the Man and the Myth.)
  • Fingarette, Herbert. Confucius: The Secular as Sacred ISBN 1-57766-010-2.
  • Ivanhoe, Philip J. Confucian Moral Self Cultivation. 2nd rev. ed., Indianapolis: Hackett Publishing.
  • Nivison, David S. The Ways of Confucianism. Chicago: Open Court Press.
  • Xinzhong Yao (2000) An Introduction to Confucianism. Cambridge: Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]