ფაიფური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაიფურის ნაკეთობა
ფაიფურის ნაკეთობა

ფაიფურითეთრი, გამჭვირავი, თხელკედლიანი, აირშეუღწევი კერამიკული ნაკეთობა დამზადებული კაოლინის, კვარცხის, მინდვრის შპატისა და პლასტიკური თეთრი თიხის წმინდა ნარევისაგან. გამონაკლისია ფერადი ფაიფური, რომელსაც ამზადებენ მასაზე სპეციალური კერამიკული საღებავების დამატებით.


ისტორია[რედაქტირება]

ფაიფური გამოიგონეს ჩინეთში. იქ არის მთა, რომელსაც კაულინი (მაღალი მთა) ეწოდება. ამ მთის ძირში ფაიფური დასამაზადებლად საჭირო ნედლეულის მდიდარი საბადოა.

ფაიფურის წარმოების ხელოვნება ჩინეთიდან კორეაში გადავიდა, იქიდან კი იაპონიაში. ფაიფურის ჭურჭელს ძველ რომშიაც ამზადებდნენ, მაგრამ მისი წარმოების საიდუმლობა დაიკარგა. პორტუგალიელმა და ჰოლანდიელმა ვაჭარ–მეზღვაურებმა ფაიფურის ნაკეთობანი ჩინეთიდან ევროპაში შემოიტანეს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გაეგოთ ფაიფურის წარმოების საიდუმლო.

XII საუკუნეში ცნობილმა ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ ამომავალი მზის ქვეყნებს მიაღწია. მის ცნობიდან გამოირკვა, რომ იმ დროს ჩინეთში ამზადებდნენ თეთრი ფერის მშვენიერ ჭურჭელს, რომელიც სასიამოვნოდ წკრიალებდა. იმ დროს ფაიფური ევროპაში ძალიან ძვირად ფასობდა. ამიტომ ფაიფურის ნაკეთობანი მხოლოს მეფეების და თავადების სუფრებს ამკობდა.

XVIII საუკუნეში პოლონეთის მეფის ავგუსტ II–ის ალქიმიკოსმა ბეტგერმა(1682–1719) საინტერესო აღმოჩენა მოახდინა. პოლონეთის მეფე ვალებში იყო ჩაფლული და ბეტგერიც ოქროს დამზადების წესს ეძებდა.. ამ კვლევების დროს მან შემთხვევით გამოარკვია, რომ ის ფქვილი, რომელიც ფუდრის სახით პარიკებს აყრიდნენ, კაოლინს შეიცავდა.

მალე საქსონიაშo წარმოიშვა მრეწველობის ახალი დარგი – ფაიფურის მრეწველობა. საქსონურმა ფაიფურმა თავისი მაღალი ხარისხის გამო სწრაფად სახელი გაითქვა მთელს ევროპაში. ამჟამად ფაიფურის წარმოება სხვადასხვა ქვეყნების მრეწველობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგია.

ფაიფურის თვისებები[რედაქტირება]

ფაიფური როგორც ტექნიკური მასალა ხასიათდება მთელი რიგი ძვირფასი თვისებებით – მაღალი მექანიკური და ელექტრონული სიმტკიცით, ქიმიური და თერმული მედეგობით. საოჯახო ფაიფური ხასიათდება იშვიათი დეკორატიული მონაცემებთ. ბუნებაში ფართოდ გავრცელებული მინერალური ნედლეულის ბაზაზე დამზადებული ფაიფურის მასალაში ამ თვისებათა შერწყმამ უზრუნველყო ფაიფურის მეტად მრავალგვარი და ეფექტიანი გამოყენება თანამედროვე ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში.


ერთმანეთისაგან ანსხვავებენ “სალ” და “რბილ” ფაუფურს . სალი ფაიფურის მასათა შემადგენლობაში მეტი რაოდენობით შედის კაოლინი და უფრო მცირე რაოდენობით მინდვრის შპატი. მათ უფრი მაღალ ტემპერატურაზე გამოწვავენ, ვიდრე რბილი ფაიფურის მასებს.

სალ ფაიფურს მაღალი მექანიკური სიმტკიცე, კარგი დიელექტიკური მაჩვენებლები, მაღალი ქიმიური და თერმული მედეგობა აქვს და ძვირფას მასალას წარმოადგენს იზოლატორთა, ქიმიური წარმოების ნაკეთობათა და საუკეთესი ხარისხის კერამიკულ ნაკეთობათა დასამზადებლად. სალ ფაიფურზე უფრო მაღალი ტექნიკური მაჩვენებელი გააჩნია მხოლოდ სპეციალური კერამიკის ზოგიერთ სახეობას.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: