სოციალისტური რესპუბლიკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სოციალისტური რესპუბლიკა — რესპუბლიკური მმართველობის ასეთი ფორმა დამახასიათებელია "სოციალისტური" ქვეყნებისათვის. ასეთი სახის რესპუბლიკები ადრე უფრო მეტი იყო (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდგომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა), მაგრამ ისინი დღესაც არიან შემორჩენილნი, როგორებიცაა კუბის რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები აქვს:
- სრულხელისუფლებიანობა და ზემდგრადობა საბჭოებისა (წარმომადგენლობითი ორგანოები).
- ყველა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ყალიბდება შესაბამისი დონის საბჭოების მიერ, რომლებიც დაქვემდებარებულნი და პასუხისმგებელნი არიან მათ წინაშე.
- ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თეორიულადაც კი არ არის აღიარებული, მას უპირისპირდება პრინციპი მშრომელი ხალხის ერთიანი ხელისუფლებისა, გამოხატული საბჭოებში.
- საბჭოებში გაერთიანებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ფუნქციები. სასამართლოების დამოუკიდებლობა ზოგიერთ შემთხვევაში აღიარებულია, თუმცა წმინდა დეკლარაციულად.
სტატიის