ლუშანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლუშანის ეროვნული პარკი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
| ნომერი | 778 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 778 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ლუშანი (ჩინ. 廬山), ძველ დროში ცნობილი როგორც კუანგლუ — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ჩინეთის ათი ყველაზე ცნობილი მთის სიაში. ამ ოვალური ფორმის მასივის სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 10 კმ, უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1 474 მეტრზე მდებარეობს.
მასივი ასზე მეტ მწვერვალსა და უამრავ ჩანჩქერს მოიცავს. კლიმატი კონტინენტურია, ცხელი ზაფხულითა და თბილი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1050 მმ-ია. მწვერვალები წელიწადის 200 დღის განმავლობაში ღრუბლებშია გახვეული.
პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბუდისტური სკოლა და ტაძარი მდებარეობს.
1996 წელს, იუნესკომ ლუშანის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||